
ყველა, ვისაც ოდესმე წაუკითხავს რუსული ხალხური ზღაპრები, გაიხსენებს, როგორ გამოიყურება ქათმის ფეხებზე შემდგარი ბაბა-იაგას სახლი. როგორც აღმოჩნდა, ამ ზღაპრული სახლის იდეა უძველესმა რუსებმა ნორვეგიელი არქიტექტორებისგან ისესხეს, რომლებსაც საკუთარი ხალხური ხელოვნების საფუძველზე უკვე შექმნილი ჰქონდათ ხელოვნების ნიმუშები. ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ბაბა-იაგას სახლს არა მხოლოდ ნახატებზე, არამედ რეალურადაც იხილავთ რამდენიმე ადგილას.
ზღაპრული კოშკების, ქოხებისა და ფაცხების ნახატები, რომლებიც ზღაპრის წიგნში ოდესმე გინახავთ, რუსების წინაპრებმა ვარიაგებისგან ისესხებს. პირველად, სწორედ ვიკინგმა პრინცებმა, რურიკმა, ტრუვორმა და სინეუსმა შეიტანეს რუსეთში ტრადიციული ნორვეგიული არქიტექტურა, რომლებმაც, დროთა განმავლობაში ახალი კონტურები შეიძინა და დღესდღეობით რუსული ხალხური ხელოვნების ნიმუშად ითვლება.
ქათმის ფეხზე მდგარი შენობების ეს უჩვეულო კონსტრუქცია წარმოიშვა იქიდან, რომ ასე სახლი ჭარბი ტენიანობისგან იყო დაცული და მღრღნელებიც ნაკლებად აღწევდნენ შიგნით. ჩვეულებრივ, ქათმის “ფეხზე” დგამდნენ საკუჭნაოებსა და თავლებს, რომლებშიც განსაკუთრებით ღირებულ ნივთებსა და საკვებ მარაგს ინახავდნენ.
გარდა იმისა, რომ ასეთი კონსტრუქციები ძალიან პრაქტიკული იყო, ქათმის “ფეხების” შეცვლა ნებისმიერ დროს შეგეძლოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაგებობები წარმოადგენდა ჩვეულებრივ ბეღელსა და თავლას, არქიტექტორები ყოველთვის ცდილობდნენ, თავიანთი ქმნილება სხვადასხვა ჩუქურთმით გაეფორმებინათ, რომლებსაც ფარული მნიშვნელობა ჰქონდათ და ისინი ამულეტებად ითვლებოდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამ ნაგებობათა სახურავები, რომლებსაც განსაკუთრებული ხერხით ამზადებდნენ, პირველ რიგში, ამონტაჟებდნენ ხის კარკასს, რომელზეც ჭვავის ჩალას ამაგრებდნენ, შემდეგ კი ზემოდან ბალახის ფენას აკრავდნენ. ასეთი მრავალფენიანი სისტემა იდეალურად ინახავდა ოპტიმალურ მიკროკლიმატს შენობის შიგნით და იცავდა მათ ხშირი ხანძრებისგან, ვინაიდან, ნედლ ბალახზე ცეცხლის გაჩაღება ძალიან რთულია.
ნორვეგიას შეუძლია იტრაბახოს არა მხოლოდ ქათმის ფეხზე მდგომი სახლებით, მათ მიერ სპეციალური ხერხით აშენებული კაბინებით, რომლებიც იქცნენ ამ ქვეყნის ბრენდად, როგორც ხის უძველესი არქიტექტურული ძეგლები.
შეჩერებული ეკლესიები გახლავთ ხის კარკასისგან დამზადებული ეკლესიები, რომლებსაც X-XIII საუკუნეებში ჩრდ. ევროპის ტერიტორიაზე აშენებდნენ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მსგავსი ნაგებობა მხოლოდ ნორვეგიაშია შემონახული. ამ კონსტრუქციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის ასაშენებლად 1 ცალი ლურსმანიც კი არ გამოუყენებიათ. პრაქტიკულად ასეთივე მეთოდით აგებდნენ ვიკინგები თავიან ცნობილ დრაკარებს-დრაკონის გემებს.
ყველაზე საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ ეკლესიას არა მხოლოდ სტრუქტურა ჰქონდა ისეთივე, როგორიც გემს, არამედ ნამდვილი ანძაც გააჩნდა მას, რომელიც წარმოადგენდა მაღალ მორისგან დამზადებულ ჯოხს და იგი დამონტაჟებული იყო ეკლესიის შუაგულში. ამასთან, ძველი არქიტექტორები შემდეგ მეთოდს იყენებდნენ ტენიან კლიმატში ხის დასაცავად: მას სამჯერ მაინც უსვამდნენ ხის ფისს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი საზღვაო ხომალდისთვის იყო განკუთვნილი თუ უჩვეულო ტაძრისთვის.
ეკლესიისთვის ძალიან უჩვეულო ატრიბუტი გახლდათ მის სახურავზე არსებული დრაკონის ქანდაკება, რომელიც გემის ფესვებიდან მომდინარეობს და გადმოტანილ იქნა რელიგიურ შენობებში. ასეთი დეკორაციებით გაფორმებულ ეკლესიებს მხოლოდ ნორვეგიაში შეხვდებით.
იმ დროისთვის, ნორვეგიელ მშენებლებს, რომლებიც ხისგან აგებდნენ სახლებსა და ეკლესიებს, ხის ნაგებობების დეკორაციისთვის არ გააჩნდათ თავიანთი სტილი, ამიტომ, ევროპული არქიტექტურის ფონზე იმდროინდელი ნაგებობები საოცრად ლამაზი იყო.
მეცნიერების მტკიცებით, მსგავსი ტიპის ეკლესიებს ინტენსიურად აშენებდნენ შუა საუკუნეებში, როდესაც სკანდინავიის ტერიტორიაზე ქრისტიანობა გავრცელდა. ასეთ შესანიშნავ ნაგებობებს, როგორც წესი, სამეფო სასამართლო აფინანსებდა, ამიტომ მოხერხდა ორი ათასამდე შედევრის აგება, მაგრამ დღეისათვის მხოლოდ 28 ნიმუშია შემონახული.
ამ ნაგებობების უმრავლესობა ისტორიული მუზეუმის “ნორსკ ფოლკმუზეუმის” კულტურულ ნიმუშს წარმოადგენს.