
პატარა ბინის მფლობელებმა იციან, თუ რას ნიშნავს ვიწრო პირობებში საკუთარი მყუდრო გარემოს შექმნა. პატარა ფართობზე ყველა ავეჯის მოთავსება აუცილებელია. ეს 17 ვარიანტი სახლში ადგილის დეფიციტის მარადიული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
1. დამატებითი კარადა
ადრე მაგიდები გამოსაწევი კარადით ძალიან პოპულარული იყო, შემდეგ კი დაივიწყეს და სულ ტყუილად. დამატებითი კარადა დანა-ჩანგლის და ჭურჭლის უშუალოდ სასადილო მაგიდასთან ახლოს შენახვის საშუალებას გაძლევთ.
2. გრძელსკამი საიდუმლო ნაწილით
თანამედროვე, პატარა ბინის მფლობელი ხართ, სადაც ვიწრო შესასვლელია? მაშინ ასეთ გრძელსკამს გირჩევთ. ის ორი ნაწილისგან შედგება: ერთი ღია თაროა, მეორე დახურული. რბილი საჯდომის გაწევით, საკმაოდ თავსებად ყუთს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ ფეხსაცმელი, ჩანთა ან თავის აქსესუარები შეინახოთ.
3. გრძელსკამი ტრანსფორმერი
ეს ერთი შეხედვით უმარტივესი გრძელსკამი აგარაკის მფლობელებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დიდ მაგიდად გადააკეთოთ.
4. კომოდი-მაგიდა
კომოდი უნიკალურია იმით, რომ მოძრავ მაგიდის ზედაპირს შეიცავს, რომელიც ორ წამში საწერ მაგიდად გარდაიქმნება.
5. კიბე
დასაკეცი კიბე ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე უმოძრაო კიბე, მაგრამ როცა საქმე ბინაში ადგილს ეხება, რაღაც მსხვერპლის გაღება მოგიწევთ.
6. ნაკრები
ავეჯის შესანიშნავი ნაკრები, რომელიც დაბალი კვადრატული მაგიდის და ოთხი ტაბურეტისგან შედგება. ტაბურეტებს თავი შეგიძლიათ მოხსნათ და შიგნით ნივთები შეინახოთ.
7. ჟურნალის მაგიდა
მრავალფუნქციური ჟურნალის მაგიდა ყუთებით და კარადებით, რომლებიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით გადააკეთოთ. თუმცა, მთავარი უპირატესობა ასაწევი მაგიდის ზედაპირია, რომელიც კომპიუტერის დასადებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
8. კარადა სარკით
სარკის მიღმა დამალული ვიწრო, მაგრამ საკმაოდ თავსებადი კარადა შეგიძლიათ აქსესუარების, ქამრების და სხვადასხვა წვრილი ნივთების შესანახად გამოიყენოთ.
9. დასაკეცი მაგიდა
ფერადი კედლის კარადა საკეცი სახურავით, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მაგიდად გადააკეთოთ – საუკეთესო გადაწყვეტილება პატარა ბინისთვის.
10. დასაკეცი თაროები
კომპაქტური კონსტრუქცია ორი თაროთი, რომლებიც აკეცილ მდგომარეობაში პრაქტიკულად შეუმჩნეველია, ხოლო ღია სახით შეგიძლიათ წიგნების შესანახად გამოიყენოთ.
11. დასაკეცი თარო
ამ თაროს ორიგინალური კონსტრუქცია თქვენს წიგნებს სინათლისა და მტვრისგან დაიცავს, ეს ზოგიერთ წვრილმანს უცხო თვალისგან დაიცავს.
12. პუფ-ორგანაიზერი
დიდი მრგვალი პუფი ფეხსაცმელების შესანახი სივრცით თქვენს ბინაში წესრიგს დაამყარებს და ბევრ პატარა ყუთს მოგაშორებთ.
13. მოდულური დივანი
ორი კაშკაშა ფერის დივანი, რომლებიც შეგიძლიათ შეაერთოთ და სრულყოფილი დიდი საძინებელი მიიღოთ. ასეთი ავეჯის ნაკრები სტუმრების მისაღებად გამოგადგებათ.
14. მაგიდა და სკამი
ორიგინალური ნაკრები, რომელიც პატარა მრგვალი მაგიდისა და ოთხი სკამისგან შედგება. სკამები შეგიძლიათ შეაერთოთ და რაღაც ინსტალაციის მსგავსი მიიღოთ.
15. საკიდი
ალბათ, ეს ყველაზე ორიგინალური საკიდია, რომელიც კი ოდესმე მინახავს. დაკეცილი სახით სურათების ვერტიკალურ ჩარჩოს წარმოადგენს. ერთი ნაწილი იშლება და ტანსაცმლის დასაკიდად სივრცეს ქმნის. მსგავსი საკიდის დახმარებით მინი-გარდერობის მოწყობას პირდაპირ კედელზე შეძლებთ.
16. სავარძელი ტრანსფორმერი
შესანიშნავი სავარძელი, რომელიც ორ წამში შეგიძლიათ რამდენიმე პუფად და მაგიდად გადააქციოთ. ფუნქციური კომფორტის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
17. სავარძელი თაროებით
აცკეტური ხის სავარძელი მცირე თაროებით, რომლებიც შეგიძლიათ წიგნების და ჟურნალების შესანახად გამოიყენოთ. ეს ნივთი სახლის მოდური დეტალი გახდება და ლიტერატურის შენახვის საკითხს მოაგვარებს.