
მცირე საცხოვრებელი ფართი ბევრი ოჯახის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, ამიტომ, მათ მოუწევთ ამ დისკომფორტის ატანა, ან მასთან შეგუება, მაგრამ არსებობს სხვა გზაც, გამოიყენოთ ისეთი ავეჯი, რომლებიც ნაკლებ ადგილს წაგარმთევთ და სხვა საგნებისთვისაც დაგრჩებათ თავისუფალი სივრცე.
თუ საძინებელ ოთახში არ არის საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ კომოდი ან მთლიანი კარადა მოათავსოთ, საწოლი სათავსოებით საუკეთესო გამოსავალია. ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გიჩვენებთ უჩვეულო, მაგრამ ძალიან პრაქტიკული საწოლების რამდენიმე ვარიანტს.
საწოლი მოძრავი უჯრებით
1. ასეთი საწოლი არა მხოლოდ საიმედოდ შეინახავს სახლისთვის საჭირო ყველა ნივთს, არამედ ინტერიერსაც გაგილამაზებთ.
2. ეს ავეჯი კი ნამდვილი მხსნელია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან ფეხსაცმელს.
3. თუ ასეთ საწოლს იქონიებთ, ნამდვილად არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ სად შეინახოთ ზამთრობით ზაფხულის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
4. საწოლის გორგოლაჭებიანი უჯრები არ კაწრავს იატაკს, ამიტომ, იგი ნებისმიერი ტიპის იატაკზე შეგიძლიათ მოათავსოთ.
5. ასევე სივრცის ეკონომიისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მაღალი საწოლი, რომელზეც მხოლოდ კიბის მეშვეობით შეძლებთ ასვლას. სამაგიეროდ, შესანახი ადგილი უფრო ბევრია.
6. ხანდახან, მხოლოდ უჯრებიანი საწოლი არ არის საკმარისი, ამიტომ, შეგიძლიათ შეიძინოთ საწოლი, რომელსაც ქვეშ მთელი კარადა აქვს.
7. მაგრამ თუ მხოლოდ საწოლის თეთრეულის შესანახი ადგილი გჭირდებათ, მაშინ უბრალოდ ორ უჯრიანი საწოლი შეარჩიეთ.
8. თუ ავეჯის მაღაზიებში ვერ იპოვით ისეთ საწოლს, რომელიც თქვენ გჭირდებათ, დღესდღეობით ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მარტივად შეგიძლიათ ავეჯის მწარმოებლებს შეუკვეთოთ ნებისმიერი სტილისა და ვიზუალის საწოლი, სასურველი რაოდენობის უჯრებითა და სათავსოებით.