
როგორი სასტუმროები და ნომრები არ მოიგონეს კრეატიულმა მფლობელებმა, რათა არამხოლოდ გამოირჩეოდნენ, არამედ აქციონ თავიანთი სამფლობელო ტურისტების საყვარელ ადგილად. გამონაკლისი არ გახლავთ გამომგონებელი გოგონა, რომელიც თავისი სატვირთო მანქანით რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა სარეკლამო რეკვიზიტს უზარმაზარი კარტოფილის ფორმით, ხოლო შემდეგ იგი ნამდვილ მინი-სასტუმროდ აქცია, რომელიც, არაორდინალური დასვენების მოყვარულებისთვის, ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა.
თუ ჩიტის აფრენის სიმაღლიდან გადახედავთ მინდორს, რომელზეც, 162 ჰა მიწის შუაგულში ორიგინალური სასტუმრო “Big Idaho Potato Hotel”-ია განლაგებული კარტოფილის ფორმით, ვერ მიხვდებით, რომ ეს ადამიანის შემოქმედებაა და არა გიგანტური კარტოფილი, მოყვანილი ადგილობრივი ფერმერების მიერ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან “შენობა” ზუსტად ასახიერებს აიდაჰოს შტატის “მინდვრების მეფეს” – კარტოფილს.
როგორც ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, სანამ ეს გიგანტური ბოლქვი თავის ბოლო დანიშნულებას იპოვიდა, მას მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ სარეკლამო რეკვიზიტის სახით. თავიდან, იგი შეიქმნა ქვეყნის გზებზე სატვირთო მანქანით სატარებლად მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, თუმცა, სარეკლამო კამპანია გაიწელა და გიგანტურმა ბოსტნეულმა 7 წელზე მეტხანს იმოგზაურა.
როცა რეკვიზიტის მფლობელებმა გადაწყვიტეს, კარტოფილი ადგილობრივი მუზეუმისთვის გადაეცათ, ქრისტი ვულფმა, თანამშრომელმა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კარტოფილთან ერთად მოგზაურობდა, არ მოისურვა თავის “მეგზურთან” განშორება. კრეატიულმა გოგონამ გადაწყვიტა, იგი ორიგინალურ უძრავ ქონებად ექცია და კარტოფილი ნამდვილ სასტუმროდ აქცია.
საინტერესო ფაქტი: ქრისტი ვულფს უკვე აქვს გარდასახვისა და არაორდინალური მინი-სახლების შექმნის გამოცდილება. მან შეძლო, საკუთარი ხელებით გაეკეთებინა სახლი ხეზე, ჰავაის კუნძულზე; გარდაექმნა ჩვეულებრივი ქოხი “ჰობიტის სოროდ” ვაშინგტონის პერიფერიაში; და აღედგინა სახანძრო სამეთვალყურეო კოშკი აიდაჰო პანჰენდლში.
კარტოფილის სასტუმროდ გადასაქცევად, გოგონას მოუხდა პროფესიონალებისთვის დახმარების თხოვნა. ისინი თანაბრად არულებდნენ სამუშაოს და კარტოფილის კედლებს თაბაშირის გარსს აკრავდნენ, რადგან მისი რკინის კორპუსი სრულყოფილ სახლად ვერ იქცეოდა. პრაქტიკულად მთელი სამუშაო მექანიკურად სრულდებოდა, რადგან აუცილებელი იყო შიდა სივრცის რაციონალურად გამოყენება. საბოლოო ჯამში კი, კედლების არასტანდარტულმა შეკეთებამ, მოდური ინტერიერი შექმნა.
როცა 3.5 მ სიმაღლის, 8.5 მ სიგრძისა და 3.65 მ სიგანის გამძლე კონსტრუქცია მზად იყო, იგი ნაწილ-ნაწილ გადაიტანეს ცარიელ მინდორზე, რომელიც სამხრეთ ბოისში მდებარეობს. კარტოფილი უვე ადგილზე ააწყვეს, ბეტონით შეაწებეს და გარდაქმნის საბოლოო ეტაპზე გადავიდნენ.
კედლების პირვანდელი იერი შენარჩუნდა, უბრალოდ საჭირო იყო გადატიხრვა, რათა სააბაზანო და სან-კვანძი სასტუმრო ოთახისგან გამოეყოთ. გვერდითა სივრცეებსაც უპოვეს დანიშნულება – გააკეთეს ნიშები, რომელთა ერთი ნაწილიც კომოდის, ხოლო მეორე – ღია თაროების როლს ასრულებს.
აქ დამხმარეების სამუშაო დასრულდა, ქრისტი კი დასთან და დედასთან ერთად შეუდგა არაორდინალური შენობის გაფორმებას. რამდენადაც ეს ყველაფერი დააფიქსირეს, თქვენც შეგიძლიათ მუშაობის პროცესის ნახვა ამ ვიდეოში:
ისედაც პატარა სივრცე რომ არ გადაეტვირთა, გოგონამ ინტერიერი მინიმალიზმში გადაწყვიტა ავეჯის ხის ელემენტების გამოყენებით, რომლებიც განსაკუთრებულ განწყობას ბადებს. რამდენადაც ეს სასტუმრო კარტოფილის ფორმისაა, მასში ფანჯრები არაა გათვალისწინებული, თუმცა სტუმრებს არ უნდა ეშინოდეთ უჰაერობისა და უშუქობის, რადგან ხელოვნური განათება და კონდიცირების სისტემა შესანიშნავად უმკლავდება მსგავს დისკომფორტს.
მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართობი 31 კვ.მ.-ს შეადგენს, მისი სამზარეულოთი აღჭურვა ვერ შეძლეს, ამიტომ სტუმრებს მზა საკვებს თან წაღება ან უახლოეს რესტორანში სადილობა უხდებათ.
როგორც ხედავთ, სტუმრებს სასტუმროებში მხოლოდ კომფორტი არ იზიდავთ, მათ არაორდინალურობა მოსწონთ.