
ისინი, ვისაც აგარაკი აქვთ, ყოველ შაბათ-კვირას (ან უფრო ხშირად) დროს საკუთარ ნაკვეთზე ატარებენ. აგარაკზე ყურადღება არა მხოლოდ ბოსტნის ნაწილს, არამედ ეზოსაც უნდა მიაქციოთ, რომ სხეულმა და სულმა ერთნაირად გაიხაროს. ეს 15 კრეატიული იდეა შეგიძლიათ დღესვე გამოიყენოთ.
1. ლამაზი კვლები
ბოსტანი ცალკეული კვლებით უფრო მოვლილი და მიმზიდველი გახდება, ვიდრე ერთმანეთთან მჭიდროდ ჩარგული ბოსტნეულით. გამოსაყოფად შეგიძლიათ სპეციალური აწეული კვლები გამოიყენოთ, ან უბრალოდ ხის, აგურის ან პლასტმასის საშუალებით შემოღობოთ.
2. მრავალდონიანი კლუმბი
ჩვეულებრივი თუნუქის ქილებიდან შეგიძლიათ ყვავილების დასარგავად და ბაღის გასაფორმებლად ლამაზი, მრავალდონიანი კლუმბი გააკეთოთ. ამისთვის საშუალო ზომის თუნუქის ქილები, დეკორატიული ღორღი და წებო დაგჭირდებათ. ქილები გააფორმეთ, ერთმანეთს მიაკარით და პირამიდის ფორმა მიეცით. შეგიძლიათ ბაღში ან კუთხეში დადგათ. ასეთი კლუმბი პეტუნიას, პრიმულას ან ხავერდას გასაზრდელად გამოგადგებათ.
3. ყვავილების კარუსელი
ყვავილების ბაღის ცენტრში სხვადასხვა კომპოზიციები ძალიან ლამაზად გამოიყურება. მაგალითად, უსარგებლო, ნახმარი, გადასაგდებად გამზადებული მასალებისგან შეგიძლიათ ყვავილების კარუსელი გააკეთოთ, რომელიც თვალს გაახარებს და ნაკვეთის ორიგინალური დეკორი გახდება.
4. ბაღის მაგიდა
ძველი ნივთებისგან შეგიძლიათ მოდური, უნიკალური და პრაქტიკული რამ შექმნათ. მაგალითად, ხის კარი შეგიძლიათ ბაღის მაგიდის კარკასად გამოიყენოთ. ჯადოსნური ტრანსფორმაციისთვის კარის გარდა სასადილო მაგიდის ნაწილი და რამდენიმე ხის ყუთი გამოიყენეს.
5. ნატურალური საყვავილეები
თუ აგარაკზე რამდენიმე მასიური კუნძი გაქვთ, მაშინ ყვავილების მოდური კლუმბის შესაქმნელად გამოიყენეთ. ასეთი საყვავილეები ძალიან ლამაზია, ხოლო შექმნის პროცესი განსაკუთრებულ უნარებსა და დამატებით დანახარჯს არ მოითხოვს.
6. შედევრი ღობეზე
თუ საკმარისი ენერგია გაქვთ და ბევრი პლასტმასის ბოთლის თავსახურის შეგროვება შეგიძლიათ, ღობეზე ხელოვნების შექმნა სცადეთ. რა თქმა უნდა, თავსახურებისგან სურათის შექმნა არა ერთ დღეს და დიდი ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
7. ფერადი საბურავები
ნახმარი საბურავების გადაყრას არ გირჩევთ. ამ მტკიცე მასალისთვის ბაღში ადგილი მოიძებნება. საბურავის გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდია, შეღებოთ, დაჭრათ და დიდი კლუმბის შესაქმნელად გამოიყენოთ.
შენიშვნა: პლანეტაზე უამრავი ავტომობილი დადის. თითოეულს ოთხი ბორბალი აქვს, რომლებიც დროდადრო გამოცვლას საჭიროებს. ძველებს კი ვყრით. საბურავის რეზინა საკმაოდ მტკიცე მასალაა, რომელიც ძნელად იხრწნება. უფრო ეკოლოგიური იქნება, თუ მას სხვა მიზნით გამოიყენებთ. მაღალ ტექნოლოგიურ და თანამედროვე იაპონიაშიც კი ავტომობილების ძველ საბურავებს საკმაოდ ორიგინალური საბავშვო მოედნების შესაქმენლად იყენებენ.
8. საკვებური
დროდადრო სჯობს ჩვენი პატარა მეგობრები გავიხსენოთ. დაფიქრდით, თქვენს ნაკვეთზე ჩიტების საკვებური გაქვთ? თუ არა, სიტუაცია გამოასწორეთ და გააკეთეთ. ოღონდ პლასტმასის ბოთლის გაჭრით არ შემოიფარგლოთ. ფანტაზიას მოუხმეთ და ისეთი საკვებური შექმენით, რომელიც თვალს გაახარებს და ნაკვეთს დაამშვენებს.
9. საზაფხულო საშხაპე
ხის დაფებისგან შექმნილი საზაფხულო საშხაპე ნათელი მტკიცებულებაა, რომ ღია ცის ქვეშ კონსტრუქცია აუცილებლად ცუდად არ უნდა გამოიყურებოდეს.
10. მაგიდა
ხის მაგიდა ჩაშენებული ონკანით, რომელიც ელექტრო კაბელის უზარმაზარი რგოლისგან არის გაკეთებული. რა თქმა უნდა, ასეთი მაგიდის ქონა ყველას არ შეუძლია, მაგრამ შანსის გამოჩენისას იცით, თუ რა უნდა გააკეთოთ.
11. დიზაინერული ბილიკი
გსურთ ნაკვეთს განსაკუთრებული სტილი და ხიბლი მიანიჭოთ? ბაღის ნაკვეთი განსაკუთრებული გახადეთ. ამისთვის ბევრი ხის ნაჭერი დაგჭირდებათ, რომლებიც უნდა დაამუშაოთ, სურათებით მორთოთ და ლაქით დაფაროთ.
12. ხარახურის ტრანსფორმაცია
პრაქტიკულად ავეჯის ნებისმიერი ნივთი შეგიძლიათ ბაღისთვის არტ-ობიექტად გადააქციოთ. ეს შემოქმედებითი მებაღეების მიერ დამტკიცებულია. ძველი თუჯის აბაზანა, ველოსიპედი, სკამი ან კომოდი შეიძლება ორიგინალური კლუმბი გახდეს.
13. ქოხი
რამდენიმე მაღალი ტოტისგან შეგიძლიათ მცოცავი მცენარეებისთვის უჩვეულო მხარდაჭერა გააკეთოთ. როცა მცენარე გაიზრდება, ეს ხის ბოძები პატარა, ზღაპრულ კარავად გარდაიქმნება, სადაც მზისგან დამალვას და ბავშვებისთვის სათამაშო ზონის მოწყობას შეძლებთ.
14. ავეჯი
ძველი საბურავის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი. ასეთი უჩვეულო ავეჯი ბაღის ნაკვეთს დაამშვენებს და დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი გახდება.
15. დეკორატიული ქვები
და ბოლოს, ბაღისთვის საყვარელი, პატარა დეკორაციული ნივთების შესაქმნელად. ბავშვებთან ერთად ამ საქმეს რამდენიმე საათში გაუმკლავდებით. თქვენ დაგჭირდებათ წვრილი კენჭები და სპეციალური საღებავები. კენჭები მორთეთ, შემდეგ შემოსაღობად ან კლუმბების და კვლების გასაფორმებლად გამოიყენეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.