
1. ხის ყუთებისგან დამზადებული თაროებიანი კარადა
ხის ყუთებისგან დამზადებული დიდი თაროებიანი კარადა იდეალურად ერწყმის ისეთ ინტერიერს, რომელიც გაფორმებულია სოფლის, სკანდინავიურ ან ქანთრის სტილში. ამ კარადის ფორმა და ზომა თქვენივე გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ.
2. დაკიდული თაროებიანი კარადა
როდესაც საქმე უნიკალური ავეჯის საკუთარი ხელით შექმნას ეხება, ყველაზე უჩვეულო და სხვადასხვა ტიპის მასალას ვიყენებთ. მაგალითად, ეს უნიკალური დაკიდული კარადა ძველი საწერი მაგიდის დეტალებისგანაა შექმნილი.
3. საკიდები
ჩვენი რედაქციის აზრით, პატარა ზომის ხეებისგან დამზადებული საკიდები, არაჩვეულებრივი დეკორაციაა ნებისმიერი ინტერიერისთვის. გარდა ამისა, ამ დეკორაციული საკიდების დასამზადებლად მასალა საკუთარ საზაფხულო კოტეჯში შეგიძლიათ იპოვოთ.
4. მაგიდა
ჯირკისა და მინის შესანიშნავი მაგიდა, რომლის დამზადებაც საკუთარი ხელით შეგიძლიათ, გაალამაზებს ნებისმიერ თანამედროვე მისაღებ ოთახს.
5. საწოლის თავის ფიცარი
ნებისმიერი დიზაინერი დაგვეთანხმება, რომ საწოლი, რომელსაც თავის ფიცარი აქვს, გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ასეთივე მოდელი მის გარეშე. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს საძინებელს მეტი ელეგანტურობა შეძინოთ, აუცილებლად გაუკეთეთ საწოლს თავის ფიცარი.
6. საწოლი
გსურთ ყოველ დილით ტროპიკულ კუნძულზე გაღვიძება? თუ ასეა, ბამბუკისგან დამზადებული ავეჯი სწორედ ის არის, რასაც ეძებთ. არაფერი სჯობს ამ ნატურალური ბამბუკისგან დამზადებულ უჩვეულო და განსხვავებულ საწოლს.
ბამბუკის ავეჯი თავისი სიმსუბუქით გამოირჩევა. ბამბუკის წნელები ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო მისგან დამზადებული ნებისმიერი ავეჯი თუ ნივთი ძალიან გამძლეა, მათი დამუშავება ძალიან პრაქტიკულია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევასა და მოვლას.
7. ტუმბო ბორბლებზე
გამოიცანით, რისგან შეგვიძლია დავამზადოთ ბორბლებზე შემდგარი ტუმბო? ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ 3 ცალი ხისგან დამზადებული პურის შესანახი ყუთი გჭირდებათ.
8. ყვავილების კიდული საწოლი
ფანერისგან დამზადებული ეს შესანიშნავი თაროებიანი კარადა არა ტანსაცმლის ან სხვა ნივთების შესანახად, არამედ ყვავილების ჩასარგავადაა განკუთვნილი. ასეთი დეკორაცია არა მხოლოდ ლამაზი და ორიგინალური, არამედ ძალიან მოსახერხებელია, იგი გიზოგავთ ადგილს ოთახსა და აივანზე.
9. კედლის ორგანიზატორი
ხის ყუთის ერთი მხრიდან და ლითონის მრავალი საკიდისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ელეგანტური და ფუნქციური კედლის ორგანიზატორი, რომელზეც ჩაის ფინჯნებს ან სამზარეულოს სხვა ნებისმიერ ინსტრუმენტს შეინახავთ.
10. ფიცრებისგან დამზადებული მაგიდა
მინიმალიზმის სტილში დამზადებული ვიწრო მაგიდა, რომელიც ათეულობით ვიწრო ფიცრისგანაა დამზადებული, იდეალურად ერწყმის სკანდინავიურ ან ხის ინტერიერს.