გამოცდილი ხელოსანი: “უჯრები აბაზანის ქვეშ – ყველაზე სწორი გადაწყვეტილება”

რემონტი სააბაზანო ოთახში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და რთულია. სამწუხაროდ, აქ დამოუკიდებლად გარემონტება შეუძლებელია, აუცილებელი ცოდნისა და უნარების გარეშე.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ დაგეხმარებით, რათა ცოტათი გაერკვეთ ამ საკითხის მნიშვნელოვან დეტალებში. გაგაცნობთ აბაზანის ქვემოთ არსებული სივრცის გაფორმების გზებს.

თაროები აბაზანის ქვეშ

ადამიანთა უმრავლესობა უარს ამბობს აბაზანის დაყენებაზე საშხაპე კაბინების სასარგებლოდ, რომლებიც გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს. ცნობილია ისეთი ძვირადღირებული ვარინატიც, როგორიცაა არასტანდარტული აბაზანა, რომელიც იმდენად ლამაზია, არ საჭიროებს დამატებით გაფორმებას.

ეს ლამაზი ვარიანტი, საუბედუროდ, ძალიან ძვირია და დიდი ზომის სააბაზანო ოთახს მოითხოვს. იგი განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ფანჯრებიან ოთახებში.

ყველა დანარჩენ ვარიანტში, აბაზანის შეუხედავი ქვედა ვარიანტი, მილებითა და დრენაჟით, უნდა დაიფაროს. არსებობს მისი შენიღბვის რამდენიმე ვარიანტი.

როგორ შევნიღბოთ აბაზანის ქვეშ არსებული სივრცე

1. ეკრანის დაყენება

ასეთი პანელური სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია მოცემულ სიტუაციაში. იგი მარტივი და გამძლეა. არსებობს რამდენიმე მოსახერხებელი ვარიაცია ნებისმიერი გემოვნებისთვის.

ასეთი კონსტრუქცია ძალიან სწრაფად ყენდება და მას გამოუცდელი ადამიანის გაუმკლავდება.

2. მოძრავი კარები

ეს ეკრანის უფრო გართულებული ვარიანტია, რადგან მსგავსი კარების დამონტაჟებისთვის აუცილებელია ჩონჩხი. რამდენადაც, კარები გვერდით მოძრაობს, კონსტრუქცია ღია მდგომარეობაშიც არ იკავებს დიდ ადგილს. კარგი ვარიანტია პატარა სააბაზანოებისთვის.

აბაზანის ქვეშ შეგიძლიათ მოათავსოთ დასალაგებელი ინვენტარი, მოძრავი კარები კი მათზე ხელმისაწვდომობას გპირდებათ.

3. გასახსნელი კარები

ეს ვარიანტი უფრო უხდება დიდი ზომის სააბაზანოებს, რადგან მსგავსი მოდელი მეტ სივრცეს იკავებს. ასეთი კონსტრუქციის ჩონჩხის აწყობა უფრო მარტივია.

4. ყრუ ეკრანი

ასეთი ვარიანტი უხდება მათ, ვისაც საკმარისი ადგილი აქვს ინვენტარის დასალაგებლად და აბაზანის ქვეშ არსებული სივრცე არ სჭირდებათ.

პლასტმასის ფირფიტა ძალიან მარტივ კონსტრუქციაზე მაგრდება. ასეთი დეკორი უბრალოდ, თუმცა გემოვნებიანად გამოიყურება.

5. ეკრანი განყოფილებებით

ეს, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელი კონსტრუქციაა აბაზანის ქვეშ არსებული სივრცის დასაფარავად. მისი დაყენება რთულია, გამოცდილების გარეშე ამას ვერ შეძლებთ.

თაროებიანი ეკრანი ყოველთვის პრიორიტეტული იქნება, თუ ხელოსანს რჩევას ჰკითხავთ. განყოფილებების დიდი რაოდენობა არამხოლოდ ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის, არამედ პირსახოცების შესანახავადაც გამოგადგებათ.

6. კაპიტალური კონსტრუქცია

ესაა კონსტრუქცია აგურისგან, დაფარული ფილით. მისი უპირატესობაა უბრალოება. ამასთან, უხდება ინტერიერს, განსაკუთრებით, თუ ისეთივე ფილებს დააგებთ, როგორიც კედლებზეა.

ჩვენი რჩევაა, დატოვოთ რეზინის ლუქი, რათა მილებთან წვდომა გქონდეთ.

7. მსუბუქი დეკორი

არსებობს ასეთი დეკორის სესაძლებლობაც. ძაქლიან ლამაზი და მოსახერხებელია წყალგამძლე ფარდა. ასევე, შეგიძლიათ რამდენიმე ლამაზი ყუთი დააალაგოთ.

თქვენ რომელ გზას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ? როგორ იყენებთ აბაზანის ქვეშ არსებულ სივრცეს?