16 სახლის ნივთი, რომლებიც ნებისმიერ დიასახლისს აღაფრთოვანებს

ნებისმიერი დიასახლისი იდეალური ინტერიერის შესახებ ოცნებობს. ინტერნეტ სივრცე სავსეა ნივთების მრავალფეროვანი შემოთავაზებებით, რომლებიც საყოცახოვრებო დანიშნულებას შეასრულებენ და სახლსა თუ ბინას გაალამაზებენ. ჩვენ 16 შესანიშნავი ნივთი შევაგროვეთ, რომელთა დანახვაც კი დიასახლისის აღფრთოვანებას გამოიწვევს.

1. მობილური მაგიდა

ადამიანებს, რომელთაც კომპიუტერთან მუშაობა ან ჭამა პირდაპირ ლოგინში უყვართ, ასეთი ვიწრო მობილური მაგიდა ბორბლებზე აუცილებლად მოეწონებათ. მისი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მაგიდა ზუსტად ლოგინის თავზე მოხვდეს და არა მის გვერდით. ქვემოთ ორი პატარა თაროა, სადაც წიგნები, ჟურნალები და სხვა წვრილმანი ნივთი შეგიძლიათ შეინახოთ.

2. მინიმალისტური თაროები

პატარა ზომის დაკიდული თაროები მინიმალიზმის სტილში, რომელიც სამზარეულოს კარადის ქვედა ნაწილში მაგრდება, შეგიძლიათ საჭრელი დაფის შესანახად გამოიყენოთ.

3. დამჭერი

პრაქტიკული ნივთი ჩარჩოს სახით, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი კარადის კარს მიამაგროთ და სანაგვე პარკის ან სამზარეულოს პირსახოცის დასაკიდად გამოიყენოთ. ეს ნივთი მოდური, თანამედროვე და საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობაში ძალიან სასარგებლოა.

4. ფოტოილუზია

კიბის დიზაინი ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. თანამედროვე მასალის დახმარებით კიბე შეგიძლიათ ჯადოსნურ რომანტიკულ კუთხედ გადააქციოთ.

5. სკამი-გალია

შინაური ცხოველების ზოგიერთი მფლობელი იძულებულია შეიძინოს გალია, სადაც მისი შინაური ცხოველი მეპატრონის სახლში არ ყოფნის დროს იქნება. ამ სიტუაციაში შეგიძლიათ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლათ და კლასიკური სკამი ქვემოთ გალიის ნაწილით შეიძინოთ.

6. პეგბორდი

ხის პეგბორდის დაფა ორიგინალური და ნებისმიერი ნივთის შესანახად საკმაოდ პრაქტიკული სისტემაა. პანელები შეგიძლიათ სამზარეულოს ნივთების, აქსესუარების, თავის აქსესუარების და საკანცელარიო ნივთების შესანახად გამოიყენოთ.

7. კონტეინერები მცენარეებისთვის

პატარა გამჭვირვალე კონტეინერები მისაწეპი ნაწილით ფანჯარაზე ან კედელზე კარგად მაგრდება და შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანილის გასაზრდელად გამოიყენოთ.

8. მაგიდა საწურით

ნიჟარის გვერდით სივრცე წყლის წვეთების გარეშე ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა. ამის ასრულებას კი სპეციალური მაგიდის დახმარებით შეძლებთ, რომელიც წყალს კვლავ ნიჟარაში დააბრუნებს.

9. საშრობი

კომპაქტური, დასაკეცი საშრობი, რომელიც შეგიძლიათ ფანჯარაზე ან კარზე დაამაგროთ. პატარა აივნის და ორგანული სივრცის მქონე ოთახში ნომერ პირველი მოთხოვნადი ნივთია.

10. საკიდი

პატარა საკიდი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც ხის ფირფიტა ხუთი მოძრავი კაკვით. ასეთი ნივთი შემოსავლელის, სააბაზანოს და საძინებლის ინტერიერს შესანიშნავად მოუხდება.

11. საძინებელი საიდუმლო ადგილით

საძინებელი მის ქვემოთ დიდი ყუთით, რომელიც შეგიძლიათ შინაური ცხოველების სახლად გამოიყენოთ. მსგავსი კონსტრუქციის საძინებელი ცხოველების პრობლემას მოგაშორებთ, რომელთაც მეპატრონესთან ძილი უყვართ.

12. ვერტიკალური ორგანაიზერი

მოდური გისოსიანი ორგანაიზერი, რომელიც კიბეს ჰგავს. ის კარზე კარგად მაგრდება და შეგიძლიათ სააბაზანო ოთახში პირსახოცების და ტანსაცმლის დასაკიდად გამოიყენოთ.

13. მობილური თარო

მარტივი და ძალიან პრაქტიკული თარო, რომელიც შეგიძლიათ სამზარეულოს კარადის ქვედა ნაწილს მიამაგროთ და სუფთა ჭურჭლის შესანახად გამოიყენოთ. იდეალური იქნება, თუ ასეთ თაროს ნიჟარის ზემოთ დაამაგრებთ და მასზე გარეცხილ ჭურჭელს მოათავსეთ, რომ დარჩენილი წყალი პირდაპირ ნიჟარაში მოხვდეს.

14. სანათი

პატარა კედლის სანათი ორიგამის სტილში საბავშვო ან მოზარდის ოთახს შესანიშნავად გააფორმებს.

15. ნაჭრის საშრობი

მსუბუქი ნაჭრის საშრობი თაროებით, რომელიც ნებისმიერ ვერტიკალურ ზედაპირზე მაგრდება და ადვილად იკეცება.

16. კომპაქტური სისტემა

კომპაქტური სისტემა, რომელიც შედგება ტუალეტისა და მისი ავზისგან, ასევე ჩაშენებული პატარა კარადისა და კომპაქტური ხელის დასაბანი ნიჟარისგან, რომელიც კარადის ზედა ნაწილს აფორმებს.