ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 6 მლნ დოლარი ღირს. შესაფასებლად შიგნით შესვლა ღირს

აშშ-ს ორეგანოს შტატში პატარა ქალაქი აშლანდი არის, რომელიც შემოქმედებითი და კულტურული ტრადიციებით მდიდარია. მისგან 20 წუთის სავალზე ულამაზეს პეიზაჟებს შორის – მთები, მდინარეები, აყვავებული მინდორი – გასაოცარი სახლკარია მოთავსებული, რომელიც ზღაპრის გადასაღებად იდეალური ადგილია.

მხატვარმა და მშენებელმა ედ ბემისმა სახლის ფასადი ჩვეულებრივი გააკეთა, მაგრამ 283 ჰექტარზე შესვლა ღირს, რომ გაიგოთ, თუ რატომ არის გასაყიდად 6 მლნ დოლარად შეფასებული. ეს უკვე 1,6 მლნ დოლარით შემცირებული ფასია – 4 წლის განმავლობაში მსხვილი თანხის გადამხდელი არ გამოჩნდა.

საერთო ფართობი 825 კვ.მ არა მხოლოდ დიზაინერულ იდეებსა და მხატვრულ გემოვნებას, არამედ ბუნებასთან ჰარმონიულ შერწყმას გვიჩვენებს. ამასთან, ფუნქციონირება დაკარგული არ აქვს.

სახლის შესასვლელი ბრაზილიური წითელი ხის კარით არის გაფორმებული, რომელზეც ბემისი ნახევარი წელი მუშაობდა. იატაკი გეოთერმულად თბება და გრილდება.

მინის შენობაში უზარმაზარი აუზი მზის ენერგიით თბება. ინტერიერში, მათ შორის კიბეებზე, სააბაზანო ოთახსა და სასადილოში ბუნებრივი მასალებია გამოყენებული: ხე და გრანიტი. ასევე ბევრი მოზაიკა გვხვდება.

დიდი ფანჯრები და ღია ტერასები სახლიდან გაუსვლელად გარშემო ბუნებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ.

ყველა ამ ბრწყინვალების შემხედვარე შეიძლება გაოცდეთ, თუ სახლის მესაკუთრე ასეთ მაღალ ფასს რატომ ითხოვს. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წლის ბოლოს მის სახლში მცირე თანხა, მხოლოდ 5,3 მლნ დოლარი გადაიხადა.

თქვენ როგორი სტილის სახლი მოგწონთ ყველაზე მეტად, რომელში გადაიხდით 6 ნულს?

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.