
უნიკალური მომავლის ქალაქი არკოსანტი დღემდე პლანეტის ყველაზე უჩვეულო ეკო-დასახლებად ითვლება. მისი უტოპიური პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა პაოლო სოლერიმ შეიმუშავა, რომელიც მთელი ცხოვრება არა მხოლოდ ბუნებასთან მაქსიმალურ ერთობაზე ოცნებობდა, არამედ საკუთარი ფილოსოფია შექმნა, რომლის გამოხატვას უჩვეულო ფორმის შენობებით ცდილობდა. სამწუხაროდ, მშენებლობა დაუსრულებელი დარჩა, მაგრამ ასეთი სახითაც კი ფანტასტიკური სახლები ჰიპების თავშესაფარი და ნამდვილი ტურისტული მექა გახდა.
ქალაქი არკოსანტის მშენებლობა არიზონის შტატში, ფენიქსიდან 100 კმ მოშორებით ჯერ კიდევ შორეულ 1970 წელს დაიწყეს. ის პაოლო სოლერიმ შეიმუშავა, რომელმაც საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით ეკო-უტოპია მოიფიქრა და ფანტასტიკური სახლების არქტიტექტურული ფორმებით გამოხატა. მას შემდეგ პაოლო თანამედროვე ეკოლოგიური არქიტექტურის მამა-დამფუძნებლად ითვლება, რომელსაც არკოლოგია ეწოდა.
შენიშნვა: არკოლოგია – არქიტექტურის და ეკოლოგიის სინთეზია. პროექტის შედგენის, მშენებლობის და მოწყობის დროს მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურ ფაქტორებს ენიჭება. ახალი ტენდენციის პრინციპი ადამიანის და ბუნების მჭიდრო კავშირს ეფუძნება, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიაყენონ.
ამჟამად მხოლოდ 13 შენობაა აშენებული, მაგრამ მშენებლობა გრძელდება, თუმცა არა იმ მოცულობით და სიჩქარით, როგორც თანამედროვე ეკოსაზოგადოების შთამაგონებელი ოცნებობდა. თავიდან მის გეგმაში ნამდვილი მომავლის ქალაქის აშენება შედიოდა, სადაც მინიმუმ 5000 ადამიანი იცხოვრებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
დღეს დასახლების ტერიტორიაზე მხოლოდ 150-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათ დასახმარებლად მოხალისეები ხშირად მოდიან, ასევე სტუდენტები, რომლებიც არკოლოგიას პრაქტიკაში სწავლობენ.
უჩვეულო ქალაქის პროექტირებისას სოლერი თავის თანამოაზრეებთან ერთად საკმაოდ ცივილურ დასახლებას ქმნიდა. სახლები ისეა დაპროექტებული, რომ ბუნების ენერგია მაქსიმალურად გამოიყენონ, ამასთან მათ დამანგრეველი ზიანი ნაკლებად მიაყენონ.
დღემდე უზარმაზარი და სიტყვაუხვი მაჩვენებელი თავის სტუმრებს ხვდება: „თუ ნამდვილად გაწუხებთ დაბინძურების, ნარჩენების, რესურსების შემცირების, სიღარიბის, მჭიდრო დასახლების, სეგრეგაციის, შეუწყნარებლბის პრობლემები, ასევე დედამიწის, ჰაერის და ბიოლოგიური მრავალფეროვნებს დაცვა, შემოგვიერთდით“. ეკოლოგიური საფუძლებისა და არქიტექტურული ფორმების სინთეზით სოლერმა ისეთი ქალაქის შექმნა სცადა, სადაც ადამიანი ბუნების ნაწილი გახდებოდა და არა ჯალათი.
მისი საკმაოდ სწორი და პრაქტიკული ჩანაფიქრით ადამიანს უნდა ეცხოვრა, ემუშავა და დაესვენა მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით. ხელოვნური განათების, ტრანსპორტის საშუალების და ნებისმიერი სხვა ურბანული დამღუპველი სარგებლის გამოყენება მინიმუმამდე უნდა დაეყვანათ. ასეთი ავტონომია ურთიერთობის სრულ გაწყვეტას არ გულისხმობდა, მაგრამ კონფიდენციალობის დაცვა პრიორიტეტული იყო.
თავად პროექტის ავტორი ოცნებობდა, რომ პროექტი უმოკლეს დროში, მაქსიმუმ 5 წელში დასრულდებოდა. შთამბეჭდავი ლოზუნგების, სწორი ფსიქოლოგიური და მორალური დოგმების და ფიქრების მიუხედავად ქალაქის მშენებლობა არ დასრულებულა და პროექტის სტადიაზე დარჩა, თუმცა მას სრულ უტოპიას ვერ ვუწოდებთ.
ბოლო დროს, ის, რაც შექმნილია, ტურისტების ყურადღებას იწვევს, რადგან ქალაქი არა მხოლოდ ეკოლოგიური იდეებით არის უნიკალური. მისი ფანტასტიკური არქიტექტურა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ასეთი უჩვეულო დასახლება ერთგვარ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა, სადაც ბევრი თანამედროვე სპეციალისტი სწავლებას გადის, ხოლო უფრო გატაცებულები არკოსანტში რჩებიან, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ეკო-უტოპიის შემქმნელი პაოლო სოლერი 2013 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაუსრულებელი ქალაქი მისი გეგმის მხარდაჭერებისთვის უნიკალურ ადგილად რჩება.
ისინი არა უბრალოდ ტერიტორიაზე ზრუნავენ, არამედ მშენებლობას აგრძელებენ, ბრინჯაოს და თიხის ზარებით ცოტა ფულს გამოიმუშავებენ, რომელსაც ტურისტები ყიდულობენ. ასევე ყველა შესაძლო არაფორმალურ ფესტივალებს და ექსკურსიებს აწყობენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს უჩვეულო დასახლებაა ორიგინალური არქიტექტურით, აქ ტურისტების ნაკადი არ წყდება. მათ საკუთარი თვალით სურთ ფანტასტიკური ფორმების შენობების ნახვა, რომლებმაც რეჟისორებს უცხოპლანეტელების ცივილიზაციაზე ფილმების გადაღება შთააგონა. ეკოლოგია უნიკალური სახლების პროექტს გვერდს არ უვლის, რადგან პლანეტა სავალალო მდგომარეობაშია. უჩვეულო არქიტექტურამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არსებობს შესაძლებლობა იცხოვროთ კომფორტულად ისე, რომ გარემო არ გაანადგუროთ, მაშინაც კი, თუ მის სარგებელს აქტიურად გამოიყენებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.