
ყოველდღე საყოფაცხოვრებო წვრილმან საქმეებს ვეჯახებით, რომლებიც ბევრ საზრუნავს იწვევენ. მათთან გამკლავება რთულია და განწყობაც წარმოუდგენლად მცირდება. იმედი არ გაიცრუოთ. ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებისთვის 15 ხრიკს გთავაზობთ, რომლის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან.
1. საცხობი ფორმის საჭირო ზომა
თუ არსებული საცხობი ფორმა ოდნავ დიდია, ვიდრე ამას კერძი მოითხოვს, მისი ზომების შემცირებას საცხობი ფოლგის დახმარებით შეძლებთ.
2. დამცავი ქეისი
ტელევიზორის პულტი პარკში გაახვიეთ, თუ სასტუმროში გაჩერდით და ან ნივთის სისუფთავეში ეჭვი გეპარებათ.
შენიშვნა: ჰოუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სასტუმროში ტელევიზორის პულტი უნიტაზის სადგამზე უფრო ბინძურია. კვლევის ფარგლებში ნიმუშის სახით აღებულ პულტებზე მილიონზე მეტი სახიფათო ბაქტერია აღმოაჩინეს.
3. თასმის კვანძები
თუ ბოტასის თასმები გაკვანძულია, მათ დაშლას ჩვეულებრივი თმის უხილავების გამოყენებით შეძლებთ. ეს ინსტრუმენტი შეგიძლიათ თოკის კვანძების გასახსნელად გამოიყენოთ.
4. საყრდენი კაკვები
თუ გაქვთ ჩარჩო გატეხილი კაკვით, მისი მოშორება არ იჩქაროთ. ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი შეგიძლიათ კონსერვის ქილების კაკვებით ჩაანაცვლოთ.
5. ალტერნატიული საცობი
დაკარგული ღვინის საცობი შეგიძლიათ რეზინის ხელთათმანის მოჭრილი „თითით“ ჩაანაცვლოთ.
6. წამლების დალაგება
სამკურნალო წამლები ყუთებში ბევრ ადგილს იკავებს და უწესრიგობის შეგრძნებას ტოვებს. უამრავი უსარგებლო ყუთის შენახვის ნაცვლად, გირჩევთ მედიკამენტები სახელწოდებებით და ინსტრუქციით ზიპ-სამაგრიან პაკეტში შეინახოთ.
7. სათამაშო ქალაქი
დროებით ბავშვის რაიმე საქმით დაკავება გჭირდებათ, თქვენ კი ახალი სათამაშო არ გაქვთ? ფანტაზიას მოუხმეთ. ჩვეულებრივი იზოლენტი ან ფერადი სკოჩი გამოიყენეთ. მათი დახმარებით კედელზე ან იატაკზე მთელი ქალაქის შექმნას შეძლებთ.
8. მზადება რემონტისთვის
სანამ სახლის გადაკეთებას შეუდგებით, ბინის და ავეჯის მსგავსი ქაღალდის მოდელი გააკეთეთ. ასე სივრცის მაქსიმალურად შეფასებას და თავისუფალი ადგილის განსაზღვრას შეძლებთ.
9. შემზღუდავი ყველგან
თუ ავტოფარეხში შესვლა ყოველთვის ინციდენტებთან არის დაკავშირებული, ჭერზე ჩოგბურთის ბურთი დაამაგრეთ იქ, სადაც თქვენი წინა საქარე მინა უნდა იმყოფებოდეს. შესვლის დროს, როგორც კი მანქანა ბურთს შეეხება, შეჩერდით.
10. ხალიჩის გაწმენდა
შინაური ცხოველების მფლობელებმა იციან, რომ ხალიჩის ზედაპირიდან და ავეჯიდან ბეწვის მოშორება რთულია. დალაგების პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იქნება, თუ ფანჯრის საწმენდ საფხეკს გამოიყენებთ.
11. ჩექმების შენახვა
მაღალყელიანმა ჩექმებმა ფორმა რომ არ დაკარგოს, გირჩევთ თითოეულ ჩექმაში ნახევარი საცურაო აკვა ჯოხი ჩადოთ.
12. ტალახიდან ამოსვლა
თუ თქვენი ავტომობილის ბორბალი ტალახის მახეში გაება, მისგან ამოსვლას პატარა ხის ჯოხით შეძლებთ, რომელიც ბორბალზე უნდა დაამაგროთ.
13. კეტჩუპის მორევა
კეტჩუპი ბოთლიდან თანაბრად რომ გადმოასხათ და მისი შხეფები აქეთ-იქით არ გაიფანტოს, ჩვეულებრივ საწრუპი ჩხირით ნაზად აურიეთ.
14. ჩანთის მოწესრიგება
თუ ჩანთა დიდი ხანია არ მოგიწესრიგებიათ და ის ნამდვილ სანაგვედ გადაიქცა, სწრაფ და ეფექტურ დალაგებას ტანსაცმლის წებოვანი ლენტის დახმარებით შეძლებთ. გამოცდილია, მას ქაღალდი, თმა, მონეტა და წვრილი ნაგავი ადვილად ეკვრის.
15. ლაქა ფანჯარაზე
ფანჯრის გაწმენდა მარტივი საქმე არაა! უფრო რთულია მისი გაწმენდა ხაზების და მცირე ლაქების გაჩენის გარეშე. თუ პირველივე ჯერზე ფანჯრის გაწმენდის ხელოვნებას ჯერ ვერ ფლობთ, პატარა ხრიკს გთავაზობთ. ამისთვის ფანჯრის შიდა ნაწილი ვერტიკალური მოძრაობით, გარე კი ჰორიზონტალური მოძრაობით გაწმინდეთ.