ფერმერებმა 100 წლიანი ქოხი თანამედროვე სახლად გადააკეთეს. მთელ რაიონს მათი შურთ

ტყუილად არ ამბობენ, რომ თუ ადამიანმა საქმეს ხელი მოკიდა, ყველაფერს გააკეთებს. ამას ძველი ქოხის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია ნამდვილად ამტკიცებს. ქოხი 100 წლის წინ ესტონეთის ერთ-ერთ სოფელში იყო აშენებული. უბრალო ფერმერების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ ქოხის გარეგნულად ცნობა შეუძლებელია. ახლა ამ სახლის კომფორტი მთელ სოფელს შურს.

თითქმის 100 წლის წინ, ჩრდილოეთ ესტონეთში, ჰარიუს შტატის ერთ-ერთ პატარა ფერმაში ქოხი ააშენეს, რომელიც მფლობელებს არა ერთი ათწლეული პატიოსნად ემსახურებოდა. ბუნებრივია, ასეთი საპატიო ასაკის შენობა უკვე საცხოვრებლად უვარგისი ხდება, განსაკუთრებით ეს საყოფაცხოვრებო ნივთების მოუწესრიგობით შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ, ქოხს კარდინალური გადაკეთება და თანამედროვედ მოწყობა სჭირდებოდა, რადგან ადამიანები ცხოვრების სხვა პირობებს უკვე მიეჩვივნენ და მნიშვნელობა არ აქვს, სახლი სად მდებარეობს.

იმის წყალობით, რომ ბოძებმა მთლიანობა შეინარჩუნეს, სახლის უბრალოდ გარემონტება გადაწყვიტეს, რადგან ასეთი სახლი სათანადო მოვლის პირობებში რამდენიმე საუკუნე გაძლებს. დახვეწილი სახის მისაცემად ისე, რომ განსაკუთრებული სოფლის გარემო არ დაერღვიათ, თანამედროვე ხის პანელებით ააწყვეს.

სასარგებლო ფართობის გასაზრდელად მიშენება გააკეთეს, სადაც პანორამული ფანჯრები გამოიყენეს. აქ დიდებული ზამთრის ბაღი მოაწყვეს. ძველი დაბზარული ჩარჩოები ხით გაფორმებული მინით ჩაანაცვლეს. ასე შენობის ნამდვილობის და განახლებული ექტერიერის ჰარმონიის შენარჩუნება შეძლეს.

სახლი თანამედროვე და კომფორტული რომ გაეხადათ, ცოტა ფულის დახარჯვა მოუწიათ. ამისთვის პირველ სართულზე უზარმაზარი ოთახი გაყეს, საკანალიზაციო სისტემა დააყენეს, ორი სრულყოფილი სააბაზანო და სამრეცხაო ოთახი მოაწყვეს, ასევე გათბობის სისტემა რადიკალურად შეცვალეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ძველი ხის იატაკი ზოგან უკვე დამპალი იყო, მისი შეცვლა საჭირო გახდა. ასე თბილი იატაკის გაკეთების შესაძლებლობა გამოჩნდა.

შენიშვნა: „თბილი იატაკი“ – გათბობის სისტემა, რომელიც ოთახში ჰაერის გათბობის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. გათბობის სისტემის მთავარი მოწყობილობა შეიძლება იყოს: წყლის ან ელექტრო სისტემა. ბოლო ვარიანტის ბევრი სისტემა და მასალა არსებობს, დაწყებული უმარტივესი გამათობებელი კაბელებით მოღუნული მილის ქვეშ და დასრულებული ამორფული ლითონის ლენტით.

სრული რეორგანიზაციის შემდეგ იზოლირებული ოთახების გასაფორმებლად და მცირე აუზისთვის ადგილი დარჩა.

ამისთვის რამდენიმე ოთახი დასჭირდათ, რომელთაც ადრე საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის იყენებდნენ. გამოთავისუფლებული სივრცე დამატებითი საძინებლისა და სააბაზანო ოთახის მოსაწყობად გამოიყენეს. ოთახების შიდა მდგომარეობა კარგად შენახული არ იყო, ამიტომ კედლებზე ხის პანელები თავიდან გააკრეს.

ერთადერთი, რაც უცვლელი და თავის თავდაპირველი სახით დარჩა – კარია. მას უბრალოდ სათანადო ფორმა მისცეს, რომელიც ახალ უკვე ახალ მფლობელებს დიდხანს ემსახურება.

სრული ტრანსფორმაციის შემდეგ, სახლის ფართობი 220 კვ.მეტრამდე გაიზარდა. ახლა პირველ სართულზე შეგიძლიათ ნახოთ ფართო შესასვლელი, თანამედროვედ აღჭურვილი სამზარეულო, მყუდრო მისაღები ოთახი ბუხრით, საძინებელი გარდერობით და სააბაზანო ოთახით, სადაც ტუალეტი და საშხაპე არის.

ატმოსფეროც წარმოუდგენლად შეიცვალა. ახლა აქ ორი კარგად მოწყობილი საძინებელი, კიდევ ერთი გასახდელი ოთახი (ყველა ქალის ოცნება!) და სრულფასოვანი აბაზანა და სამრეცხაო ოთახებია, სადაც თანამედროვე სარეცხი და საშრობი მანქანაა დამონტაჟებული.

რა თქმა უნდა, ასეთ გარდაქმნას ბევრი ძალისხმევა და რესურსები დასჭირდა, მაგრამ საბოლოო შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მთელ რაიონს გარემონტებული სახლის მესაკუთრეების არა მხოლოდ შურთ, არამედ თავიანთი სახლების ასე მოწყობა სურთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.