
დღემდე, ადამიანთა დიდი ნაწილი სახლში იატაკზე ლინოლეუმს აგებს. ეს მასალა დროითაა შემოწმებული. მიუხედავად თავისი დადებითი თვისებებისა, ლინოლეუმი იხევა. მასზე გაჩენილი ხვრელები არამხოლოდ გარეგნულადაა ულამაზო, არამედ მის ფუნქციურობასაც არღვევს. დროა გაიგოთ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.
როგორ განვაახლოთ დაზიანებული ლინოლეუმი
1. მოაშორეთ ტალღები
ტალღები, რომლებიც იატაკის საფარზე გაჩნდა – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა. საბედნიეროდ, მისი გამოსწორება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ მაშინ ხდება, თუ მასალის დამონტაჟების დროს არ იყო დაცული ტექნიკური წესები პლინტუსებთან. ტალღებს მოაცილებთ, თუ ორივე მხრიდან ჩაჭრით “ამობერილ” მასალას. ეს იმისთვის, რომ ჰაერი ამოუშვათ. ამის შემდეგ, ჭრილში დგუშის გამოყენებით ჩაასხით წებო, კუთხეები კი ჩვეულებრივი სამშენებლო სკოჩის გამოყენებით დააწებეთ.
2. ნაკერების მოცილება
ძალიან ხშირად, ლინოლეუმის დაფენის დროს, ორი ნაჭრის შესაერთებლად ცივი შედუღების მეთოდი გამოიყენება. პერიოდულად, ნაჭრებს შორის ნაკერები იხსნება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, გადააფინეთ მას 5 მმ-იანი საფარი. ამის შემდეგ, შუაში გაჩენილი ამობურცული ჩაჭერით. ზედმეტი საფარი მოაცილეთ, კუთხეები დაიცავით. ამის შემდეგ, მასალა უბრალოდ შეაერთეთ წებოთი.
3. ხვრელების მოცილება
ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი ადეკვატური საშუალებაა დასაფენის გამოყენება. ყველაზე მარტივი და კარგი გადაწყვეტილებაა, თუ იგი სწორი გეომეტრიული ფორმისა იქნება. ოპტიმალური არჩევანია კვადრატი. ყველაზე რთული ნაწილია შესაფერისი მასალის შერჩევა ისე, რომ ლინოლეუმის ფაქტურები ემთხვეოდეს.
4. დახეული ზედაპირი
ეს ძალიან მარტივია. დაზიანებული ადგილის განახლება შეიძლება დასაფენის გამოყენებითაც და უბრალო შეწებებითაც, თუ დეფექტის ადგილები მეტ-ნაკლებად სწორია. ამ სამუშაოსთვის ძლიერი წებო დაგჭირდებათ. ყველაზე მცირე დახეული თანაბარი ხვრელების შეკეთება რეკომენდებულია საპოხის მოცილებისა და მასალის გაწმენდის გზით.
5. ნახეხების მოცილება
დაბოლოს, ნებისმიერ ლინოლეუმზე, დროთა განმავლობაში, ჩნდება ნახეხები, ნაკაწრები და მსგავსი წვრილი ზედაპირული დაზიანებები. ისინი მასტიკის, სპეციალური ცვილის ან იატაკის საპრიალებლის გამოყენებით.