
ჯინსის ქსოვილი გამძლე და ხანგრძლივად გამოსაყენებელი მასალაა. სწორედ ამიტომ, როცა ძველი ჯინსი მოდიდან გადავა ან უკვე ზოგიერთ ადგილას გაცვდა, მათი გადაგდება დასანანია. ჯინსის ნაგავში გადაყრა ნამდვილად არ ღირს, რადგან მისი დახმარებით რამდენიმე სასარგებლო ნივთს წამებში შექმნით. ის სამზარეულოში, ბინაში თუ აგარაკზე გამოგადგებათ.
1. სასარგებლო გამოგონება სახლისთვის
ის, რაც მხოლოდ მაკრატლის დახმარებით ჯინსისგან შეგიძლიათ გააკეთოთ, ნამდვილად გონივრული და სასარგებლოა. პირველ რიგში, ჯინსის ზედა ნაწილი უკანა ჯიბეების ქვემოთა ნაწილამდე გადაჭერით. შემდეგ ჯინსის წინა ნაწილი ელვა შესაკრავიდან გვერდამდე მოაჭერით ისე, რომ საქამრეს და უკანა მხარეს არ შეეხოთ. ძველი ჯინსისგან მხოლოდ უკანა ნაწილი ჯიბეებით და საქამრე დარჩება. ასეთი წინასაფარი შეგიძლიათ ღილზე შეიკრათ და ჯიბეები გვერდზე ან წინ მოაქციოთ.
ძველი ჯინსიგან შექმნილი ხარისხიანი და გამძლე წინსაფარი ბაღსა თუ ბოსტანში მუშაობის დროს დაგეხმარებათ. ასე ბაღის მაკრატელი, სასუქი და თესლი ყოველთვის ხელთ გექნებათ. ავტოფარეხში შეგიძლიათ ინსტრუმენტების შესანახად გამოიყენოთ, როცა ავტომობილის შეკეთებას დააპირებთ. სახლის დალაგების დროს ტელეფონის, ხელთათმანების და უამრავი ჩვარის შესანახად გამოიყენეთ.
სასარგებლო ინფორმაცია: პირველი ჯინსი ლევი სტრაუსმა 1853 წელს გამოიგონა და ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი. თავიდან ამერიკულ ან ინგლისურ სამკერვალოში კანაფის ტილოსგან კერავდნენ. თავისი გამძლეობის წყალობით ფართოდ გავრცელებული გახდა. კანაფის შემადგენლობა ბამბით 1960-იან წლებში ჩაანაცვლეს. ქსოვილი უამრავი სასარგებლო ნივთის საწარმოოდ იყო განკუთვნილი.
2. სახლის ჩუსტები
ჯინსის ჩუსტები სახლის მოდური და ფუნქციური აქსესუარი გახდება. მისი ტარება აგარაკის ეზოში და საერთოდ მთელ სახლში კომფორტულია. თუ ძალიან მაგარ ოფისში არ მუშაობთ, სადაც მკაცრი დრესკოდია, ჯინსის ჩუსტები აქაც გამოგადგებათ. მასში სიცივეს ვერ იგრძნობთ და უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ფეხსაცმელი. უჩვეულო გარეგნობით კი ინდივიდუალურ სტილს შექმნით.
3. მოდური ხელთათმანები
ჯინსის ქსოვილი სამზარეულოს ხელთათმანების შესაკერად შესანიშნავი მასალაა. ის მოდურად გამოიყურება, მაგრამ სითბოს კარგად იჭერს და ხელებს დამწვრობისგან იცავს. უფრო მეტი საიმედოობისთვის შიგნიდან დალიანდაგებული საბნის ფენა დაუმატეთ.
4. კომფორტული ტელეფონის ჯიბე
ძველი ჯინსის ჯიბე შეგიძლიათ საყვარელი გაჯეტის ლამაზ დამჭერად გამოიყენოთ. შეგიძლიათ ელვა მიაკეროთ, რომ მოგზაურობაში მისი დაკეტვა შეძლოთ და ჩანთაში მშვიდად ჩადოთ. ასე საყვარელი ტელეფონი არ დაგიზიანდებათ.
5. ინსტრუმენტების შესანახი
გასაღებების შესანახად შეგიძლიათ ძველი ჯინსის ქსოვილისგან ასეთი საინტერესო რამ შექმნათ. ნებისმიერი ინსტრუმენტის შესანახად ძალიან გამძლე და მოდური ქეისი გამოვა.
6. ჩანთა ყოველი შემთხვევისთვის
ჯინსი გამძლეობით გამოირჩევა. ძველი ჯინსი შეგიძლიათ ახალი, ორიგინალური ჩანთის შესაკერად გამოიყენოთ. სარჩულისთვის ორიგინალური, პრინტებიანი ქსოვილი გამოიყენეთ. ამ ჩანთის ბონუსი იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ გადმოაბრუნოთ და კიდევ ერთი ახალი აქსესუარი მიიღოთ.
7. ჯინსის ხალიჩა
აი, რა მოხდება, თუ ძველ ჯინსს პატარა ნაჭრებად დაჭრით. ხალიჩის შესაქმნელად რამდენიმე საინტერესო ვარიანტი არსებობს. ასეთი უჩვეულო ჯინსის ხალიჩის შესაკერად შეგიძლიათ ძველი ჯინსის საქამრე, ქვედა მანჯეტები და შიდა ნაკერი გამოიყენოთ, რომლებიც უფრო გამძლე ნაწილებია. ასევე შეგიძლიათ ცალ-ცალკე სხვადასხვა ფერის ჯინსის კვადრატები შეკეროთ და შემდეგ გააერთიანოთ.
8. მოდური ქეისები ქილებისთვის
ჯინსის ქსოვილი უბრალოდ ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის შექმნილი. სწორედ ამიტომ, მარცვლეულის ტომრების, საკანცელარიო ყუთების ქეისების ან სანელებლების და ჩაის შესანახად წარმატებით გამოიყენება. შესასრულებლად საკმაოდ მარტივია, ხოლო სილამაზისთვის ნებისმიერი დეკორი დაუმატეთ: მაქმანი, მძივები ან ღია ფერის ფიგურები.
9. საბავშვო საფულე
ასეთი ჩანთა-საფულით ქუჩაში გასვლა ან კინოში წასვლა კომფორტული იქნება. შეგიძლიათ პირადი დღიური ან ბიჭების მიერ ნაჩუქარი ნივთები შეინახოთ. ძველი ჯინსებისგან უამრავი სასარგებლო ნივთი შეგიძლიათ შექმნათ.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.