
სახლი ის ადგილია, სადაც დაბრუნება გვინდა. რა გასაოცარიც არ უნდა იყოს მოგზაურობა ან მუშაობა ოფისში, სწორედ სახლია ის ადგილი, სადაც გათბობა, დასვენება, გამოძინება გვსურს. მაინც, ხანდახან ხდება ისეც, რომ სახლში არ იგრძნობა კომფორტული და მყუდრო ატმოსფერო მაშინაც კი, თუ ირგვლივ წესრიგი და სისუფთავეა. რა გვიშლის ხელს? ჩვენ გაგაცნობთ 6 შეცდომას, რომელსაც სახლში უშვებთ.
1. იშვიათად წმენდთ მტვერს “ფარულ” კუთხეებში
ყველასთვის ცნობილია, რომ როგორც კი მაგიდას მტვირსგან გადაწმენდთ, მაშინვე თავიდან იმტვერება, თუმცა ეს არაა წესრიგზე უარის თქმის მიზეზი. უნდა გახსოვდეთ, რომ სახლში გვაქვს კარადა, მაცივარი, ტუმბო, რომელთა უკანაც ჩნდება მტვერი. ჩვენ მას ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი ცხვირი მაინც გრძნობს. არ დაგავიწყდეთ იქაურობის დალაგება 1-2 თვეში ერთხელ მაინც.
2. იშვიათად რეცხავთ ფარდებს
ეს ძალიან მნიშვნელოვანია! პირველ რიგში, ისინიც სწრაფად იგროვებს მტვერს, რომელსაც ჩვენ შევისუნთქავთ. მეორეც, მათ გახუნებულის ეფექტი უჩნდება, რადგან მზე ოთახში სწორედ ამ ბინძური ფარდების გავლით აღწევს. გარეცხეთ ისინი 3 თვეში ერთხელ მაინც, რათა სუფთა ჰაერით ისუნთქოთ.
3. ინახავთ დახეულ ნივთებს
რატომ? ისინი ადგილს იკავებს კარადაში, ხასიათს გიფუჭებთ თავისი იერით და უბრალოდ ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. თუ ეს ნივთი თქვენთვის ძვირფასია, აუცილებლად ამოკემსეთ, ოღონდ ნუ შეინახავთ უამრავ დახეულ მაისურს ან წინდას.
4. ინახავთ ფინჯნებს მოტეხილი სახელურით
ამაში საერთოდ ვერ ვხედავ აზრს, რადგან ჭურჭლის ამოკემსვა არ შეიძლება, დაწებება კი უკიდურესად რთულია. ნუ დაგენანებათ ასეთი ჭურჭელი, გადაყარეთ.
5. არ არემონტებთ მჟონავ ონკანს ან მილს
ამის გამო იატაკზე მუდმივად პატარა გუბეებია, რომლებსაც ობის წარმოქმნა შეუძლია. ეს ამად არ ღირს, ერთხელ აუცილებლად დაიქირავეთ სანტექნიკოსი, რათა სახლში სისუფთავესა და კომფორტს მიაღწიოთ.
6. გავიწყდებათ ჭაღის წმენდა
ან ამას ძალიან იშვიათად აკეთებთ. ჭაღები, ხშირად, ღია ფერისაა, ამიტომ იგროვებს მტვერს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სინათლესაც აბინძურებს და არაბუნებრივს ხდის. მქრქალი ოთახი მყუდრო ვერ იქნება. წელიწადში ერთხელ არ დაგავიწყდეთ ჭაღების დარეცხვა და ყველა ნათურის გამოცვლა.
ერთი შეხედვით ეს უწყინარი შეცდომებია, თუმცა თითოეული მათგანი ნამდვილად გვიშლის ხელს, სრულად დავტკბეთ სისუფთავითა და კომფორტით. დაფიქრდით ამაზე და გამოასწორეთ სიტუაცია, თუ გსურთ, რომ სახლში სიმყუდროვე დაამყაროთ.