
ყოველმა გამოცდილმა ტურისტმა, ყოველი შემთხვევისთვის, უნდა იცოდეს, როგორ დაანთოს ცეცხლი არატრადიციული მეთოდებით, ყოველგვარი ასანთისა და სანთებელას გარეშე. ამ მეთოდების უმრავლესობა მოითხოვს გარკვეულ უნარ-ჩვევებსა და დიდ ძალისხმევას. ჩვენ დღეს გასწავლით ცეცხლის დანთების ერთ მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს ტომარის მეშვეობით.
ამ მეთოდის რეალიზაციისთვის თქვენ მხოლოდ პოლიეთილენის ტომარა, მშრალი ბალახი, ხის ქერქი, ხის პატარა მშრალი ტოტები და წყალი გჭირდებათ. მთავარი პირობა კი მზიანი ამინდია.
პირველ რიგში, მოიმარჯვეთ ხის ქერქი და პატარა ნაწილებად დაფშვენით, ამის გაკეთება ორი ქვითაა შესაძლებელი. რაც უფრო პატარა ზომის და მშრალი იქნება ხის ქერქის ხვნილი, მით უფრო კარგად გაღვივდება ცეცხლი. გირჩევთ მოიძიოთ მაქსიმალურად მუქი ქერქი, რადგან იგი უფრო სწრაფად აალებადია.
ამის შემდეგ, ხის ქერქის ფხვნილი, მშრალი ბალახი და პატარა ხის ტოტები მოათავსეთ ნათელ ადგილას. პირველ რიგში, მზის სინათლის მეშვეობით უნდა დაანთოთ ცეცხლი მზა ხის ქერქისგან, ამის შემდეგ კი უნდა გააღვივოთ იგი მშრალი ბალახითა და ტოტებით.
ი
იმისათვის, რომ წყლის ლინზამ იმოქმედოს, ცელოფნის პაკეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და სუფთა უნდა იყოს. დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო მეტია ლინზის დიამეტრი, მით მეტ მზის სინათლეს შეაგროვებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლს უფრო სწრაფად გააღვივებთ. მჭიდროდ დაიჭირეთ პაკეტის ბოლოები, რათა მან სფეროს ფორმა მიიღოს.
თუ თან არ გაქვთ წყალი, ხოლო ცეცხლის დანთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ლინზისთვის სითხის სახით შეგიძლიათ ადამიანის შარდი გამოიყენოთ.
იხილეთ ვიდეო: