
უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენ აივანს ხარახურის საწყობად ვიყენებთ ხოლმე. იქ ინახება სამშენებლო მასალების ნარჩენები, ქილები, ძველი ნივთები, რომლებიც გადასაგდებად გენანებათ, დანიშნულებისამებრ კი აღარ იყენებთ. არადა, როგორ გვინდა, რომ აივანი ან ლოჯია ისევე გამოიყურებოდეს, როგორც ჟურნალების ფოტოებზე. ყველაფერ ჩვენს ხელთაა. უბრალოდ შეხედეთ ხარახურას სხვა კუთხით და მოიწყვეთ ოაზისი თქვენს სახლში.
1. ლიმონის სიახლე
რა თქმა უნდა, ღია აივანზე ზამთრის სიცივესა და ზაფხულის სიცხეში ვერ დასხდებით. თუმცა, შემოდგომა და გაზაფხული არაჩვეულებრივი დროა სახლის ამ ნაწილში მოსასვენებლად.
პირველ რიგში, მოიშორეთ ხარახურა და დაალაგეთ აივანი. დადგით მომცრო, მკვეთრი ფერის მაგიდა, ერთი ან რამდენიმე გასაშლელი სკამი, რამდენიმე დივნის ბალიში. ატმოსფერო ქოთნის ყვავილებით სრულყავით.
2. თანამედროვე ელეგანტურობა
ეს ფანტასტიკური ლოჯია, გადაწყვეტილი პასტელურ ფერებში, დაყოფილია ორ ფუნქციურ ზონად: სამუშაო მაგიდა თაროებით და ლაუნჯი ბარის სადგამითა და მუქი ყავისფერი სკამებით. ატმოსფეროს მძიმე, კანისფერი ფარდები ავსებს.
3. რასტიკული სტილი
ლოჯია, რომლის კედელსაც აგურის ფიგურები ამშვენებს შევსებულია დიდი პანორამული ფანჯრებით, კომფორტული სავარძლითა და კომპაქტური მაგიდით. სურათი, სანთები და ყვავილის ქოთანი ჰარმონიულად ერწყმის ამ ყველაფერს.
4. ჰამაკი
წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი ნივთის დახმარებით შეგიძლიათ ზღაპრული კომფორტი უზრუნველყოთ აივანზე. ეს ნივთია ჰამაკი. ყურადღება გაამახვილეთ არასტანდარტულ, ყვავილოვნ მოდელებზე, მაკრამესა და ხავერდზე. ქოთნის მცენარე აქაც შესაფერისია.
5. მინიმალიზმი
ლაკონიური, ვიწრო ლოჯია თეთრი დანაყოფებით, მაღალი ფანჯჯრის რაფით, ბარის სკამებითა და კომპაქტური, მკვეთრი ფერის დივნით – მინიმალური ხარჯებით კომფორტული ატმოსფეროს შექმნის შესანიშნავი მაგალითია.
6. დიდი დივანი
საკმარისად მოცულობითი ლოჯიას ვარსკვლავია დიდი ზომის კუთხის დივანი, დამზადებული ხის პადონებისგან. იატაკზე შეგიძლიათ მწვანე ფერის ხალიჩა დააფინოთ.
7. პროვანსი
ეს სტანდარტული აივანი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გარდასახოთ ეს მცირე სივრცე საკუთარი ხელებით, დიდი ხარჯის გარეშე. ამისთვის უბრალო გრძელი სკამი, რამდენიმე რბილი ბალიში, ხალიჩა და მაგიდა.
8. გლამური
გლამურული სივრცე, გაფორმებული ნაზი ვარდისფერი ტონით, ზედმეტი ნივთების გარეშე. აქ ავეჯიდან მხოლოდ დივანსა და მაგიდას შეხვდებით. ატმოსფეროს ავსებს განათება, სურათი და ხელოვნური ყვავილი.
9. პერსპექტივა
ყველას, ვინც სივრცის თუნდაც ვიზუალურად გაფართოებაზე ოცნებობს, ჩვენ გირჩევთ, მიმართოთ ფოტოშპალერს. მათი დახმარებით წაშლით კედლებს და შექმნით დაუსრულებელი სივრცის ილუზიას.
10. დასასვენებელი ოთახი
სწორად შერჩეული ავეჯისა და კარადების გამოყენებით, აივანზე კიდევ ერთი სრულყოფილი ოთახის შექმნა შეიძლება. ამის ნათელი მაგალითია ეს ლოჯია, გაფორმებული თეთრ-ყვითელ ფერებში.
11. შეხვედრის ადგილი
თანამედროვე ლოჯია ერთ-ერთ კედელზე ქვის მოპირკეთებით, ორიგინალური მაგიდითა და კუთხის დივნით, თქვენი საყვარელი ადგილი გახდება.
12. ჯადოსნური ციმციმი
უმარტივესი დიზაინი შეუმინავი აივნისთვის, რომელშიც კომფორტის შექმნა შესაძლოა მანათობელი გირლანდების გამოყენებით.
13. მწვანე ოაზისი
ზაფხულის პერიოდში ღია აივანი შეგიძლიათ დასასვენებელ ადგილად აქციოთ. ამისთვის დაგჭირდებათ მაღალი სტელაჟი, რომლის დამზადებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მიამაგრეთ სტელაჟი კედელზე, გაავსეთ იგი ყვავილებიანი ქოთნებით, აივნის კუთხეში დადგით დაწნული სავარძელი და დატკბით სითბოთი.
14. მწვანე ეზო
გინდათ ქალაქის ცხოვრება გაიმრავალფეროვნოთ? აქციეთ თქვენი აივანი მკვეთრ ეზოდ. ამისთვის შეღებეთ მოაჯირები მკვეთრ ფერში, დააფინეთ იატაკზე მწვანე ხალიჩა, დადეთ მსუბუქი მაგიდა და რამდენიმე სკამი. შეგიძლიათ საპლაჟო ქოლგაც კი დადოთ.
15. ბოტანიკური ბაღი
ვიწრო ლოჯია კრემისფერი კედლებით, მცენარეების ფოტოებითა და პატარა დივნით, რომლებიც იძირება ოთახის მაღალი მცენარეების სიმწვანეში.
16. კლასიკა
მოდური და ლაკონიური დიაზინი სტანდარტული, ვიწრო ლოჯიისა, რომელიც კონტრასტების პრინციპითაა გაფორმებული. თეთრი კედლები აქ მომგებიანად ანეიტრალებს ავეჯის მუქ ელემენტებს.