
თანამედროვე მსოფლიოს პირობებში ჩვენ ვხედავთ და განვიცდით, როგორ გავლენას ახდენს მოდა ყველაფერზე: ტანსაცმელზე, მოწყობილობებზე, ავტომობილებზე, მუშაობაზე, დასასვენებელ ადგილებზე, გართობაზე… რომ აღარაფერი ვთქვათ სახლის დიზაინზე. ინტერიერის დიზაინი მოდისგან განცალკევებით არ დგას, არ ჩამორჩება მას და ისევეა მასზე დამოკიდებული, როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება.
თითქოს, სულ ცოტა ხნის წინ შევხაროდით გაჭიმულ ჭერსა და მრავალიარუსიან კონსტრუქციას, ვქმნიდით ინტერიერს კლასიკურ სტილში, ბაგეტებითა და ლამბრეკენებით. თუმცა, სულ რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი უკვე აღარაა აქტუალური და ლამაზი. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ადრეც კარიკატურული იყო.
სამზარეულოს დიზაინი
სამზარეულო დიასახლისს უნდა შთააგონებდეს საკვების მომზადებას, ოჯახის სხვა დანარჩენ წევრებს კი – მის ჭამასა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვას.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ სამზარეულოს დიზაინის 7 დეტალს, რომლებიც წარსულს უნდა ჩააბაროთ. თუ რემონტის გაკეთებას აპირებთ, ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ.
1. წარსულში რჩება პანელური კარები(გამონაკლირია კლასიკა), მოელვარე, გალაკული ფასადი. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ მოდურად არ გამოიყურება, ფუნქციურობის კუთხითაც მოიკოჭლებს. თუმცა, მთელი ამ “სილამაზის” რეცხვა საკმაოდ მარტივია. დიზაინერები გვირჩევენ, უარი ვთქვათ მოელვარე და გალაკულ ზედაპირებს და უპირატესობა მივანიჭოთ მრთალ, სასიამოვნო ტაქტილურ ფაქტურებს.
2. ბარის სადგამი ქრომირებული მილით, თანაც, სამზარეულოს ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე წამგებიანი დიზაინია, რადგან ახლა მოდაშია მინიმალისტური და სადა ბარის სადგამები. არავითარი მილები!
3. გთხოვთ ყურადღებით მოეპყროთ ავეჯის არამხოლოდ ხარისხს, არამედ იმასაც, რაც მის შიგნითაა. უხარისხო არშია კორპუსზე ავეჯის გარეგნობას მთლიანად აფუჭებს.
4. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, წინსაფარსა და სამზარეულოს ავეჯზე დაბეჭდილი სურათი ინტერიერს ორიგინალურს ხდიდა. თუმცა, უნიკალურობის მცდელობაში, ბევრმა თავისი სამზარეულო საბავშვო წიგნის გვერდებად აქცია.
იქ იყო გვირილების მინდორი სამზარეულოს კარადების ქვედა ნაწილზე, დასაკიდ კარადებზე კი მფრინავი პეპლების გუნდი. ასეთი გადამეტება მკვეთრი, უადგილო და ამაზრზენიც კი, რაც იწვევს სურვილს, სასწრაფოდ დატოვონ სამზარეულო.
სურათებიანი შუშა უკვე აღიარებულია, როგორც ძველმოდურობა სამზარეულოს დიზაინში. ფილების გარდა, გამოიყენება ნატურალური ქვები, ერთფეროვანი მინა და რეცხვადი შპალერი.
5. მომრგვალებული ფასადი, მაგიდის ზედაპირის მომრგვალება და მსგავსი დეტალები, გთხოვთ, წარსულში დატოვეთ. “ტალღები” ავეჯის დიზაინში უკვე დიდი ხნის წინ გადავიდა მოდიდან. აი მინიმალიზმი კი ნებისმიერი დიზაინის, მათ შორის, სამზარეულოს საფუძველიცაა.
6. ფერების მონაცვლეობა შახმატის დაფის პრინციპით. ფიქრობთ, ამას აღარავინ აკეთებს? თქვენ ხომ ნამდვილად არ აკეთებთ ასე?
ავეჯის ფასადის ფერის არჩევის დროს გაითვალისწინეთ ის, რომ მოდაში ახლა ნატურალური და პასტელური ფერებია. განსაკუთრებით აქტუალურია ხის, ქვისა და მიწის იმიტაცია. ბევრი დიზაინერი სწორედ ბუნებიდან იღებს შთაგონებას, თავის იდეებს კი ინტერიერის გაფორმებაში ახორციელებს.
ბუნებრივი, ნატურალური ელფერები დამკვეთებსაც მოსწონთ. ასეთ სამზარეულოში მოდუნდებით, გაივსებით სითბოთი და კომფორტით.
7. და კიდევ, რამდენიმე სიტყვა ფერის შესახებ. ადრე ასე ფიქრობდნენ: “თუ არ იცით, რომელი ფერი მოუხდება ინტერიერს, შეღებეთ კრემისფერში!” ეს იყო სტანდარტული რჩევა ყველასთვის, თანაც, არამხოლოდ ფერს, არამედ ავეჯსაც ეხებოდა.
დღეისათვის, არსებობს უფრო მუქი პალიტრის ტრენდი, რაც განსაკუთრებით თვით სამზარეულოს ავეჯს ეხება. თეთრი, რა თქმა უნდა, მოდიდან არ გადავა. თუმცა, სულ უფრო ხშირად უკვეთენ გაჯერებული ფერის ავეჯს(ანტრაციტს, ნახშირისფერ ცისფერს და შავსაც კი).
მოდის დევნა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ჩვენ მაინც გთავაზობთ იმას, რაც თქვენს ხასიათში ჯდება.