
პატარა ქალაქი შეფშეუნი, რომელიც მაროკოს კედრების ჩრდილში იმალებოდა, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებისთვის ცნობილ და პოპულარულ ადგილად იქცა და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ქალაქი ძველი სახლებიდან დაწყებული, ეზოებითა და ტროტუარებით დამთავრებული, მთლიანად ლურჯ-ცისფერ ტონალობაშია შეღებილი. ბუნებრივია, რომ ასეთი სილამაზე ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს.
ამ ულამაზეს ქალაქს ადამიანების უმრავლესობა იცნობს, როგორც “ლურჯი ქალაქი” ან “ლურჯი მარგალიტი”. ეს სახელი შეფშეუნმა უნიკალური არქიტექტურისა და მისი ლურჯ-ცისფერი ტონალობის წყალობით შეიძინა.
ქალაქის ქუჩებში სეირნობისას, ტურისტები, მხატვრები და ფოტოგრაფები ცდილობენ საკუთარ გონებაში აღბეჭდონ თითოეული ჩრდილი, თითოეული შეხება ცისფერი და ლურჯი ფერისა, რომელსაც ასზე მეტი ვარიაცია აქვს.
ჩვენი რედაქციის ავტორებმა მოიძიეს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს ქალაქი ასეთ ფერებში გამოწყობილი. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ქალაქის კოლორიტს წარმოადგენენ ლტოლვილი ებრაელები, რომლებმაც 1942 წელს, ესპანეთიდან გამოძევების შემდეგ აქ იპოვეს თავშესაფარი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლიური კანონების თანახმად, ლურჯი და ცისფერი ფერები ტალითში გახვეულ მლოცველის სიმბოლოდ აღინიშნება და უზენაეს ღმერთს გვაგონებს, ებრაელებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ახალი თავშესაფარი სხვადასხვა ტონალობის ლურჯში შეეღებათ, რათა ღვთის კურთხევა მიეღოთ.
თუ თავდაპირველად სახლებს მხოლოდ შიგნიდან ღებავდნენ ლურჯ ფერებში, დროთა განმავლობაში ისინი ისე გაიტაცა ამ ყოველივემ, რომ თანდათან სახლის ფასადებიც, ქუჩებიც, ეზოებიც და საერთოდ, ყველაფერი შეღებეს ლურჯთან არსებულ ფერებში. იმის გათვალისწინებით, რომ შეფშეუნს 500 წლის განმავლობაში წმინდა ქალაქის სტატუსი ჰქონდა და წარმართებისთვის ამ ქალაქში შესვლა აკრძალული იყო, ამასთან, მის მცხოვრებლებს სიკვდილის შიში ჰქონდათ, ქალაქის არქიტექტურა და ტრადიციები კარგად იქნა შემონახული.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ წარმართებისთვის ამ ქალაქში სტუმრობის შეზღუდვა სრულიად სერიოზული იყო, რადგან ყველა, ვინც შეფშეუნში ჩუმად სცადა შეპარვა, ყველას ძალიან ცუდი ბედი ეწია. ნახევარი ათასწლეულის მანძილზე მხოლოდ სამმა წარმართმა შეძლო ამ ქალაქში წარმატებით შეღწევა. ფრანგი მკვლევარი, ჩარლზ ეუგენ ფუკალტი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი ამ ქალაქის მიწაზე 1883 წელს, რაბინის (მღვდელმსახურის) სახით, ქალაქში მხოლოდ 1 საათს გაძლო. რამდენიმე წლის შემდეგ, ჟურნალისტმა უოლტერ ჰარისმა, ბომჟის სახით ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დღით იცხოვრა. მესამე სტუმარი კი ამერიკელი მისიონერი, უილიამ სამერსი გახლდათ, რომელიც დასჯას ვერ გადაურჩა. იგი ძალიან სწრაფად გაშიფრეს და მოწამლეს.
1912 წლის ისტორიული მონაცემების თანახმად, ესპანურმა ჯარებმა დაარღვიეს ეკლესიის ყველა კანონი, შეიჭრნენ ქალაქში და მას შემდეგ, წმინდა ქალაქი შეფშეუნი მთელი სამყაროსთვის ღიაა. მისი წარმატებული ადგილმდებარეობისა და უჩვეულო სილამაზის გამო, იგი ძალიან სწრაფად იქცა ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ახსნის ქალაქის ლურჯ ფერებს. ზოგიერთი “ნატურალისტი” ამტკიცებს, რომ ლურჯ-ცისფერი ჩრდილელბი აშინებს კოღოების ჯგუფს, რომლებიც ამ რაიონში დიდი რაოდენობით არიან. მართალია, ეს ვერსია ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მას მაინც აქვს არსებობის უფლება.
და, ბოლო ვერსია, რომელიც ახსნის, თუ რატომაა მთელი ქალაქი ლურჯი ფერის, ბევრად რეალური და პრაქტიკულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონში მთელი წლის განმავლობაში ანათებს მცხუნვარე მზე, და იქ მაცხოვრებელთა აზრით, თეთრი ფერი ძალიან მავნეა, გადაწყვიტეს მთელი ქალაქი ცივ ლურჯ და ცისფერ ფერებში შეეღებათ.
ქალაქის უძველესმა მოსახლეებმა ლურჯი ფერის ჩრდილების მიღება ველური სამკურნალო მცენარისგან შეძლეს, რომელიც ამ ქალაქში ხარობს. მის წვენს უმატებდნენ ლაიმს და ასე იღებდნენ წმინდა ცის ფერს. მას შემდეგ, მოსახლეობა ცვლის ინგრედიენტებს და ქმნის ამ ულამაზეს ლურჯ-ცისფერ ჩრდილებს.