დიდი ლოგინის სწრაფად შექმნის შესანიშნავი იდეა IKEA-ს ავეჯის მოდულების დახმარებით

პატარა ბინის მფლობელები, რომელთაც დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ, ყოველთვის საცხოვრების სივრცის რაციონალურად მოწყობას ცდილობენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ოთახს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მსგავსი ამოცანის შესრულებას პატარა ბინაშიც კი რამდენიმე საათში შეძლებთ. ამის დასტურად კი ერთი ჭკვიანი ადამიანის მაგალითს გიჩვენებთ, რომელმაც IKEA-ს ავეჯის მოდულის დახმარებით ორიგინალური კონსტრუქცია შექმნა.

12,8 კვ.მ სივრცის მოწყობის საინტერესო გადაწყვეტილება პატარა ბინის მფლობელმა მოიფიქრა, რომელსაც უმოკლეს დროში სრულყოფილი საძინებლის, მისაღების და დასასვენებელი, ასევე მოზარდი შვილისთვის სასწავლო კუთხის მოწყობა დასჭირდა.

მან ათასობით ვარიანტს გადახედა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მყუდრო, მრავალფუნქციური ოთახის მოწყობას მზა ავეჯის ელემენტების დახმარებით შეძლებდა. ეს არც თუ ისე ბიუჯეტური, მაგრამ ძალიან სწრაფი ვარიანტია, თუ ყველაფერს წინასწარ გათვლით.

ძელების კარკასის ნაცვლად, რომელიც ბევრ დროს მოითხოვს, მან სამაგრებად სხვადასხვა ფუნქციის მქონე კარადები და ყუთები გამოიყენა. ამ მიზანს ყველაზე უკეთ IKEA-ს წარმოების, Eket-ის სერიის მოდულის ელემენტები შეეფერებოდა.

ეს კარადები ძალიან გამძლე და პრაქტიკულია. აწყობის დროს თავი შეგიძლიათ კონსტრუქტორად წარმოიდგინოთ და გაგიხარდებათ.

მას შემდეგ, რაც ყველა მასალა და ავეჯი მოიტანეს, მშობლებმა ბავშვისთვის მყუდრო ზონის მოწყობა დაიწყეს, სადაც დასაძინებლად და მეგობრებთან ერთად დასაჯდომად კომფორტული სივრცე იქნებოდა.

ამისთვის მათ უბრალოდ 9 კარადა დააყენეს, ერთ-ერთი საუკეთესო ფიქსაციისთვის საძინებლის ზონის ცენტრში დადგეს. საძინებლის სივრცეში ადგილი საჭირო სიმაღლის ძელებით კარგად გაამაგრეს, მასზე კომფორტული ძილის უზრუნველსაყოფად ორთოპედიული კარკასი-ლამელი დადგეს.

საინტერესოა იცოდეთ: ლამელი ფართო გაგებით რომელიმე მასალის ზოლებია, რომლებიც მოქნილ სტრუქტურას ქმნიან. საძინებლისთვის ხშირად ორთოპედიული კარკას-ლამელი გამოიყენება, რომელიც ნებისმიერი ორთოპედიული ლეიბის ეფექტურობას აუმჯობესებს. როგორც წესი, ლამელს ნატურალური ხის მასალისგან ამზადებენ და ამ მიზნით ყველაზე უკეთ არყის ან წიფლის მასალა გამოდგება.

საძინებლის კონსტრუქცია თითოეულ იმპროვიზებულ ფეხებს და კარადას დაამაგრეს და ცენტრში მოათავსეს. შემდეგ დასასვენებელი სივრცის მოწყობას შეუდგნენ.

კარადები ძალიან მყარია, ამიტომ მათზე ზემოდან უბრალოდ იმავე ფერის ლამინირებული დაპრესილი ფილები დააგეს და ზომის მორგების შემდეგ ჭანჭიკების დახმარებით პირდაპირ კარადებზე დაამაგრეს.

ამრიგად, საიმედო ამაღლებული ადგილი შექმნეს, რომელიც ხალიჩით დააფიქსირეს. ახლა მხოლოდ ლეიბის დადება და წვრილმანი ნივთების შესანახად რამდენიმე ღია თაროს დაკიდება დარჩათ.

ასეთი კონსტრუქციის სასიამოვნო ბონუსი იმაში მდგომარეობს, რომ ღია ზონაში მოხვედრილი ფასადი შეგიძლიათ კარადის სახით გამოიყენოთ. აქ საკმაოდ ბევრი ნივთის შენახვა შეიძლება. დარჩენილ სივრცეში კი კომფორტული სამუშაო სივრცე მოაწყვეს, სადაც მათი შვილი სკოლის გაკვეთილების სწავლას უპრობლემოდ შეძლებს.

ერთადერთი, ამაღლებული ადგილის ზემოთ სივრცე უფრო რაციონალურად გამოიყენეთ, ღია კარები და სეზონური ნივთების შესანახად ფარული სისტემა შექმენით. ეს იმ შემთხვევაში თუ საკმაოდ ბევრი დრო გაქვთ, რადგან სრულყოფილება გარკვეულ დროს მოითხოვს.