10 ნივთი სახლში, რომელთა ვარგისიანობის ვადაც უკვე ამოიწურა და დროა, ნაგავში მოისროლოთ

ყოველ ნივთს აქვს ვარგისიანობის ვადა. ზოგს 1-2 წელი, ზოგს კი 2-3 თვე. იმისათვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ და არ დააზიანოთ თქვენი სახლი, აუცილებელია იცოდეთ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გამოცვალოთ ესა თუ ის ნივთი, ხელსახოცებიდან დაწყებული, სამედიცინო საშუალებებზე დამთავრებული.

1. დამაგრძელებელი

აღმოჩნდა, რომ დამაგრძელებელს კონკრეტული ვარგისიანობის ვადა აქვს, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი მას მანამ იყენებს, სანამ არ გაფუჭდება. თუ თქვენ დამაგრძელებლის ყველა შტეფცელს იყენებთ, მაშინ ამ მოწყობილობის ვადა 2 წლამდე გასტანს, ხოლო თუ თქვენ დამაგრძელებლის სრული სიმძლავრით არ იყენებთ, მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 5-6 თვე გახლავთ.

2. წყალბადის ზეჟანგი

ალბათ, ბევრი გაოცდება, როცა გაიგებს, რომ წყალბადის ზეჟანგის გამოყენება შეიძლება ბოთლის გახსნიდან არა უმეტეს 2 თვისა. ამ დროის გასვლის შემდეგ ეს პრეპარატი კარგავს ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ თვისებებს, რადგან მასში ჰაერმა უკვე შეაღწია.

3. სპორტული ფეხსაცმელი

თუ თქვენ ხართ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი, რეგულარულად დარბიხართ და დადიხართ სპორტდარბაზში, აუცილებლად უნდა იქონიოთ ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი. სამწუხაროდ, როდესაც მას ხშირად იცმევთ, მისი შენახვის ვადა არც ისე დიდია. პროფესიული სპორტული ფეხსაცმელიც კი დაახლოებით 500 კმ გარბენზეა გათვლილი, ხოლო თუ ჩვეულებრივ ფეხსაცმელს იყიდით, ეს მანძილი რამდენჯერმე შემცირდება. სპორტსმენები და ფიტნეს-ისნტრუქტორები ამბობენ, რომ ადამიანებმა, რომლებიც სპორტით ყოველდღიურად არიან დაკავებული, აუცილებლად უნდა შეცვალონ სპორტული ფეხსაცმელი ყოველ 6 დღეში. რამდენიმე თვის შემდეგ ასეთი ფეხსაცმელი მინიმუმ არაკომფორტული, მაქსიმუმ-ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.

4. ჩაის პაკეტები

ჩაის ყუთის გახსნის შემდეგ, თქვენ გაქვთ 6 თვე იმისათვის, რომ გამოიყენოთ ჩაის ყველა პაკეტი, რომლებიც ყუთშია მოთავსებული. მოცემული დროის გასვლის შემდეგ ამ ჩაის გამოყენება უკვე აღარ შეიძლება. ასეთი მცირე შენახვის ვადა განპირობებულია იმით, რომ პაკეტებში დიდი ოდენობით ჩაის მტვერია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სასმელის ხარისხზე.

უმჯობესია იყიდოთ დაუმუშავებელი ჩაი, იგი არა მხოლოდ გემრიელი და არომატულია, არამედ გაცილებით სასარგებლოც გახლავთ, მისი შენახვის ვადა კი 9-10 თვემდე მერყეობს.

5. საჭრელი დაფები

ხარისხიანი საჭრელი დაფებიც კი არ არის მუდმივი. ის დაფები, რომლებიც ხორცისა და ყველის დასაჭრელად გამოიყენება, მხოლოდ 12 თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო დაფა, რომელსაც ბოსტნეულისა და ხილის დასაჭრელად იყენებთ, 3 წლის განმავლობაშია ვარგისი.

6. მზისგან დამცავი სათვალეები

გოგოების უმრავლესობას აქვთ სათვალე, რომელსაც მხოლოდ ერთ სეზონზე იყენებენ. თუ თქვენ ძალიან უფრთხილდებით თქვენს საყვარელ სათვალეს და არც მოდის ტენდენციებს მისდევთ, დაიმახსოვრეთ, რომ ერთი და იგივე სათვალის ტარება მაქსიმუმ ორი 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ამ დროის შემდეგ, სათვალეები აღარ იცავს თქვენს თვალებს, ვინაიდან სათვალის ხშირი გამოყენებისას მზის ზემოქმედებით ნადგურდება სპეციალური ფერმენტი, რომელიც თვალებს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

7. კბილის პასტა და ჯაგრისი

სტომატოლოგები აცხადებენ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა კბილის ჯაგრისი უნდა გამოიყენოს არა უმეტეს 3 თვისა, ხოლო 12 წლამდე ბავშვებმა-არა უმეტეს 2 წლისა. მოცემული დროის შემდეგ, კბილის ჯაგრისი სათანადოდ აღარ წმნედს კბილებს და შესაძლოა მათ ზიანიც კი მიაყენოს. რაც შეეხება კბილის პასტას, მისი ვარგისიანობის ვადა 1 წელია, მაგრამ დროის ათვლა იწყება არა მისი გახსნის დღიდან, არამედ დამზადების დღიდან.

8. პირსახოცი

ბაქტერიების წარმოქმნისა და გამრავლებისთვის საუკეთესო ადგილი ნესტიანი ქსოვილია. სწორედ ამიტომ, თქვენი პირსახოცები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. დაიმახსოვრეთ, რომ აბაზანის პირსახოცები უნდა შეიცვალოს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო სამზარეულოსი კი-ყოველ 12 თვეში ერთხელ. რაც შეეხება სარეცხ პირსახოცებს, ისინი უნდა გააშროთ ყოველ დღე, რათა თავი აარიდოთ მასზე მავნე მიკროორგანიზმების წარმოქმნას.

9. სავარცხელი

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხშირად წმენდთ და რეცხავთ სავარცხელს, მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 1 წელია, ამ დროის შემდეგ, იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მასზე მუდმივად გროვდება სხვადასხვა მიკროორგანიზმები, ამიტომ, არ ღირს თქვენი თმის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება.

 10. ბიუსჰალტერი

რეგულარული ტარების დროს (კვირაში 3 დღე) ბიუსჰალტერი 2 წელში დეფორმირდება. ამ დროის შემდეგ ბრას გაწელვა გრძელდება და იგი არღვევს მკერდის სწორ ფორმას.