როგორ გავწმინდოთ აბაზანის მილი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გაწმინდოთ აბაზანის მილი საშინაო პირობებში, მინიმალურ დროში. ამ სტატიის ნახვის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ სანტექნიკის გამოძახება, პრობლემას საკუთარი ხელით მოაგვარებთ.

აბაზანის წმენდა

აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად ადამიანი ასზე მეტ ღერ თმას კარგავს. თუ მამაკაცების მოკლე თმა საკანალიზაციო მილს პრობლემას არ უქმნის, ქალის გრძელი თმა ძალიან მალე ჭედავს საკანალიზაციო მილს, რაც თვეში რამდენჯერმე საჭიროებს მის გაწმენდას.

აბაზანის მილის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლუნჟერო. ამისათვის, ჩაასხით წყალი აბაზანაში და საცობით დახურეთ ხვრელი. შემდეგ ამოიღეთ აბაზანის საცობი, მის ნაცვლად დააყენეთ პლუნჟერი და შეასრულეთ რამდენიმე ძლიერი ვერტიკალური მოძრაობა. სიბინძურე ზემოთ ამოვა და შემდგომში მისი გაწმენდა ძალიან მარტივი იქნება.

თუ აბაზანის მილში ძალიან ბევრი თმაა დაგროვილი, მაშინ მის გასაწმენდად პლუნჟერით ვერაფერს გახდებით. ასეთ შემთხვევაში გამოგადგებათ სპეციალური სახელურიანი კაბელები. კაბელს უბრალოდ მოათავსებენ აბაზანის ხვრელში, ხოლო მის სახელურებს აბრუნებენ.

მილში გაჭედილი თმები ეხვევა კაბელზე, შემდეგ კი კაბელის გარეთ გამოტანის დროს თმაც მარტივად მოყვება მას. ნამდვილად არასასურველი დასანახია, თუმცა ეფექტური.

თუმცა, თუ კაბელი მოოქროვილი ფოლადისგან, სპილენძისგან ან პლასტმასისგანაა დამზადებული, შესაძლოა მან დააზიანოს აბაზანის მილი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური კაუჭი, რომლის გამოყენებასაც გირჩევთ ჩვენი რედაქცია.

ეს მოწყობილობა ისმება კანალიზაციის მილში, შემდეგ მასზე არსებულ ზამბარას უნდა დააჭიროთ და კაუჭიც გაიხსნება. თუ მილი გაჭედილია, მისგან კაუჭის ამოღება ცოტა რთული იქნება. კარგად მოქაჩეთ და გამოდევნეთ მილიდან ყველაფერი, რაც მასში წყლის ჩადინებას უშლიდა ხელს.

ასეთი მოწყობილობებს სანტექნიკის მაღაზიებში მარტივად იპოვით, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. თუ ამ მოწყობილობას ვერ შეიძენთ, შეგიძლიათ აბაზანის მილების გასაწმენდად კოქტეილის ჩვეულებრივი მილი გამოიყენოთ.