
სახლის დალაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სარეცხი საშუალებების სწორად შერჩევა. აღმოჩნდა, რომ ფანჯრის ბადეებისთვის ყველაზე ეფექტური საწმენდი საშუალება ჭურჭლის ჟელეა. ასეთი საშუალების უპირატესობა ისაა, რომ არ გჭირდებათ ზედმეტი ფულის ხარჯვა სპეციალურ საშუალებებზე, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი პირდაპირი დანიშნულებისა, ბევრად ჩამორჩებიან ჩვენ მიერ აღნიშნულ საშუალებას.
დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ გაწმინდოთ მწერების ბადე ჭუჭყისგან სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ბადის წმენდა
1. ბადის სარეცხი ხსნარის დასამზადებად, გახსენით 2 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ლ თბილ წყალში და ურიეთ აქაფებამდე.
2. სანამ რეცხვას შეუდგებოდეთ, ჩამოხსენით ბადე ფანჯრიდან: წამოწიეთ ცოტათი ზემოთ, რათა ანჯამებიდან ამოვიდეს, შემდეგ მოქაჩეთ თქვენკენ.
3. შემდეგ დადგით ბადე აბაზანაში ან საშხაპე კაბინაში, ოდნავ დახარეთ და ქვემოდან დაუფინეთ პირსახოცი, რომ არ ისრიალოს. როგორც კი ბადის მდგომარეობას დააფიქსირებთ, წაუსვით მასზე, ჯაგრისის გამოყენებით, მომზადებული ხსნარი და გააჩერეთ 15 წუთით, რათა ჩამჯდარი ჭუჭყი დალბეს.
4. შემდეგ, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ფრთხილად გახეხეთ ბადის მთელი ზედაპირი და ჩამორეცხეთ ხსნარი წყლის სუსტი ჭავლით, რათა ბადე არ დააზიანოთ.
5. დაკიდებამდე, ბადე ბოლომდე გააშრეთ, თორემ იგი მომენტალურად დაიგროვებს ჭუჭყის ახალ ულუფას.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა დიასახლისებს შორის ისაა, რომ მათ უმეტესობას ბადის რეცხვა წელიწადში ერთხელ ახსენდებათ. რეალურად, ეს პროცედურა ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს, თორემ ბადე ოთახში სუფთა ჰაერს აღარ შემოუშვებს.