სისუფთავის სადარაჯოზე: 17 პრაქტიკული ნივთი, რომლებიც სამზარეულოს იდეალურად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ

ყველა დიასახლისს სურს, რომ მის სამზარეულოში წესრიგი და მყუდროება სუფევდეს. ამისთვის ყოველთვის ყველაფრის გარეცხვა და მბზინვარებამდე გაწმენდა აუცილებელია. თუმცა გაჯეტების დახმარებით სამზარეულოში ყოველდღიური რუტინა გაგიმარტივდებათ.

1. ბადე ნიჟარისთვის

უეშმაკო, მაგრამ სასარგებლო მოწყობილობა, რომელიც თქვენს მილს საკვები ნაგვისგან დაიცავს. უმჯობესი იქნება, თუ მისი მოხსნა შესაძლებელია. ასე მას მარტივად გარეცხავთ.

2. საწმენდი ფუნჯი

ვინ თქვა, რომ სახლის დალაგება მოსაწყენი და მონოტონური საქმეა? უბრალოდ ადრე ჯადოსნური ინსტრუმენტები არ გქონდათ. მაგალითად, პატარა სილიკონის ფუნჯი, რომლის დახმარებით ყველაზე ძნელად მისაღწევ ადგილებსაც მიწვდებით და სისუფთავის ფერში „გადაღებავთ“. ასეთი ფუნჯი იდეალურია სამზარეულოში წვრილი ნაპრალების გასაწმენდად, სადაც ბევრი ცხიმი და მტვერი გროვდება.

3. დასადები

თანამედროვე სამზარეულო ღრუბლისა და საპონის დასადების გარეშე წარმოუდგენელია. ამ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე სამზარეულოს მაგიდაზე ობი წარმოიქმნება. ყველაზე კომფორტული ვარიანტი ნიჟარაში ჩამაგრებული დასადებია.

4. ორთქლით გამწმენდი

ეს გაბრაზებული ქალი მიკროტალღურ ღუმელს მიმჯდარ ცხიმს და საკვებს ორ წამში მოაშორებს. მოწყობილობა ორთქლის გამოშვებით მუშაობს და ცხიმს ადნობს. თქვენ მხოლოდ ღრუბლით გაწმენდა მოგიწევთ.

5. ცხიმის მოსაშორებელი სალფეთქები

სამზარეულოში ბევრი ცხიმიანი პროდუქტი არსებობს, რომლებიც ზედაპირზე, ჭურჭელსა და ნიჟარაზე საკუთარ კვალს ტოვებენ. მათ მოშორებას სპეციალური სალფეთქების დახმარებით სწრაფად და მარტივად შეძლებთ. ეს უფრო სწრაფი და კომფორტული მეთოდია, ვიდრე ცხიმის მოშორება სარეცხი საშუალებების დახმარებით.

6. ორიგინალური ხელთათმანი

დიასახლისებმა ხელთათმანების შეყვარება უკვე მოასწრეს. აი, ორიგინალური ხელთათმანებით სახლის დალაგება ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება.

7. ჭურჭლის საშრობი

გარეცხილი ჭურჭელი შემდეგ უნდა გააშროთ. თუ ამას სამზარეულოს ზედაპირზე გააკეთებთ, მასზე წვეთები და ხაზები დარჩება. ამ მიზნით ჭურჭლის საშრობი შეიძინეთ. უბრალოდ ნიჟარას დაამაგრეთ და სუფთა ჭურჭლის ყველა წვეთი ისევ ნიჟარაში მოხვდება.

8. ჩამოსაკიდი დამჭერი

თუ არ გსურთ, რომ სამზარეულოს მაგიდა სოკოს და ობისგან გაწმინდოთ, იზრუნეთ, რომ სამუშაო ზედაპირზე სველი ნივთები არ მოხვდეს. ამისთვის, სპეციალური დამჭერები შეიძინეთ, რომელიც შეგიძლიათ ჯაგრისის შესანახად გამოიყენოთ.

9. დამცავი ეკრანი

გაზქურის გაწმენდა არავის უყვარს, მაგრამ კერძების აქტიური მომზადების შემდეგ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. დროს და ძალას დაზოგავთ, თუ სპეციალურ საკეც ეკრანს გამოიყენებთ. დაამაგრეთ და ზეთის შხეფები აღარ შეგაწუხებთ.

10. მელამინის ღრუბელი

მელამინის ღრუბელი იდეალურად ასუფთავებს. ნებისმიერი ზედაპირი, ნებისმიერი ნივთი მასთან კონტაქტის შემდეგ ახალივით იქნება.

11. ლიზუნი

ჩვენ ყველა ლიზუნის საბავშვო სათამაშოდ აღვიქვამთ. ახლა მისი სრულყოფილი ზრდასრული ვერსია გამოვიდა. ის პრაქტიკულად ისე გამოიყურება, მაგრამ მისი დახმარებით ყველაზე ძნელად მისაწვდომ კუთხეებს მტვრისა და ჭუჭყისგან გაწმენდთ. მსგავსი მოწყობილობა ნებისმიერი ღილების გასაწმენდად გამოდგება.

12. ჯაგრისი

სპეციალური ჯაგრისი, რომლის დახმარებით დანა-ჩანგალს საკვების ნარჩენებს ორ წამში მოაშორებთ.

13. თევზის საწმენდი მოწყობილობა

ბევრ ადამიანს თევზის მომზადება მისი გაწმენდის პროცესის გამო არ უყვარს. თევზის ფარფლები ყველგან ხვდება, ხმება და ნამდვილ პრობლემად იქცევა. ყველა ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ, თუ სპეციალურ თევზის საწმენდ მოწყობილობას შეიძენთ, რომელსაც ფარფლების შესანახი კონტეინერი აქვს.

14. შვაბრა წყლის კონტეინერით

შვაბრა წყლის კონტეინერით და შესაშხურებლით სამზარეულოს და შემოსასვლელის იატაკს სწრაფად და კომფორტულად გაწმენდს. მისი წყალობით წყლის ვედროს თრევა არ მოგიწევთ.

15. ნიჩაბი

შესანიშნავი ნიჩაბი სილიკონის ბოლოთი, რომელიც ტაფიდან ბოლო წვეთის აღების საშუალებასაც იძლევა, ანუ ტაფის რეცხვის პროცესს ამარტივებს.

16. ლითონის საპონი

თევზის, ნივრის და ხახვის სუნი კანში იწოვება და მისი მოშორება ძნელი ხდება, მაგრამ ამ პრობლემას შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ. ამისთვის სპეციალური ლითონის საპონი დაგჭირდებათ. სველი ხელები მისი დახმარებით გაიწმინდეთ და სუნი გაქრება.

17. ნაგვის კონტეინერი

საჭრელი დაფა სპეციალური კონტეინერით, სადაც საკვები ნაგავი შეგიძლიათ შეაგროვოთ. ასე მის შეგროვებაზე დროს დაზოგავთ.