16 ავეჯი ფარული ფუნქციებით, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ბევრი ჩვენგანისთვისაა ცნობილი შეზღუდული საცხოვრებელი ფართის სიტუაცია, როცა ადგილი ცოტაა, არადა მასში ყველაფრის დატევა გინდათ. ყველა კუთხეს მიზნობრივად იყენებთ. კვადრატულ მეტრებს, რა თქმა უნდა, ვერ დაამატებთ, თუმცა, ავეჯის თანამედროვე მწარმოებლები გულხელდაკრეფილნი არ სხედან. ჩვენ წარმოგიდგენთ ინტერიერის 16 ნივთს ფარული ფუნქციებით, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

1. კონსოლის მაგიდა

დაკეცილი სახით, თქვენ წინაშეა ლაკონიური კედელი ვიწრო, კონსოლის მაგიდით. თუმცა, ამ ნივთის შესაძლებლობა მაგიდობით არ შემოიფარგლება.

2. კარადა

ესაა თანამედროვე კარადა მრავალი სექციით, რომელთაგან ერთ-ერთი აღჭურვილია გადმოსაწევი სახურავით, რომელსაც სრულყოფილი სამუშაო მაგიდის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

3. დივანი

კომპაქტური დივანი თანამედროვე სტილში, მარტივად ტრანფორმირდება მყარ სოფად და ორ სავარძლად. ჩვენი აზრით, ეს დივანი იდეალურად ეხამება თანამედროვე მისაღები ოთახის ინტერიერს მოდერნისა და ჰაი-ტექის სტილში.

4. ჩაშენებული კარადა

დიდი, ჩაშენებული კარადა, რომლის მთავარი სექციებიც ლაკონიურ, გასაშლელ საწოლად იქცევა.

5. ორმაგი მაგიდა

მასიური მაგიდა ერთი მოძრაობით გარდაიქმნება ბილიარდის მაგიდად. ასეთი ავეჯი მოსწონთ კომფორტისა და სიმდიდრის მოყვარულებს.

6. სტელაჟი

მსუბუქი სტელაჟი, რომელიც მრავალი სექციისგან შედგება, თქვენი სურვილისამებრ ტრანსფორმირდება. ამრიგად, სტელაჟს შეუძლია როგორც ჟურნალის მაგიდის, ისე პატარა თაროებისა და ცალკეული ტაბურეტების ფუნქციის შესრულება.

7. სურათი

ერთი შეხედვით, ეს თანამედროვე დაკიდული ნახატია, რეალურად კი ის უფრო მეტია. ამ ნივთის ზედა ნაწილი იხსნება და იქცევა მყარ მაგიდად, რომელსაც საწერი მაგიდის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

8. საძინებელი

ჩვენი რედაქციის აზრით, ავეჯის ეს უნიკალური ელემენტი ნამდვილი მონაპოვარია პატარა საბავშვო ან სასტუმრო ოთახისთვის. აღნიშნული გარნიტურა მოიცავს საწოლს ვიწრო საწერი მაგიდით, რომლის ქვეშაც კიდევ ორი გამოსაშლელი საწოლია.

9. გასაშლელი მაგიდა

ეს გასაშლელი მაგიდა – მონაპოვარია მათთის, ვისაც სამზარეულოში საჭმლის ზონის გამოყოფის საშუალება არ აქვს. საჭიროების შემთხვევაში, იგი მარტივად იშლება და ასევე მარტივად უბრუნდება საწყის მდგომარეობას. გამოიყენება როგორც მაგიდის, ისე დამატებითი სამუშაო ზედაპირის სახით.

10. მოძრავი მაგიდა

ვიწრო კონსოლის მაგიდა ბორბლებზე, ორი წამოსაწევი ზედაპირით გვერდებზე და რამდენიმე მცირე ზომის კარადით.

11. დაკიდებული საწოლი

დიდი, ორსაწოლიანი საწოლი აღჭურვილია სპეციალური მექანიზმით, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, საშუალებას იძლევა, იგი ჭერამდე წამოწიოთ და დიდი ადგილი დაზოგოთ.

12. სეკრეტერი

მომხიბლავი სეკრეტერი გასახსნელი კარით, რომელსაც, კარგი ფიქსაციის წყალობით, საწერი მაგიდის ფუნქცია აქვს.

13. “სასადილო” ავეჯი

შესანიშნავი გარნიტურა, პროვანსის სტილში, რომელიც შედგება მრგვალი მაგიდისა და ოთხი ტაბურეტისგან, რომლებიც სრულად იმალება საერთო შეფერილობაში.

14. სტელაჟი-წიგნი

ორიგინალური სტელაჟი-წიგნი კუთხის თაროებით, რომლის გამოყენებაც სამუშაო ზონად ან ნოუთბუქის დასადებად შეგიძლიათ.

15. მაყალი

კომპაქტური გასაშლელი გრილი, რომელიც საჭიროებისამებრ იხურება და სახლის ფასადის დეკორად იქცევა.

16. ველოსიპედის პარკინგი

ეს მცირე ზომის “ოთახი” ველოსიპედისა და სხვა დამხმარე საშუალებების შესანახავი ადგილია. გამოსაწევი პლატფორმის ხარჯზე, თქვენ მარტივად შეძლებთ საჭირო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთოდ შენახვას.