5 მიზეზი, რატომ უნდა თქვათ უარი რემონტის საკუთარი ხელით გაკეთებაზე

ბინის ან აგარაკის რემონტი საკმაოდ საპასუხისმგებლო, დაძაბული და დამღლელი საქმეა, რომელიც არასწორი მიდგომის შემთხვევაში შეიძლება თვეები, ან წლებიც კი გაგრძელდეს. ხშირად ასეთი შემთხვევა მაშინ ხდება, როცა მფლობელი სიტუაციის საკუთარ ხელში აღებას და რემონტის თავად გაკეთებას ცდილობს. ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყოს.

მიზეზი 1: დროის დახარჯვა

მოქალაქეების უმრავლესობა დაგვეთანხმება, რომ მათ კორპუსში ჰყავთ „იდუმალი მეზობელი“, რომელიც გაურკვეველ ბინაში ცხოვრობს და რემონტს უკვე 10 წელია აკეთებს. თან სულ აკაკუნებს და ამით ყველას ხელს უშლის, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. საქმე იმაშია, რომ სარემონტო სამუშაოები ბევრ ძალას, რაც მთავარია – დროს გვართმევს. საკუთარი თავის მოტყუება და იმაზე ფიქრი არ ღირს, რომ სამსახურის შემდეგ ან დასვენების დროს „ცოტ-ცოტა“ რემონტის გაკეთებას შეძლებთ. სჯობს სპეციალისტს დროულად მიმართოთ.

მიზეზი 2: ყველაფერი არ გამოგივათ

კარგია როცა სალხში „ყველაფრის ოსტატი“ გყავთ. თუმცა ერთია, როცა საქმე გარკვეულ ადგილას მცირე შეკეთებას ეხება და სრულიად სხვა, როცა ბინის სრული სარემონტო სამუშაოს ჩატარებაა საჭირო. თქვენ საღად უნდა შეაფასოთ არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობები, არამედ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სფეროში პროფესიონალური უნარები და ცოდნა.

მიზეზი 3: სამუშაოს ხარისხი

არადა ყველაფერი რა კარგად დაიწყო! ამოცანა ძალიან მარტივი ჩანდა, მაგრამ შედეგად რაღაც ისე არ გამოვიდა და ნამდვილად ხარისხიანი სამუშაოს შესრულება, განსაკუთრებული პროფესიული ინსტრუმენტების, ცოდნის და მცირე პრაქტიკის გარეშე მარტივი სულაც არ ყოფილა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ შეიძლება სიტუაცია გააუარესოთ და მთელი სამუშაოს სრულად გადაკეთება მოგიწიოთ. ეს კი დამატებითი ხარჯებია.

მიზეზი 4: შეიძლება „გადაიწვათ“

საკუთარი ძალებით რემონტის გაკეთება ფსიქოლოგიური მიზეზის გამოც არ ღირს. საქმიანობის შეცვლა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მუდმივი ერთფეროვანი სამუშაო, ყოველთვის სამუშაოდ რჩება. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმს დღის განმავლობაში დასვენება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად გადაიწვებით, დაიღლებით და სამუშაოს ხარისხი შემცირდება.

მიზეზი 5: წარმოსახვითი ეკონომია

ყველაზე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ხელით რემონტის გაკეთება ეკონომიის საშუალებას იძლევა. მხოლოდ ამა თუ იმ ინსტრუმენტის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. ამას პოტენციური წარუმატებლობა და მასალის გამოყენების არ ცოდნა დაუმატეთ. და ბოლოს, დაფიქრდით, უფრო რაციონალური არ იქნება, თუ ამ დროს საკუთარ სამსახურს და ოჯახს დაუთმობთ?