10 სახლი უჩვეულო ადგილას, რომელთა მფლობელებმაც შეძლეს მათი შენარჩუნება

ურბანიზაციის ხანაში, როდესაც ელვის სისწრაფით იზრდება ქალაქები, ჯერ კიდევ არსებობს კუნძულები, სადაც შეხვდებით სახლებს, რომლებიც გამოირჩევა საერთო არქიტექტურული ფონისგან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულებით განსხვავდება თანამედროვე მშენებლობებისგან, მესაკუთრეები ჯიუტად აცხადებენ უარს მათთან განშორებაზე. დღეს ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 10 ასეთ შენობას.

1. ნახევარი სახლი ტორონტოდან (კანადა), უდრეკი მეპატრონესგან

ტორონტოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა უამრავ ქალაქში, არსებობს მრავალი ბინა, რომლებსაც ორი სხვადასხვა მეპატრონე ჰყავს. აი, რა ხდება, როდესაც მხოლოდ ერთი მათგანი ყიდის თავის საკუთრებას.

2. უზარმაზარი საოფისე შენობა მელბურნში (ავსტრალია) და მისი შუაგული

როდესაც მეპატრონემ უარი თქვა სახლის გაყიდვაზე, არქიტექტორებს მოუწიათ გეგმის შეცვლა. შედეგი კი საკმაოდ საინტერესო და კრეატიული გამოდგა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პატარა საცხოვრებელი სახლი და უზარმაზარი მინის შენობა ერთმანეთის გვერდიგვერდ ჰარმონიულად გამოიყურება და იდეალურად ავსებს ერთმანეთს.

3. “სენდვიჩ-ჰაუსი”, ნიუ-იორკი (აშშ)

მერი კუკის სახლთან არსებული ყველა ბინის მფლობელმა საკუთარი უძრავი ქონება დეველოპერს მიჰყიდა, რადგან ამ უბანში ფართო, მრავალსართულიანი შენობების აშენებას გეგმავდნენ. მაგრამ ქალბატონი მერი კუკისთვის იმდენად ძვირფასი და ფასდაუდებელი იყო თავისი ბინა, რომ არ გაყიდა მიწის კუთვნილი წილი და ახლა იგი აღმოჩნდა ნამდვილ “მონსტრებს” შორის. ამ უბნის მაცხოვრებლები შენობას ხუმრობით “სენდვიჩ-ჰაუსს” უწოდებენ.

 4. მეცნიერულ სამყაროსთან ახლოს (პორტლანდი, აშშ)

რენდალ ექერი ცვლილებების დიდი წინააღმდეგი იყო და არაფრით დათანხმდა საკუთარი სახლის გაყიდვას მას შემდეგაც კი, რაც ამ უბანში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა გაყიდა საკუთარი უძრავი ქონება და სხვა ტერიტორიაზე გადასახლდა, იმისათვის, რომ ამ ადგილას ქალაქის ახალი უნივერსიტეტი აშენებულიყო. ხოლო როდესაც ჯიუტმა მეპატრონემ გაიგო, რომ აკადემიური კორპუსების მეზობელი იქნებოდა, ძალიან გაუხარდა და ახლა ამაყობს კიდეც, რომ დაუახლოვდა მეცნიერულ სამყაროს, თუნდაც ასეთი უცნაური გზით.

5. არისტოკრატული სტილის კუნძული ორ ცათამბჯენს შორის (მანჰეტენი, აშშ)

ეს ულამაზესი შენობა, რომელმაც დიდებული ვიქტორიანული სტილი შემოგვინახა, “ჩაეკვეხა” მაღალსართულიან კორპუსებს შორის, იგი ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ზემო-ვესთსაიდში მდებარეობს.

6. კაფე დარჩება თავის ადგილზე. (რუბე, საფრანგეთი)

ზუსტად ბელგიის საზღვართან მდებარეობს ულამაზესი ფრანგული ქალაქი რუბე, რომელიც საკმაოდ სწრაფად შენდება. მის ერთ-ერთ უბანში დაგეგმილია გრანდიოზული მშენებლობა, ამ უბნის ყველა მაცხოვრებელმა დიდი ხნის წინ გაყიდა თავისი უძრავი ქონება, მაგრამ იქვე არსებული პატარა კაფეს მფლობელმა სალახ უჯანმა კატეგორიული უარი თქვა მის მიერ დაარსებული კაფეს გაყიდვაზე, რომელშიც 46 წლის განმავლობაში მუშაობდა.

7. “მილიონ დოლარიანი კუთხე” ნიუ-იორკში (აშშ)

“მილიონ დოლარიანი კუთხე”-ეს ზედმეტსახელი შეარქვეს ვიწრო, 5 სართულიან კორპუსს, რომელიც ნიუ-იორკში, ჰარალდის მოედანზე მდებარე გიგანტური სავაჭრო ცენტრის “მეისის” გვერდით მდებარეობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ შენობას წინა მფლობელები ზღაპრულ ფასს ადებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინათ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრის გახსნა. ამბობენ, რომ ამას პრინციპის კი არა, იმის გამო აკეთებდნენ, რომ მეისის უდიდესი კონკურენტი სიგელ-კუპერი, სხვა მსხვილი სავაჭრო ცენტრის მფლობელი ამ გზით ცდილობდა შეეჩერებინა მშენებლობა.

8. ედით მეისფილდის ლეგენდარული სახლი სიეტლში (აშშ)

ამ სახლს ძალიან უჩვეულო ბედი ხვდა წილად, რომელიც სიეტლის ერთ-ერთ უბანში “ბალარდის” კომერციული ცენტრის ჩარჩოში მოექცა. მეტიც, ამ სახლმა და მისმა მფლობელმა ედით მეისფილდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა კვარტლის განახლებისას, რომელშიც დაანგრიეს სხვა არსებული სახლები. თავდაპირველად, მან უარი თქვა 1 მლნ. დოლარის კომპენსაციაზე იმ მიზეზით, რომ როგორც თვითონ ამბობდა, იქ ცხოვრობდა დედამისი, რომელსაც არ სურდა თავისი სახლის დატოვება.

მაგრამ, დედის გარდაცვალების შემდეგ, ედითმა მაინც ვერ შეძლო მისი ბინისგან განშორება, ამიტომ, კომერციული ცენტრის მეპატრონეს მოუწია პროექტის შეცვლა იმისათვის, რომ ედით მეისფილდის სახლი ხელუხლებელი ყოფილიყო. ამ კონფრონტაციის მიუხედავად, ქალბატონი დაუმეგობრდა მშენებლობის მთავარ ინჟინერს ბარი მარტინომს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ედითს, მან კი მადლობის სახით ბარის უანდერძა თავისი ქონება.

9. ორმაგი სახურავი და მექანიკური ძრავები (შვეიცარია)

შვეიცარიაში ალმენდსტრასეს მარშრუტით მგზავრობისას მგზავრებს იშვიათად ეცემათ ხიდის ქვეშ არსებული სახლის ნახვის შესაძლებლობა, გაეცნონ მესაკუთრის სიჯიუტეს, რომელიც მზად არის გაწიროს თავისი ჯანმრთელობა თავისი პრინციპების გამო. ამ ადამიანის გამო სახლს ეწოდება “ჯიუტი ადამიანის სახლი”.

10. სახლი ავტომაგისტრალის შუაგულში (ჩინეთი)

ისეთ უცნაურ ფენომენს, როგორიც მაგისტრალის შუაგულში მდებარე მარტოხელა სახლია, მხოლოდ ჩინეთში თუ შეხვდებით. გზებსა და ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე ჩინელი არქიტექტორები და ინჟინრები მზად არიან მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, საცხოვრებელი კვარტლების მშენებლობის დროს მათ გააჩნიათ სათადარიგო პროექტები, რომლებიც დაეხმარებათ მათ, გვერდი აუარონ ნებისმიერ წინაღობას.