
უნდა ვაღიაროთ, რომ უმეტესობა ჩვენგანი აივანს ნაგვის დასაგროვებლად იყენებს. აქ ხვდება სამშენებლო მასალების ნარჩენები, ქილები, ძველი ნივთები, რომელთა გადაგდება გვენანება, მაგრამ დანიშნულებით ვეღარ ვიყენებთ. არადა, როგორ გვინდა რომ აივანი ან ლოჯია ისე გამოიყურებოდეს, როგორ ინტერიერის დიზაინის ჟურნალებშია. ყველაფერი თქვენს ხელთ არის. უბრალოდ სხვა კუთხით უნდა გაიხედოთ და სახლში საკუთარი ოაზისი მოაწყოთ.
1. ლიმონის სიახლე
რა თქმა უნდა, ღია აივანზე ზამთარში დიდხანს ვერ გაჩერდებით. დრო მოვიდა საკუთარი აივნის დიზაინზე იფიქროთ. პირველ რიგში უსარგებლო ხარახურა მოიშორეთ და სივრცე მოაწესრიგეთ. პატარა, ღია ფერის მაგიდა, ერთი ან რამდენიმე სკამი, რამდენიმე ბალიში დადგით. ატმოსფერო დეკორის პატარა ელემენტებით და ქოთნის ყვავილებით გააფორმეთ.
2. თანამედროვე ელეგანტურობა
თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ფანტასტიკური ლოჯია ორ ფუნქციურ ზონად არის გაყოფილი: სამუშაო სივრცედ და ლაუნჯი ბარის მაგიდითა და მუქი ფერის სკამებით. ატმოსფეროს კრემისფერი ფარდები ასრულებს.
3. რუსტიკალური სტილი
დიდებული ლოჯია ერთ კედელზე აგურის ფილებით, პანორამული ფანჯრებით, დიდი კომფორტული სავარძლით და კომპაქტური ხის მაგიდით. ასეთ ატმოსფეროში ამინდის და სეზონის მიუხედავად დროის გატარება სასიამოვნო იქნება.
4. ჰამაკი
წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი ნივთის დახმარებით აივანზე ზღაპრული კომფორტის და სიმყუდროვის შექმნა შეიძლება. ეს ნივთი კი ჰამაკია. ყურადღება არასტანდარტულ, ფერად მოდელებს მიაქციეთ. გარემო ბევრი მწვანე ქოთნის მცენარეებით დაასრულეთ.
5. მინიმალიზმი
ლაკონური ვიწრო ლოჯია მაღალი ფანჯრის რაფით, ბარის სკამებით და კომპაქტური დივანი ლურჯი ბალიშებით – მინიმალური დანახარჯით კომფორტული სივრცის შექმნის შესანიშნავი მაგალითია.
6. დიდი დივანი
საკმაოდ ფართო სივრცის მქონე ლოჯია, რომლის ხიბლს დიდი ხის სადგამის მქონე კუთხური დივანი წარმოადგენს. იატაკზე შეგიძლიათ მწვანე ფერის ხალიჩა დააფინოთ.
შენიშვნა: ხის სადგამიდან დამზადებული ავეჯი უკვე დიდი ხანია სამრეწველოდან ტრენდის კატეგორიაში გადავიდა. ავეჯის წარმოების სფეროს სპეციალისტები აღიარებენ, რომ სატვირთო სადგამები მაღალხარისხინი ხისგან მზადდება, ხოლო მათი გამოყენების ვადა საკმაოდ მცირეა. შედეგად სამშენებლო სფეროში დასაქმებულებს ბევრი ხის მასალა რჩებათ. მათ წაღებას რომ არ დაელოდონ, დიზაინერებს და ხელოსნებს დიდი ფასდაკლებით ყიდიან.
7. პროვანსი
ეს სტანდარტული აივანი შესანიშნავი მაგალითია, რომ საკუთარი ხელით და მცირე ხარჯებით სივრცის გარდაქმნა შესაძლებელია. ამის მოსაწყობად ყველაზე უბრალო გრძელსკამი, რამდენიმე რბილი ნივთი და პატარა მაგიდა დაგჭირდებათ. გარემო შეგიძლიათ ხელნაკეთი ნივთებით შეავსოთ: პუფი, ხალიჩა, ნაქსოვი სალფეთქები და ფერადი ბალიშისპირები.
8. გლამური
გლამურული, ღია ვარდისფერ ფერში გაფორმებული სივრცე ზედმეტი ბრწყინვალების გარეშე. ავეჯიდან აქ მხოლოდ პატარა დივანს და მინიმალისტურ მაგიდას შეხვდებით. ატმოსფეროს შესაქმნელად განათება, სურათი, დეკორატიული განათება და ლარნაკია გამოყენებული.
9. პერსპექტივა
თუ აივნის ვიზუალურად გაზრდა გსურთ, გირჩევთ ფოტო შპალერი გამოიყენოთ. მათი დახმარებით პირდაპირი მნიშვნელობით კედლებს გააქრობთ და უსასრულო სივრცის ილუზიას შექმნით.
10. დასასვენებელი ოთახი
სწორად შერჩეული ავეჯის და დამატებითი ნივთების გამოყენებით აივანზე კიდევ ერთი სრულყოფილი ოთახი შეგიძლიათ შექმნათ. ამის ნათელი მაგილითია ეს ლოჯია, რომელიც თეთრ-მოყვითალო ფერებშია გაფორმებული, აქვს ყავის ზონა, დიდი კარადა, ხალიჩა, მწვანე მცენარეები და განათება. ასეთ ადგილას სეზონის მიუხედავად დღის და ღამის გატარება სასიამოვნო იქნება.
11. შეხვედრის ადგილი
თანამედროვე ლოჯია ერთ კედელზე ქვის ფილებით, ორიგინალური მაგიდით და რბილი კუთხის დივნით შესანიშნავი ადგილია, რომ მეგობრებთან ერთად მხიარული საღამო მოაწყოთ.
12. ჯადოსნური ციალი
ღია აივანი უბრალო დივნით. კომფორტს მოციმციმე გირლიანდები ქმნის, რომელიც სივრცეს რბილ გაფანტულ სინათლეს ანიჭებს.
13. მწვანე ოაზისი
ზაფხულში ღია აივანი შეგიძლიათ დასასვენებელ ადგილად და ნამდვილ ოაზისად გადააქციოთ. ამისთვის მაღალი სტელაჟი დაგჭირდებათ, რომელიც შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, ან უკვე მზა შეიძინოთ. სტელაჟი კედელს მიადეთ, მცენარეების ქოთნებით გაავსეთ. აივნის კუთხეში დათბუნული სავარძელი დადგით და თბილი და ჯადოსნური მწვანე არომატით სიამოვნება მიიღეთ.
14. პატარა, მწვანე მდელო
გსურთ ქალაქის ცხოვრება მრავალფეროვანი გახადოთ? აივანი ფერად მდელოდ გადააქციეთ. ამისთვის მოაჯირი ღია ფერში შეღებეთ, ხალიჩა დააფინეთ და მინდვრის იმიტაცია შექმენით. მსუბუქი მაგიდა და რამდენიმე სკამი დადგით. ასევე შეგიძლიათ სანაპიროს ქოლგა გაშალოთ. გარემო ორიგინალური ქოთნის ყვავილებით და ქაღალდის გირლიანდებით შეავსეთ.
15. ბოტანიკური ბაღი
ვიწრო ლოჯია კრემისფერი ზონით მცენარეების სურათებით კედელზე და პატარა დივნით, რომელიც მაღალი ოთახის მცენარეებში ჩაფლულია. ეს ადგილი ინტროვერტის და ბუნების მოყვარულისთვის კომფორტული დასასვენებელი გახდება.
16. კლასიკა
სტანდარტული ვიწრო ლოჯიას მოდური და ლაკონური დიზაინი, რომელიც კონტრასტების პრინციპით არის მოწყობილი. თეთრი ნაწილი აქ მუქი ფერის ავეჯს უფრო მეტად გამოკვეთს.