
პარმაღი ნებისმიერი სახლის სავიზიტო ბარათია, ამიტომ მშენებლობის დასასრულს მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ძველი შენობის მფლობელები პარმაღის განახლებაზე და ლამაზ და მყუდრო ადგილად გარდაქმნაზე ოცნებობენ. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს ცვლილებები აშინებს, მაგრამ ასეთი ოცნების ასრულებას ზედმეტი დანახარჯის გარეშე შეძლებთ, თუ ჩანაფიქრს გონივრულად მიუდგებით. გთავაზობთ საინტერესო და პრაქტიკულ იდეებს, რომლებიც ნებისმიერ შემოქმედებით ადამიანს შთააგონებენ.
უკვე არა ერთი ასეული წელია სახლის პარმაღს შემოსასვლელს უწოდებენ და ნამდვილად, ეზოში მოხვედრისას სახლის ეს ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. სწორედ ამიტომ, მფლობელის წინაშე რთული ამოცანა დგას, თუ როგორ შექმნას ლამაზი და ორიგინალური დიზაინის მქონე დიდი ვერანდა, რომელიც შენობას ხაზს გაუსვამს.
ბუნებრივია, თუ სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ამის გაკეთება მარტივია, მაგრამ ძველი პარმაღის განახლება უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. ასეთი საპუსიხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას ყველა ვერ ბედავს, რადგან კონსტრუქცია სახლის დიზაინს ჰარმონიულად უნდა უკავშირდებოდეს, ამასთან გარეგნული მიმზიდველობა, ფუნქციური დატვირთვა და უსაფრთხოება არ უნდა დაგვავიწყდეს.
ასეთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება ბევრს აშინებს, მაგრამ ყველაფერი არც ისე კრიტიკული და ძვირადღირებულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამას საინტერესო და პრაქტიკული იდეები ადასტურებს, რომლებიც უკვე განხორციელებულია და სახლის მფლობელს ახარებს. ამ იდეებმა შეიძლება თქვენც განახლების იდეა შთაგაგონოთ.
1. დიზაინის და სტილის მიმართულება განსაზღვრეთ
ნებისმიერი მშენებლობის, რეკონსტრუქციის და ჩვეულებრივი კოსმეტიკური რემონტის დროს მთავარია სტილის განსაზღვრა, რომელიც გარემოს შეცვლის. იდეალური იქნება, თუ განახლებული პარმაღი შენობის ექსტერიერის, ღობის, გარე ჭიშკრის და ეზოს სტილის შესაბამისი იქნება. დისონანსის მოწყობა არ ღირს, ასეთი ინოვაცია სასაცილოდ გამოიყურება. ორიენტაციისთვის გთავაზობთ სახლის ფასადების საილუსტრაციო მაგალითებს განახლებული დიდი ვერანგით, რომელიც ძირითადი შენობის სტილს შეესაბამება.
2. ხის პარმაღი – ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტი
ყველაზე ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური ვარიანტი პარმაღის გასაახლებლად. ასეთი შემოსასვლელი ხის სახლს და აგარაკს შეესაბამება. კონსტრუქციისთვის ჩვეულებრივ ფიჭვის ხეს იყენებენ, როგორც ყველაზე ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ მასალას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარისხი დაბალი აქვს. მასალის სწორი დამუშავების, ჰერმეტიულად დაყენების და ლაქის წასმის შემდეგ პარმაღი მფლობელებს მრავალი წელი გაახარებს.
თუ სივრცე ხელს გიწყობთ, დიდი ხის სივრცე სახლის წინ ორიგინალური იქნება. აქ შეგიძლიათ დასასვენებელი კუთხე მოაწყოთ.
3. ბეტონის პარმაღი – ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი
ბეტონი უნივერსალური, სამშენებლო მასალაა, რომელიც შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით და სიიაფით გამოირჩევა. ხშირად კიბეებისა და პარმაღების შესაქმნელად გამოიყენება. მოქნილი მასალით პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის და ფორმის პარმაღს უპრობლემოდ შექმნით. თუმცა გარკვეული შეზღუდვაც აქვს. თუ ბეტონის მასის მომზადების გამოცდილება არ გაქვთ, ასეთი სამუშაო სჯობს პროფესიონალს მიანდოთ. მასალების სწორი თანაფარდობის შერჩევა აუცილებელია, რომ ძლიერი და გრძელვადიანი ელემენტი შექმნათ.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა, მაგრამ ნებისმიერი დეკორატიული მასალისგან უპრობლემოდ გააფორმებთ. მაგალითად, ჩვეული იატაკის ფილებით დაწყებული და მოზაიკური შედევრით დამთავრებული.
4. აგურის პარმაღი საკმაოდ მიმზიდველია
აგურის პარმაღი საკმაოდ ორიგინალური და მიმზიდველია. არც თუ ისე ბიუჯეტური ვარიანტია და თან უფრო მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ ასეთ დანახარჯს მისი ხანგრძლივი გამოყენებით სწრაფად ამოიღებთ.
ამასთან აგურის პარმაღის გაკეთებას დამწყებიც კი შეძლებს. აგურს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. აგური ძალიან ლამაზი მასალაა, ამიტომ მისი გაფორმება აუცილებელი არაა.
მნიშვნელოვანია! კიბეებზე და კუთხეებში გამოიყენეთ სრიალის საწინააღმდეგო მასალა, რომ უსაფრთხო მოძრაობა უზრუნველყოთ.
5. პარმაღი ქვებისგან – ყველაზე საიმედო და უპრეტენზიო კონსტრუქცია
ქვის პარმაღი კლასიკად ითვლება. გამძლეობის ხარჯზე ნატურალური ქვის პარმაღი დიდხანს გემსახურებათ და დამატებით მოვლას არ საჭიროებს. ბუნებრივია, კონსტრუქცია საკმაოდ ძვირია და თან სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ, რაც კონსტრუქციას ღირებულებას მატებს. თუმცა საბოლოო შედეგი და ათეული წლები მშვიდად ყოფნა ამად ნამდვილად ღირს.
ნატურალურ ქვას კიდევ ერთი უდაო უპირატესობა აქვს – ნებისმიერ სხვა მასალას ჰარმონიულად ერწყმის. სწორედ ამიტომ, აგურის წყობას ან რკინის მოაჯირებს, ასევე ხის ელემენტებს შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ – მთავარია, კომბინაცია სწორად შეარჩიოთ.
6. ლითონის პარმაღს ორიგინალური ფორმა აქვს
ჩვეულებრივ, როცა ლითონის პარმაღზე გვესმის, მის დეკორატიულ ელემენტებს ვგულისხმობთ. მაგრამ არა მხოლოდ მოაჯირი შეიძლება იყოს რკინის, არამედ თავად კიბეები და სივრცე შეიძლება სქელი რკინის მასალისგან გააკეთონ.
ბუნებრივია, ასეთ კონსტრუქციას რიგი უპირატესობა აქვს – მისი გამძლობა და მსახურობის ვადა, მაგრამ იმ პირობით, თუ მასზე სათანადოდ იზრუნებთ. თუ ამ ვარიანტზე შეჩერდებით, წელიწადში რამდენჯერმე მისი გახეხვა და შეღებვა მოგიწევთ, რადგან კოროზია არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ლითონსაც ედება.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.