
მოკრძალებული ბინის მფლობელებმა იციან, თუ რას ნიშნავს მცირე ტერიტორიაზე ყველა საჭირო ავეჯის მოთავსება. თუმცა დიზაინერები უსაქმოდ არ სხედან და მუდმივად უფრო ერგონომიულ ავეჯს გვთავაზობენ. დღეს გთავაზობთ 17 გასაოცარ ავეჯს, რომლებიც პატარა ბინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
1. ბაღის გარნიტური
ერთი შეხედვით მაღალ რაკეტას ჰგავს, რომელიც დეკორის ელემენტია, მაგრამ ასე არაა. სინამდვილეში რაკეტა ბაღის მაგიდასა და სკამებს მოიცავს.
2. კუბი-ტრანსფორმერი
ავეჯის ფანტასტიკურ ნივთს, რომელიც სამი მოძრავი ნაწილისგან შედგება, შეუძლია 1-2 საწოლიან საძინებლად ან სხვადასხვა ტიპის დასასვენებელ ზონად გადაკეთდეს.
3. კედლები
თანამედროვე კედელი კარადით, რომლის ერთი ნაწილიც ასაწევი საწოლია – შესანიშნავი გადაწყვეტილება პატარა სტუდიოს ტიპის ბინის მოსაწყობად.
4. სამზარეულოს კუნძული
ღია ფერის სამზარეულოს კუნძული საგორავი ნაწილით, ჩაშენებული ნიჟარით, გაზქურით და გამოსაწევი კარადებით.
5. სამწვადე
სახლის გარე კედელზე მიმაგრებული, ასაწევი გრილი საშუალებას მოგცემთ ღია სივრცეში რაღაც გემრიელობა მაქსიმალურად სწრაფად ნებისმიერ მომენტში გააკეთოთ.
6. ფეხსაცმელების დასადები
მცირე ზომის ტალღოვანი ფეხსაცმლის დასადები, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფეხსაცმელი ორივე მხარეს შეინახოთ. ეს შემოსასვლელში ადგილის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ,
7. სკამი
კომპაქტური და მოდური სკამი, რომელიც ადვილად იკეცება და პატარა ხის ჩანთად გარდაიქმნება. ასეთი ჩანთა შეგიძლიათ ყველგან თავისუფლად წაიღოთ.
8. მრგვალი დივანი
ეს იდუმალებით მოცული კონსტრუქცია სინამდვილეში მრგვალი დივანია, რომელიც მარაოს მსგავსად იშლება და კომფორტულ დასასვენებელ ადგილად გარდაიქმნება.
9. შენახვის მოდური სისტემა
ფერადი შენახვის მოდური სისტემა, რომელიც დიდი და პატარა ზომის ყუთებისგან შედგება. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ააწყოთ.
10. გვერდის მაგიდა
ფერადი, კომპაქტური და მოდური მაგიდა ქვემოთ გაზეთებისა და ჟურნალების შესანახი ადგილით, პატარა სასტუმრო ოთახს ან საძინებელს შესანიშნავად შეერწყმება.
11. სავარძელი
გასაოცარი სავარძელი მასიური საჯდომით და სრულიად შიშველი ჩარჩოთი. უცნაური დიზაინერული მიდგომაა, არა? თუმცა ყველაფერი გამართლებულია, რადგან ცარიელ სივრცეში შეგიძლიათ წიგნები, ჟურნალები შეინახოთ და ბინაში ადგილის ეკონომია მოახდინოთ.
12. ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდა
ზოგიერთი დედა იძულებულია ბავშვს პამპერსი სარეცხ მანქანაზე ან საუთოებელზე გამოუცვალოს. უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება ასეთი პატარა კარადა ჩამოსაწევი სახურავით, რომელიც მაგიდის ფუნქციას შეასრულებს.
13. სკამი-ფაზლი
ორი სკამი: შავი და თეთრი უჩვეულო დიზაინერული საზურგით, რომლებიც ფაზლების მსგავსად ერთმანეთს ემაგრება და სრულყოფილ სამუშაო მაგიდად გარდაიქმნება.
14. კუბიკი
5 პატარა ზომის ტაბურეტი, რომლებიც კუბში ადვილად ლაგდება. სიტყვაზე, დასაჯდომად მისი გამოყენებაც შეიძლება.
15. ასაწევი მაგიდა
მზიანი ფერის ვიწრო კარადა, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით სასადილო მაგიდად გარდაიქმნება. მსგავსი ნივთი პატარა სამზარეულოს მფლობელებისთვის ნამდვილი მხსნელი გახდება.
16. ტუმბა
პატარა ხის ტუმბა სამი განყოფილებით და ასაწევი მაგიდით, რომელსაც სრულყოფილი საწერი მაგიდის ფუნქციის შესრულება შეუძლია.
17. კუთხის მაგიდა
პატარა კუთხის მაგიდა, რომელიც თუ არ გჭირდებათ შეგიძლიათ შეწიოთ და სამზარეულოს ავეჯის ნაწილად გადააქციოთ.