
ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ არა მხოლოდ მოსმენით იცის, თუ რას ნიშნავს ვიწრო დერეფანი. მასში ავეჯისთვის ადგილი პრაქტიკულად არაა. მიუხედავად ამისა, დიზაინერებმა ასეთი პატარა სივრცის ათვისება ისწავლეს. აი, 14 თანამედროვე იდეა „ხრუშოვკის“ ბინაში პატარა შემოსასვლელის გასაფორმებლად.
1. კონტრასტის პრინციპი
ნათელი შემოსასვლელი გაფორმებული კონტრასტის პრინციპით. ყვითელი კარი და შავი ფერის დეტალი ინტერიერს ელეგანტურს და დინამიურს ხდის. ფეხსაცმელების შესანახ ვიწრო კომოდს და დიდი სარკეს ცალკე ყურადღება უნდა დაუთმოთ.
2. კუთხური თაროები
შესაძლებლობის მიხედვით პატარა შემოსასვლეში მინიმალური ავეჯის რაოდენობით უნდა შემოიფარგლოთ, მაგრამ ღია თაროები შეგიძლიათ თამამად დაკიდოთ. მაგალითად, როგორც სურათზეა ნაჩვენები – მრავალ ფუნქციური ხის თაროები.
3. განივი ზოლები
გსურთ გრძელი და ვიწრო შემოსასვლელი ვიზუალურად უფრო ფართო გახადოთ? ამ შემთხვევაში, ფართო განივი ზოლების მქონე შპალერის გამოყენებას გირჩევთ. დამტკიცებულია, რომ გეომეტრიული პრინტი სივრცეს ვიზუალურად სამჯერ ზრდის.
4. განათება
მარტივი წესი დაიმახსოვრეთ: რაც უფრო პატარა სივრცეა, მით უფრო მეტი სინათლე სჭირდება. მრავალდონიანი ჭერი შეგიძლიათ თაბაშირ-მუყაოს ფენისგან გააკეთოთ, მაგრამ თითოეული კუთხის განათებაზე იზრუნეთ. პატარა, ვიწრო შემოსასვლელისთვის ოპტიმალური იქნება გასაჭიმი ჭერი და რამდენიმე ჩაშენებული სანათური.
5. ორიგინალური საკიდი
ყველა შემოსასვლელში სრულყოფილი კარადის ადგილი ვერ მოიძებნება, მაგრამ ეს დამწუხების მიზეზი არაა. სწორად შერჩეული საკიდის დახმარებით ზედა ტანსაცმლის დაკიდებას შეძლებთ. ყურადღება ორიგინალური დიზაინის მქონე საკიდს მიაქციეთ. ის არა მხოლოდ პრაქტიკული ელემენტი, არამედ სივრცის დეკორი გახდება.
6. ღია გარდერობი
ნათელი, პატარა შემოსასვლელი სკანდინავიურ სტილში, კუთხური თაროებით, რომლებიც სრულყოფილი ღია გარდერობის ფუნქციას ასრულებენ. ზედა თაროები კაუჭებით ტანსაცმლის, ქუდების და ჩანთების დაკიდების საშუალებას მოგცემთ, ხოლო ქვედა თაროებზე ფეხსაცმელების დალაგებას შეძლებთ.
7. კედლის გასწვრივ
თუ შემოსასვლელი ავეჯის გარეშე წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, მაშინ კარადა მხოლოდ ერთ კედელზე დადგით. ასე სივრცის ეკონომიას გააკეთებთ. იდეალური იქნება, თუ ისეთი ზომის ავეჯს შეარჩევთ, რომ ნივთებს შორის პატარა ხვრელები არ დარჩეს.
8. იატაკზე დასადები საკიდი
ნათელი შემოსასვლელი თანამედროვე სტილში, რომლის მთავარი დეტალიც ლაკონური, იატაკზე დასადები საკიდია. ეს მარტივი და იაფი ნივთი შეგიძლიათ ზედა ტანსაცმლის შესანახად სრულყოფილი კარადის სახით გამოუყენოთ.
9. ფერადი შპალერი
როცა საქმე პატარა სივრცეს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ ფერადი ყვავილებით და ზედმეტი დეტალებით არ გადატვირთოთ. გირჩევთ, სურათზე მოცემულ ინტერიერს ყურადღება მიაქციოთ. აქ ღია ფერის შპალერი ლამაზი პრინტით ქათქათა ავეჯს იდეალურად ერწყმის.
10. ჩაშენებული კარადა
ჩაშენებული კარადა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ვარიანტია თანამედროვე შემოსასვლელის გასაფორმებლად. უფრო ფუნქციური მოდელი შეარჩიეთ, რომელსაც ღია და დახურული თაროები, ასევე საკიდი, ყუთების შესანახი სივრცე ექნება.
11. დინამიკა
ამ შემოსასვლელის ინტერიერს ყურადღება მიაქციეთ: მოკრძალებული ზომების მიუხედავად საკმაოდ ფართოდ, თანამედროვედ და დინამიურად გამოიყურება. საჭირო ეფექტი იატაკის ორიგინალური ფილების დახმარებით მიიღწევა. ავეჯიდან მხოლოდ აუცილებელი ნაწილი გვხვდება. ჩაშენებული ვიწრო თარო დეკორატიული აქსესუარებით დამამთავრებელ დეტალს წარმოადგენს.
12. ვიწრო კარადა
შემოსასვლელი ვიწრო, ლაკონური კარადით, პატარა დასაჯდომით და წვრილმანის შესანახი რამდენიმე თაროთი ძალიან მოდურად და თანამედროვედ გამოიყურება.
13. დასავლეთის ტენდენცია
შემოსასვლელის მოწყობის შესანიშნავი დასავლური მაგალითი. კედლები ღია სექციებით და ტანსაცმლის საკიდებით, რბილი დივანი და ქვედა თარო ფეხსაცმლის შესანახად. ყველაფერი ეს ავეჯის ერთი ნივთია, რომელიც კონკრეტული ზომებით შეკვეთით დამზადდა.
14. ნიშის გამოყენება
პატარა შემოსასვლელი ნეიტრალური გამყოფით და ორიგინალურად გაფორმებული ნიშით. თაბაშირ-მუყაოს პატარა კედლის დახმარებით რაღაც კარადის მსგავსის შექმნა შეძლეს. ამრიგად, ბინის მფლობელებმა სივრცის დაკარგვის გარეშე თითოეული კვადრატული მეტრის სწორად ათვისება შეძლეს.