
ოცნების სახლი – მაინცდამაინც უზარმაზარი ვილა არაა. კომფორტის დამყარება შეიძლება პატარა სახლშიც. განსაკუთრებით, თუ იგი აშენებულია საკუთარი ხელებით არასტანდარტული სქემების გამოყენებით.
პატარა სახლები რეალურად არსებობს და მათი აღჭურვისთვის დიდი დრო და ხარჯები არაა საჭირო. დაე, ჩვენ მიერ წარმოდგენილი სახლები თქვენთვის შთაგონებად იქცეს. იქნებ, ოდესმე რაღაც მსგავს ააშენებთ.
პატარა სააგარაკე სახლი
1. А-ფორმის სახლი
ამ სახლის აწყობას 1 დღე და 1200 დოლარი დასჭირდა. მიუხედავად მცირე ზომებისა, სახლი იტევს ორ საწოლსა და სამზარეულო სივრცეს ნიჟარითა და მინი-მაცივრით.
მისი ერთ-ერთი კედელი, სურვილისამებრ, წამოიწევა. კონსტრუქციის ძირითადი მასალა პოლიკარბონატია, ხოლო სივრცე – 6-9 კვ.მ.
2. მაღალი ქოხი
ეს ქოხი, ქათმის ფეხებზე, მერილენდში მდებარეობს. ფართობი სულ 25 კვ.მ.-ა, შიგნით კი უამრავი რამაა: სამზარეულო, სასტუმრო ოთახი გაზის ბუხრით, საძინებელი, სააბაზანო ოთახი და მიმზიდველი ვერანდა. ეს თანამედროვე ეკოსახლი მზის ელემენტებითა და წვიმის წყლის დაგროვების სისტემითაა აღჭურვილი.
3. სახლი ტბის პირას
წინა ვარიანტებზე უფრო დიდია, თუმცა, ერგონომიურობით არ ჩამორჩება. მასში მთელი ოჯახი იცხოვრებს. შიგნით ორი საძინებელი და ყველა აუცილებელი ოთახია. სახლის აწყობას, მეპატრონის თქმით, 1 კვირა დასჭირდა.
4. სახლი ტყეში
ის საკმაოდ დიდი ზომისაა – 40 კვ.მ. თუმცა, ამასთან, მოძრავიც. რეალურად, ესაა ტრაილერი. აუცილებლობის შემთხვევაში, მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას იმოგზაურებთ.
5. მცურავი საცხოვრებელი
სახლი ააწყვეს ხმელეთზე, ხოლო შემდეგ მოათავსეს წყალზე, პლასტმასის პადონსა და პონტონზე. რა თქმა უნდა, წყალი საშხაპეში პირდაპირ წყალსაცავიდან მოდის და სუფთაა.
6. მოძრავი საციგურაო სახლი
მოთხილამურეების ოცნება – ისინი ხომ მთებში კომფორტულად გრძნობენ თავს. ამ სახლის მფლობელებს მოსწონთ ექსტრემალური სპორტი და დიდ დროს ატარებენ მთებში. არ უყვართ სასტუმროები, ამიტომ შეიძინეს ბორბლებიანი სახლი. მასში ორი სართულია. პირველზე სასტუმრო და სამზარეულოა, ხოლო მეორეზე – საძინებელი.
7. კომფორტი ორისთვის
წყვილმა ეს სახლი 3 თვეში ააშენა. მასში გააერთიანა კომფორტი, სიმყუდროვე და ფუნქიურობა. ტრაილერი მთლიანად გადაკეთდა, აღიჭურვა წყლის გამაცხელებლით, ბიოტუალეტით, მზის ბატარეებითა და დიდი ფანჯრებით.
8. მკვეთრი საცხოვრებელი
მხიარული ექსტერიერი და ინტერიერი. სახლი საინტერესოა იმით, რომ აშენებულია უკვე გამოყენებული მასალებით: ფანერის შეღებილი ფირფიტებით, ხეებით, გადამუშავებული პლასტმასით. შიგნით გვხვდება სააბაზანო და ორადგილიანი საძინებელი, სამზარეულო და სასადილო. გარეთ – ლამაზი ბუნება. კარგი ვარიანტია აგარაკისთვის.
9. სახლი ხეზე
დიდი თელა, როგორც საძირკველი, ამაგრებს სამ სართულიან კონსტრუქციას. ქვემოთ ფართო ტერასაა: დასვენების ზონა ჰამაკით. მეორე სართულზე ბიბლიოთეკა და სამზარეულოა, ხოლო მესამეზე – საძინებელი.
10. სახლი კლდეზე
პატარა საცხოვრებელი სახლი მათთვის, ვინც ოცნებობს მაღლა, მთებში ცხოვრებაზე ან დასვენებაზე. საკმარისად გამძლეა, რამდენადაც აგურითაა ნაშენები. აქვს ყველა აუცილებელი პირობა: საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, სან-კვანძი. ასევე, ენერგომზოგავი ფანჯრები და იზოლაციური მასალები, ცივი ზამთრის შემთხვევაში. კარგი ადგილია განმარტოებისთვის.
თქვენ რომელი სახლი მოგეწონათ ყველაზე მეტად? რატომ?