8 ეშმაკობა, რომლებიც დაგეხმარებათ როგორც სახლში, ისე აგარაკზე

თითქოსდა, დაჟანგული ლურსმნები მცენარის გაზრდაში ვერ დაგეხმარებათ? როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც დაგვეხმარება, რამდენადაც მცენარეებს იგი დაღუპვისგან იცავს და უფრო სწრაფად გაზრდაში ეხმარება. ასევე, მეურნეობაში გამოგადგებათ რამდენიმე პლასტმასის ბოთლი, ამჟავებული რძე და მოდუღებული ყავის ნალექი – ამ ყველაფერს მებაღეობაში გამოიყენებთ.

1. ახალი მწვანილი მთელი წლის განმავლობაში

ეს ხრიკი მათთვისაა, ვისაც ახალი მწვანე ხახვი მოსწონს. ეს პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში რომ გქონდეთ, გამოიყენეთ კვერცხის პლასტმასის კონტეინერი და ნაყიდი მწვანილი. ჯერ გააცალეთ ხახვს გრძელი ფოთლები, თეთრი თავი დატოვეთ ფესვებიანად, შემდეგ მოათავსეთ ისინი კონტეინერის ხვრელებში. ახლა უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ კონტეინერში ყოველთვის იყოს წყალი და ცოტახანს დაელოდეთ, სანამ ხახვს ახალი მწვანე ფოთლები გაეზრდება.

2. “რკინის” მოვლა ოთახის ყვავილებისთვის

თუ ყვავილი დაჭკნა, მის ფოთლებზე ყავისფერი ან ყვითელი ლაქები გაჩნდა, დროა მის გადარჩენას შეუდგეთ. ოთახის საყვარელი მცენარის რეანიმაცია შესაძლებელია, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, დაჟანგული ლურსმნებით. 8-10 ცალი ლურსმანი მოათავსეთ ნახევარლიტრიან პლასტმასის ქილაში და ჩაასხით წყალი, დააყენეთ, სანამ წყალი ბუნდოვანი ყავისფერი არ გახდება. შემდეგ, ბოთლის თავსახური გახვრიტეთ რამდენიმე ადგილას, რათა ყვავილის მორწყვა გაგიმარტივდეთ. დაჟანგული რკინა, წყალთან და ნიადაგთან ურთიერთქმედებისას, ავსებს მათ დამატებითი ჟანგბადით, რისი წყალობითაც მცენარე გამოკეთებას იწყებს.

3. ნიადაგის ოპტიმალური დატენიანება

ლურსმნის გამოყენებით, პლასტმასის ბოთლი დახვრიტეთ ბევრ ადგილას. ნახვრეტები ერთმანეთისგან დაახლოებით 1.5 სმ-თი უნდა იყოს დაშორებული. თუ ლურსმანს გააცხელებთ, საქმე უფრო გაგიმარტივდებათ. ამის შმდეგ, მოათავსეთ ბოთლი მიწაში, იმ მცენარესთან ახლოს, რომელიც რეგულარულ რწყვას ითხოვს. ბოთლის ტელიდან, რომელიც მიწის ზემოთ უნდა დარჩეს, ასხამთ წყალს. წნევის გამო, იგი უწყვეტად, თუმცა ნელ-ნელა, პატარა ხვრელებიდან გაჟღენთს მიწას, ამიტომ იგი მუდმივად ტენიანი იქნება.

4. გაფუჭებული პროდუქტის სასარგებლოდ გამოყენება

თუ რძე ამჟავდა, ნუ გადაასხამთ მაშინვე. იგი ოთახის ან ქუჩის მცენარეებს უხდება. უბრალოდ თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ნიადაგი და ამჟავებული რძე, ხოლო მიღებული მასა მოათავსეთ მცენარის ბუჩქის ქვეშ, რათა მან სასარგებლო ნივთიერებათა დამატებითი ულუფა მიიღოს.

5. საშინაო სოკოები

სამზარეულოში არამხოლოდ მწვანილის გაზრდაა შესაძლებელი, არამედ შამპინიონებისაც. როგორც აღმოჩნდა, ერთი ხრიკის გამოყენებით, იგი ძალიან მარტივია: აიღეთ ყავის ნარჩენი ყავის აპარატითან ან ფინჯნიდან, გაავსეთ ამით დასარგავი ჭურჭელი, შმდეგ მოამზადეთ სოკო. დასარგავად საჭიროა მხოლოდ ფეხი, ამიტომ სოკოს თავი მოაცილეთ. თითქმის სრულად ჩაფალით იგი ყავის ნალექში, ზემოდან ქილას კი დაახურეთ პერგამენტის ქაღალდი და დააფიქსირეთ საკანცელარიო რეზინით. სოკოს ჰაერი რომ არ მოაკლდეს, კბილის ჩხირით ჩახვრიტეთ ქაღალი რამდენჯერმე. შამპინიონები ბნელ ადგილას უნდა გაიზარდოს. სრული დამწიფებისთვის 3 კვირაა საჭირო.

6. მრავალსართულიანი ქოთანი

ლამაზი საყვავილე თქვენს ბაღსა თუ ოთახს ძალიან მოუხდება. იდეის განსახორციელებლად დაგჭირდებათ რამდენიმე სქელი კერამიკული ქოთანი და საიმედო საყრდენი(იქნება ეს ხის ჯოხი თუ ნიჩბის ტარი). კონსტრუქციის ფუძისთვის დიდი ზომის ქოთანი უნდა აიღოთ. წებოსა და ნიადაგის გამოყენებით, ვერტიკალურ მდგომარეობაში დაამაგრეთ ხის საყრდენი. ყველა შემდეგ ქოთანს ფსკერზე ისეთი ზომი ხვრელი უნდა ჰქონდეს, რომ მათ დახრა შეიძლებოდეს.

ქოთნები დაამაგრეთ დახრილად და დააფიქსირეთ წებოთი, შემდეგ კი მაშინვე გაავსეთ მიწით. როცა კონსტრუქცია მზად იქნება, ჩარგეთ მასში ყვავილები – სასურველია, ქვემოთ ზრდადი – ასე უფრო ლამაზი იქნება.

7. ფითილი მცენარისთვის

ფითილს მნიშვნელოვანი როლი აკისრია არამხოლოდ სამხედრო საქმიანობაში. იგი სასარგებლოა მებაღეობაშიც. მისი გამოყენებით, შსაძლებელია მორწყვის რაოდენობის შემცირება 2-3 ჯერით. საკმარისია, უბრალოდ დადგათ მცენარე ორ ქოთანზე: ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უფრო დიდი ზომისაა და ქვედა ნაწილის როლს ასრულებს, წყლით უნდა გაავსოთ, ოდნავ პატარა ზედა ნაწილი კი – მცენარესთან ერთად, მიწით. მათ დააკავშირებს მცირე ზომის სპეციალური ფითილი, რომლიეს ერთი ბოლოც მიწაში ჩაირგვება, ხოლო მეორე – ფსკერზე არსებული ხვრელით წყალს შეიწოვს ნიადაგისთვის.

8. კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი მცირე ზომისაა, თუმცა, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, კალციუმით, ამიტომ შესანიშნავი ნიადაგია მრავალი მცენარისთვის. მისი უპირატესობების გამოსაყენებლად, გაავსეთ ნაჭუჭი მიწით და ჩარგეთ თესლები, რეგულარულად მორწყეთ. ნაჭუჭში სწრაფად და საკმაოდ კარგად იზრდება ლიმონის, მანდარინის, მარწყვისა და ველური მარწყვის, პომიდვრისა და სხვა მცენარეების თესლები.