
გადახედეთ შესანიშნავ გამოგონებებს, რომელთა დახმარებით აგარაკის ნაკვეთის გაუმჯობესებას შეძლებთ.
1. მუხლების სადგამი
პატარა მობილური მოწყობილობა მუხლების ქვეშ დასადები ბაღში მრავალსაათიან სამუშაოს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს იმ ადამიანებს, ვისაც მუხლები და სახსრები აწუხებთ. კიდევ ერთი უპირატესობა სახელურია, რომელიც სიმაღლის მიხედვით რეგულირდება და მარტივად წამოდგომაში დაგეხმარებათ.
2. თავსახური კერძებისთვის
ალბათ იცით, თუ რა ემართება კერძს, როცა მაგიდას ღია ცის ქვეშ შლით. ამ დროს პროდუქტს მტვერი ეყრება, მასზე ბუზები და მწერები დაფრინავენ. ამ ბადე-თავსახურის დახმარებით კერძის დაცვას შეძლებთ.
3. უნივერსალური ჭურჭელი
აგარაკზე უსარგებლო ნივთი არ არსებობს, რადგან მუდმივად ხილის და ბოსტნეულის შეგროვება, წყლის ავსება და წვრილმანი ხელსაწყოების შენახვა საჭიროა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქმეს დიდი სილიკონის ჭურჭელი გაუმკლავდება. შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთების შესანახად გამოიყენოთ, ან დაკეცოთ და შეინახოთ.
4. დასაკეცი გზა
ქვა, ბეტონი და ფილები – ეს მთავარი, ხანგრძლივი და… რთულია. აი, მზა გზის დაგება ყველას შეუძლია. სეზონის ბოლოს შეგიძლიათ აიღოთ, დაახვიოთ და მომავალ გაზაფხულამდე შეინახოთ.
5. კომპაქტური ხერხი
ეს კომპაქტური ხერხი ჩვეულებრივზე ოდნავ დიდია. შეგიძლიათ ყველგან წაიღოთ და ძნელად მისაწვდომ ადგილებს მიწვდეთ, რომ საჭირო ტოტი მოჭრათ.
6. სანიაღვრე მილის სახელური
წარმოიდგინეთ წვიმის დროს, რამდენი წყალი ტყუილად იკარგება. აი, სახლის საძირკვლის დაზიანების ნაცვლად, წყალი შეგიძლიათ დააგროვოთ და მცენარეების სარწყავად გამოიყენოთ. ამისთვის სპეციალური სანიაღვრე მილის სახელური არსებობს. წყლით გავსების დროს სახელური ზომაში გაიზრდება და მცენარეს პატარა ხვრელების დახმარებით წყალს მიაწვდის.
7. საყელო შემზღუდველით
თუ გაშინებთ, რომ თქვენი პატარა მეგობარი ღობეში გაძვრება, ეს საყელო სწორედ თქვენთვისაა. საყელოს უკანა ფართო ნაწილი ღობეში გაძვრომის საშუალებას არ მისცემს.
8. შლანგის დასახვევი
ბაღის გრძელი შლანგი ყოველთვის ფეხებში იბლანდება და ერთხელ შეიძლება სერიოზული ტრავმის მიზეზი გახდეს. ამ პრობლემას ჩვეულებრივი სადგამი გაუმკლავდება. მასზე დახვეული შლანგი დიდ ადგილს არ დაიკავებს.
9. მობილური ქურა
ფერადი, ორიგინალური და თანამედროვე ქურა, რომელიც შეგიძლიათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანოთ და ბაღში დასვენების ზონა ნებისმიერ ადგილას მოაწყოთ.
10. საკეცი მაგიდა
თქვენს ტერაზე ეს პატარა, ხის საკეცი მაგიდა დიდ ადგილს არ დაიკავებს. ასეთ მაგიდასთან ყავის დალევა, კომპიუტერთან მუშაობა ან რომანტიკული საუზმის მოწყობა სასიამოვნო იქნება.
11. გასაბერი საზურგე
გამოიყენეთ გასაბერი საზურგე, რომ მზის აბაზანა კომფორტულად მიიღოთ ან წიგნი წაიკითხოთ.
12. ბაღის ავეჯი
მომრგვალებული ბლოკები, რომლებიც სიბნელეში ანათებენ, ბაღის ეზოს ექსტერიერს შესანიშნავად გააფორმებენ. გარდა ამისა, ასეთი ავეჯი ძალიან მსუბუქია, რაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას ამარტივებს.
13. კინოთეატრი
დიდი ეკრანი და პროექტი ღია ცის ქვეშ იდელაურ ატმოსფეროს შექმნის. სახლის კინოთეატრი ღია ცის ქვეშ თქვენი ოჯახის საყვარელი ადგილი გახდება.
14. მოსავლის ასაღები მოწყობილობა
სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მაღალ ტოტებზე მდებარე ხილის მარტივად მოკრეფის საშუალებას მოგცემთ ისე, რომ კიბის გამოყენება არ მოგიწევთ.
15. ფორმა
ეს პლასტმასის ფორმები ახალგაზრდა ხილსა და ბოსტნეულს ეცმევა, რაც მათ უჩვეულო ფორმას აძლევს. მათი დახმარებით მოსავალი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ უნიკალური იქნება.