17 საინტერესო დიზაინერული გამოგონება ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლად

დიზაინერები მუდმივად ქმნიან ისეთ მოწყობილობებს, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების ხარისხი უნდა გაზარდონ. ეს შეიძლება იყოს სამზარეულოს მოწყობილობები, დასალაგებელი ხელსაწყოები და ა.შ. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ 17 საინტერესო გამოგონებას, რომელთა შეძენის სურვილიც დაუყოვნებლივ გაგიჩნდებათ.

1. საჭრელი დაფები

ვინ იფიქრებდა, რომ საჭრელი დაფა შეიძლება იყოს ლამაზი და ორიგინალური, თუმცა, დიზაინერები მუდმივად გვაოცებენ. ამის ნათელი მაგალითია ხის დაფების ნაკრები, რომელთა გვერდითა მხარე წიგნის ყდას ჰგავს.

2. სახსნელიანი შლოპანსები

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი საპლაჟო შლოპანსებია, თუმცა, თუ მათ გადააბრუნებთ შეამჩნევთ, რომ ძირზე საიდუმლო სახსნელია დამაგრებული.

3. კვადრატული ტაფა

სტანდარტული ტაფის ნაკლი ისაა, რომ, მისი ფორმის გამო, სამ სტეიკზე მეტს ერთდროულად ვერ შეწვავთ. აი, დიდი, კვადრატული ტაფა კი ამ ნაკლსაც ავსებს.

4. ტაიმერი

ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელსაც მცირე ზომის, ჩაშენებული პროექტორი აქვს, ირეკლავს რეცხვის დასრულების დროს პირდაპირ იატაკზე.

5. წინდები

“მარჯვენა და “მარცხენა” ნიშნები ამ წინდებზე არ მოგცემთ მათი არასწორად ჩაცმის საშუალებას.

6. ჩაის საათი

გინდათ, იდეალურ ჩაის აყენებდეთ? ამ შემთხვევაში, ქვიშის ასეთი საათი გამოგადგებათ.

7. ჭურჭელი სანელებლებისთვის

სანელებლების კონტეინერები არამხოლოდ ფუნქციური, არამედ მოდურიც შეიძლება იყოს. მაგალითად, მთის მწვერვალების განმასახიერებელი სათავსო მუდმივად შეგახსენებთ მოგზაურობის ხიბლს.

8. ყვავილების ქოთანი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ქოთანი შესანიშნავი დეკორი იქნება თქვენი ოთახის ან სილამაზის სალონისთვის.

9. სანათი

ეს არამხოლოდ სანათი, არამედ მთელი ისტორიაა: სახლი დაცულობისა და კომფორტის სიმბოლოა, რბილი ყვითელი შუქი მეტყველებს იმაზე, რომ თბილად ხართ, ხოლო წიგნის ფორმის სახურავი შეგახსენებთ ფანტაზიების, ზღაპრული ისტორიებისა და თავგადასავლების შესახებ.

10. ხალიჩა

შესანიშნავი, თხელი ხალიჩა, უზარმაზარი ხის ნაჭრის ფორმითა და ფერით, ქალაქის ბინის ინტერიერში ჰარმონიის სრულმყოფი დეტალი გახდება.

11. დასადგამი სუფრის ხელსაწყოებისთვის

მოათავსეთ ჩანგლები და კოვზები გარეცხვის შემდეგ ამ შესანიშნავ დასადგამ გემში, 5 წუთში წამოწიეთ იგი “ანძით”, აცადეთ წყალს დაწრეტა და პირდაპირ გაიტანეთ სუფრაზე.

12. კაუჭები

ხშირად, შემოსასვლელში არსებული საკიდი მოსაწყენი და უღიმღამოა. ირმის თავის ფორმის საკიდებზე იმავეს ვერ ვიტყვით.

13. ჯადოსნური სათვალე

თუ ახალი წლის მოახლოებისას სადღესასწაულო განწყობა არ გაქვთ, ეს სათვალეები აუცილებლად გჭირდებათ. იგი ჯადოსნური გზით აქცევს გირლიანდების შუქს მანათობელ ირმებად.

14. ოთახის სკამი

ტრანსფორმირებადი ავეჯი ნამდვილი მონაპოვარია თანამედროვე ბინებისათვის. არც ეს სკამია გამონაკლისი. იგი მსუბუქია, მარტივად იკეცება და იშლება.

15. სახრახნისი

დაგენაძლევებით, რომ ეს ყველაზე უფრო მომხიბლავი სახრახნისია, რაც კი ოდესმე გინახავთ. აწყობილი სახით, იგი საყვარელი დათუნიას ფორმისაა. თუმცა, მის ფეხებში სტანდარტული სახსრახნისების პირები იმალება.

16. ფინჯნების ნაკრები

დასადგამიანი ფინჯნების ნაკრები, ჩალაგებული ჩვენთვის ცნობილი კლავიატურის სეგმენტის მიხედვით.

17. კოვზი

ეს კოვზი ფერს იცვლის კერძის ტემპერატურის მიხედვით. ჩვენი აზრით, იგი ბავშვისთვის აუცილებელი ატრიბუტია.

ვიდეო-ბონუსი: