
არც ერთ დიასახლისს არ სურს, რომ საპირფარეშოში რაღაც უსიამოვნო და გაუგებარი სუნი იდგეს. საუბედუროდ, მასთან გამკლავებაარც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერ ხვდებით, როგორ მოიქცეთ მსგავს სიტუაციებში. ხშირად, სახლის მფლობელები მიმართავენ ძვირადღირებულ საშუალებებს. რეალურად კი საკითხი თავისუფლად შეიძლება გადაწყდეს საკუთარი ძალებითა და ხელთ არსებული საშუალებებით. გთავაზობთ 4 ნაბიჯს სასურველი შედეგის მისაღებად.
1. ლიმონის არომატი
პირველი ნაბიჯი ტუალეტში კარგი ატმოსფეროს მისაღებად – გენერალური სველი დალაგებაა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მსგავსი დალაგება “კეთილ ტრადიციად” იქცეს. გაწმინდეთ ოთახის ყველა ელემენტი, მათ შორის, უნიტაზიც. თუ უნიტაზს კარგად არ გაწმენდთ, მასზე სამუდამო ნადები გაჩნდება.
2. სოდა და ეთერი
სოდა უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მშთანმთქავია.სოდისა და ეთერზეთისგან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სურნელოვანი ნაღების მომზადება. 1 ჭიქა სავებ სოდას დაუმატეთ 5-7 წვეთი ეთერზეთი. ეს ყველაფერი საცხობ ქაღალდის ფორმაში მოათავსეთ. მიღებული ბურთულები თუ კუბები გამოიყენეთ ტუალეტსა და აბაზანაში, ერთ ჯერზე 2-3 ცალი. შეცვალეთ ისინი 7-10 დღეში ერთხელ.
3. საჯდომის დასუფთავება
როცა საუბარი ტუალეტის დალაგებას ეხება, დიასახლისებს პარადოქსალურად ავიწყდებათ იმის შესახებ, რომ უნიტაზის საჯდომი ყველა მხრიდან უნდა გაიწმინდოს. ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმეთ რთულად მისაწვდომ მონაკვეთებს, კერძოდ, უნიტაზთან მისამაგრებელ ადგილებს.
4. კედლების გაწმენდა
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ აბაზანის კედლებისა და იატაკის რეცხვაც. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ფილებს შორის არსებულ ჭრილებს, რადგან სწორედ აქ გროვდება უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები, უნიტაზის მსგავსად