9 უცნაური რამ, რომლის დანიშნულებასაც ფხიზელი გონებით ვერ მიხვდებით

სოციალური ქსელების მომხმარებლები საკმაოდ ხშირად გვიზიარებენ უცნაურ მონაპოვარს, რომლის დანიშნულებაც მათთვის უცნობია. რა თქმა უნდა, ინტერნეტის ძალას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. წარმოგიდგენთ 9 უცნაურ ნივთს, რომელიც მომხმარებლებმა საკუთარ სახლში იპოვეს.

1. ხის დაფა კარადაზე

მსოფლიო ქსელის მომხმარებელმა საზოგადოებას მიმართა კითხვით, თუ რას წარმოადგენდა ეს იდუმალი დაფა, მიმაგრებული სამზარეულო კარადების ერთ-ერთ კარზე. როგორც აღმოჩნდა, ესაა სამზარეულო ხელსახოცის ან სიის გატეხილი დამჭერი. თავიდან, მასში უნდა ყოფილიყო ბურთულა, რომელიც ამა თუ იმ ნივთს აფიქსირებდა.

2. პანელი მწვანე ბურთულით

ერთ-ერთმა სახლის მფლობელმა დასვა კითხვა: რას წარმოადგენდა უცნაური პანელი მწვანე ბურთულით ცენტრში, ჩაშენებული მისი სახლის ერთ-ერთ კედელში. მისი დატრიალებით, მფლობელმა აღმოაჩინა გრძელი მილი ბურთებით. ჩვენი ინფორმაციით, ამ უცნაურ მონაპოვარს საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა: მფლობელს ტერმიტების შემოჭრის შესახებ ატყობინებდა. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია – მავნებლები ჭამდნენ ცელულოზის ატრაქტანტიან მილს, ბურთულა კი ძირს ეცემა. ეს დაცემა სახლში ტერმიტების არსებობაზე მიუთითებს.

3. ჟანგიანი პალო

ქსელის მომხმარებელმა საკუთარ სახლში იპოვა რაღაც, რაც ჰგავდა დაჟანგულ პალოს, რეალობის გასარკვევად კი სხვა მომხმარებლებს მიმართა. როგორც გაირკვა, ეს მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელიც მშენებლობაში გამოიყენება. მეტალის პალოს მიემაგრება სპეციალური თოკი და გირი, ეს ყველაფერი ერთად კი მშენებლობის სისწორის განსასაზღვრელად გამოიყენება.

4. კოლბა სამზარეულოში

ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა სოც.მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო იდუმალი მეტალის კოლბისა, რომელიც თავისი სამზარეულოს კარადაში იპოვა. მფლობელი შეწუხებული იყო ამის გამო და სერიოზულად შიშობდა თავისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. ინტერნეტ-მომხმარებელთა საზოგადოებამ იგი დაამშვიდა და განაცხადა, რომ ეს სტრონციუმ-90-ის სასკოლო ნიმუშია და რომ იგი არავის ავნებს, თუ ჭურჭელს არ გახსნიან და შიგთავსს არ მოიხმარენ.

5. ინსტრუმენტი მამის საწყობიდან

ერთმა იღბლიანმა მამისგან საჩუქრად მიიღო მისი ძველი ინსტრუმენტების ნაკრები. მასში არაფერი გასაოცარი არ იყო, გარდა ერტთი უცნაური ინსტრუმენტისა, რომელიც ქანჩს ჰგავდა. როგორც გავარკვიეთ, ეს ნამდვილად ქანჩია, ოღონდ თვითრეგულირებადი თავით.

6. მიმავალი რაღაც

ადამიანები უბრალოდ მგზავრობდნენ და მანქანის ფანჯრიდან დაინახეს რაღაც “მოწყობილობა”, რომელიც უძველეს სატრანსპორტო საშუალებას ჰგავს, შეჯვარებულს ტანკთან. სიტუაციაში გარკვევა აქაც ინტერნეტ-მომხმარებლებს მიანდეს, რომლებიც იტყობინებიან, რომ ეს ძველი ტრაქტორის ნიმუშია ორთქლის ძრავზე. ასეთებს ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის დასაწყისში იყენებდნენ. ალბათ, ეს მანქანა ორთქლზე მომუშავე მანქანების გამოფენაზე მიჰქონდათ.

7. სარკე ფანჯრის მიღმა

ქალბატონი შვეციაში გადავიდა საცხოვრებლად და ძალიან გაუკვირდა, როცა სარკე ფანჯრის ჩარჩოებზე მიმაგრებული ნახა, ქუჩის მხრიდან. თუმცა, ინტერნეტ-მომხმარებლებმა განმარტეს, რომ ამ “სასწაულს” gadespejl ეწოდება, რაც ქუჩის სარკეს ნიშნავს. ასეთ სარკეებს “საჭორაო სარკეს” ეძახიან, რადგან იგი საშუალებას იძლევა დაინახოთ, რა ხდება ქუჩაში, ფანჯარასთან ჯდომისას. მსგავს ხრიკს ნორვეგიაში, დანიასა და ნიდერლანდებშიც იყენებენ.

8. ფიგურული მაკრატელი

ბებიის ზანდუკში შემთხვევით ნაპოვნი ფიგურული მაკრატელი, როგორც აღმოჩნდა, სანთლის ფითილების მოსაჭრელი სპეციალური მოწყობილობა ყოფილა.

9. ნიჟარა ონკანის გარეშე

ბარში ყოფნისას, სადღაც გერმანიაში, შეიძლება წააწყდეთ ამოუცნობ ნიჟარას ონკანის გარეშე. რეალურად, ამ სანტექნიკური სასწაულის დანიშნულება ნაკლებად მიმზიდველია. იგი მისთვისაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა და კუჭის დაცლა სჭირდება.

ყველაზე მეტად რომელმა ნივთმა გაგაოცათ?