
მწერების საწინააღმდეგო ბადე არის ერთ-ერთი ნივთი, რომელიც შესაშური რეგულარულობით ფუჭდება. უფრო სწორად, მისი სახელური ტყდება. ახალი მწერების ბადის შეძენა ასეთი წვრილმანის გამო არ ღირს. უკეთესი იქნება, თუ სიტუაციის საკუთარი ხელით გამოსწორებას ეცდებით. საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კი თავისუფალი დროის მხოლოდ 5 წუთს და 1 პლასტმასის ბოთლს წაგართმევთ.
თუ მწერების საწინააღმდეგო ბადეზე სახელური გატყდა და მისი შეცვლა გჭირდებათ, შეგიძლიათ „ხალხურ“ მეთოდს მიმართოთ. ამისთვის დაგჭირდებათ საკანცელარიო დანა ან მაკრატელი, ასევე ჩვეულებრივი სახრახნისი. ხელნაკეთი სახელურის გასაკეთებლად პლასტმასის ბოთლი მოამზადეთ. ამისთვის სჯობს გაზიანი სასმელის ბოთლი გამოიყენოთ, რადგან მას საკმაოდ სქელი კედლები აქვთ.
როცა ყველაფერი მზად იქნება, მწერების ბადე ფანჯარას მოხსენით (თუ უკვე დამონტაჟებულია) და სწორ ზედაპირზე დადეთ.
მნიშვნელოვანია: მწერების ბადის ჩარჩო ძლიერ დატვირთვას ვერ უძლებს, ამიტომ ისეთ ზედაპირზე დადეთ, რომ მთელი ბადე კარგად მოთავსდეს.
როცა ყველაფერი მზად იქნება, პატარა სახრახნისი აიღეთ და ბადეში ჩამაგრებული ზონარი ასწიეთ. როცა ზონარს ამოიღებთ, მას ძველი სახელურიც ამოყვება. მთავარია, არ იჩქაროთ. ზონარი დამატებით 5 სმ-ით ამოიღეთ.
მნიშვნელოვანია: თუ ძველ ადგილას ზონარმა თავისი ხარისხი უკვე დაკარგა, სახელური სხვა ადგილას ჩასვით, სადაც კარგად იქნება მიმაგრებული. საიმედოობისთვის, ხელნაკეთი სახელური 1-2 სმ-ით მაინც სხვაგან დააყენეთ.
ბოთლიდან სახელურის გაკეთება რთული არაა. საკმარისია ბოთლიდან 5*1 სმ ზოლი ამოჭრათ, სიგრძის და სიგანის პარამეტრები პირობითია, შეგიძლიათ ზომები თავად შეარჩიოთ. ფიქსაციის წინ, სახელური შეამოწმეთ, მასში თითი უნდა ეტეოდეს. როცა ყველაფერი მზად იქნება, ზონარი კვლავ ჩაამაგრეთ.
უფრო დეტალურად, თუ როგორ გააკეთოთ მწერების საწინააღმდეგო ბადის ახალი სახელური პლასტმასის ბოთლისგან, ნახეთ ვიდეოში: