
საფრანგეთის დედაქალაქის არქიტექტურის შესახებ ფიქრებს პომპეზური სასახლეებისკენ, დიდებული ლუვრის ან ეიფელის კოშკისკენ მივყავართ. ასევე თანამედროვე უბნები, სადაც შეგიძლიათ პრიცკერის პრემიის ლაუარეატების წარმოუდგენელი შემოქმედება იხილოთ. თუმცა ეს მთელი პარიზი არაა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქის გარეუბანში იდუმალი ფუტურისტული საცხოვრებელი კომპლექსი არსებობს, რომელიც ბედის ანაბარად მიატოვეს, რადგან მათი მონუმენტალიზმი, როგორც მათი მაცხოვრებლები უკვე აღარავის სჭირდება.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში მოდურმა ტენდენციებმა შეიძლება მთელ საცხოვრებელ კომპლექსზე ბოროტად იხუმროს და ის ნამდვილად გარიყული გახადოს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი ფუტურისტული პროექტების თავად პარიზსაც კი რცხვენია!
როგორც აღმოჩნდა, ილ-დე-ფრანსის გარეუბანში, ცოტა ხნის წინ, მხოლოდ 1950-1980 წლებში იმ დროისთვის მოდური საცხოვრებელი კომპლექსები ააშენეს, რომლებიც დროთა განმავლობაში პრაქტიკულად გაპარტახდა. ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ლორან კრონენტალის წყალობით გარეუბანი „სრულ ჩაძირვას“ გადაურჩა.
საინტერესო ფაქტი: ლორან კრონენტალი ფრანგი, თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელიც 1987 წელს დაიბადა. ბევრი საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსების ლაურეატი, რომელთაც შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „La Bourse du Talent”, Festival Circulations, Lens Culture Exposure Awards. მისი ნამუშევრები გამოფენილია პარიზში, მოსკოვში, ლონდონში, ათენსა და სეულში და გამოქვეყნებულია ბევრ ცნობილ ფრანგულ და საერთაშორისო ჟურნალებში, მათ შორის The Washington Post-ში.
მონუმენტალური არქიტექტურით გატაცებულმა ახალგაზრდა ფოტოგრაფმა თავისი პროექტის პირველი სერია „მოგონება მომავლიდან“ არა მხოლოდ ფუტურისტულ შენობებს, არამედ აქ მცხოვრებ ხალხს მიუძღვნა.
მთელი 4 წელი ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების დოკუმენტაციას დაუთმო, რომლებიც პარიზის გრანდიოზულ საცხოვრებელ გარეუბანში – Grands Ensembles-ში ცხოვრობდნენ. გარეუბანი 1950-1980 წლებში საცხოვრებელი კრიზისის დროს აშენდა.
ასეთი უჩვეულო შემოქმედებითი პროექტის იდეას ყველაზე კარგად თავად ავტორის მასალებიდან ამონარიდი ახსნის: „მან დედაქალაქის მიტოვებული ტერიტორიის ცხოვრების პირობების შესწავლის საჭიროება იგრძნო. მას დავიწყებულ თაობაზე სინათლის მოფენა სურდა. ამ უყურადღებოდ მიტოვებული და დავიწყებული გარეუბნის ჩვენება ძველი გარემოს პოეზიისა და ნელ-ნელა გამქრალი უტოპიის გახსნას ნიშნავს.
ამ სურათების შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბეტონის და კედლების უზარმაზარი მასა უბრალოდ მიტოვებულია, მაგრამ ასე არაა, აქ დღემდე ცხოვრობს ხალხი, რომლებმაც მისი მიტოვება ვერ შეძლეს.
შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პრაქტიკულად აქ აღარ ცხოვრობს, რადგან სამუშაო ადგილების არ არსებობა და არაკომფორტული მოწყობა ახალგაზრდებს მეგაპოლისებისკენ უბიძგებთ.
სურათების ავტორმა მხატვრული ეფექტის „მიტოვების“ შექმნა ადრეულ საათებში სურათების გადაღებით შეძლო. სწორედ ამ დროს ამბიციური პროექტის დაძველებული საცხოვრებელი კომპლექსები განსაკუთრებით იმედგაცრუებულად გამოიყურება და სხვადასხვა ფიქრებს იწვევს.
თავად სურათების ავტორი ამბობს: „ჩემი სერია „მოგონებები მომავლიდან“ – გასული საუკუნის შუა პერიოდში „დიდებული მშენებლობის“ არსებობის შესახებ ფიქრებია. სურათებზე აღბეჭდილი გმირების, პარიზის გარეუბნის ხანდაზმული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ადამიანური პატივმოყვარეობის და გრანდიოზული არქიტექტურული შენობების ბრძოლის ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს ნაცრისფერი მასიური შენობები დაძველდა ისე, როგორც მათი მაცხოვრებლები. და მაინც მათ ჩამომჭკნარ სახეებსა და დაბზარულ კედლებში, სხეულის და ფასადის ენერგიაში სიამაყე და იმპულსი იგრძნობა, რომელიც გვეგონა, რომ უკვე გამქრალი გვეგონა“.
ნამდვილად, იმ დროს ეს გრანდიოზული საცხოვრებელი კომპლექსები ნამდვილად პოპულარული იყო, მაგრამ ახლა ასეთი „შედევრით“ არავინ ამაყობს და მათ სარეკლამო ფლაერებსა და მოგზაურის გზამკვლევში ვერ იპოვით.