როგორ შევარჩიოთ ინტერიერის შესაფერისი ფარდები

ოთახი ფარდების გარეშე არასრული და ნაკლებად მიმზიდველია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფარდა აფუჭებს ინტერიერს, მნიშვნელობა არ აქვს, იგი ძვირადღირებულია თუ არა. არსებობს სხვადასხვა სტილის, მასალის, ტექსტურისა და ფერის ფარდები და ბადისებრი ქსოვილები, ამიტომ, ძალიან რთულია მათი სწორად შერჩევა.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ფარდები სწორად, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ.

ფარდები თანამედროვე ინტერიერში

1. მოცულობითი კარნიზი

ხშირად სახლებში ვხვდებით მასიურ კარნიზებს, სხვადასხვა დეკორაციული ორნამენტებით გაწყობილს. ასეთ შემთხვევაში ფარდა ძალიან უბრალოა, ან საერთოდ არ შეესაბამება ინტერიერის კონცეფციას. იდეალური კარნიზი გახლავთ ის, რომელიც საერთოდ არ ჩანს. უმჯობესია იგი ფარდისა და ბადის უკან იმალებოდეს, ვიდრე მთელი კედლის გამოსახულება დაამძიმოს.

კარნიზმა ინტერიერი სრულყოფილი უნდა გახადოს. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ისინი ჭაღთან შეხამებით შევარჩიოთ. კარნიზის ფერი და მასალა უნდა იმეორებდეს ჭაღის კარკასის ფერს.

2. სამეფო ფარდები

სამეფო, მრავალფენიან ფარდებს, ყველა სახის რუშებითა და ფურფუშებით, თანამედროვე ეპოქაში ხშირად შეხვდებით მოკრძალებულ ინტერიერში ან 90-იანი წლების ავეჯთან. ისინი მცირე ზომის ოთახებს კიდევ უფრო აპატარავებენ. ფანჯრის ასეთი დეკორაცია მისაღებია კერძო სახლში, სანაც უფრო მეტი სივრცეა. ტიპურ ბინაში ასეთი ფარდების გამოყენება ნამდვილად არ ღირს.

როდესაც პატარა ბინებში მსგავს სილამაზეს აწყდებით, ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს რემონტი ფარდებისგან დაიწყო, სხვა დანარჩენისთვის კი თანხა არ იყო საკმარისი. მინიმალიზმი საშუალოსტატისტიკური ადამიანის ინტერიერის საუკეთესო მეგობარია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს გადაიხდის ადამიანი რემონტში, ან რამდენად ძველია მისი ავეჯი, მთავარია პროპორციისა და გემოვნების შეგრძნება გააჩნდეს მას.

3. ჭრელი ფარდები

თუ გადახედავთ ინტერიერის შექმნის პროგრამებს, დაინახავთ, რომ დიზაინერები ხშირად არჩევენ ნათელ ფერებს. მაგრამ მთავარია გახსოვდეთ, რომ ოთახის ინტერიერი მთლიანობაში უნდა იყოს შერწყმული. თუ ოთახის კედლები ღია ცისფერ ფერებშია შეღებილი და მასზე ღია სალათისფერ ყვავილებიან ფარდებს დაკიდებთ, ძალიან უცნაური სანახავი იქნება. იდეალურია ფარდა, რომელიც მსუბუქი ქსოვილითა და მკაცრი ორნამენტებითაა გაფორმებული.

4. მეტალი, ოქრო

ხანდახან ოქროს ფერი ინტერიერს ძალიან შეესაბამება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროსფერი ელემენტები, მაგრამ ისინი ჭარბად არ უნდა იყოს. ოქროსფერი ქსოვილი კარგად ენაცვლება მოყავისფრო-მოყვითალო ტონალობას. ასე ინტერიერი ბევრად უფრო მსუბუქი და ლაკონური ხდება. ქამელეონისებრი და სხვა ბრჭყვიალა ქსოვილისგან დამზადებული ფარდების ჰარმონიული შერწყმა ხშირად გამოცდილ დიზაინერებსაც კი უჭირთ.

5. ჭარბი დეკორი

ბევრი-არ ნიშნავს კარგს. ხანდახან ადამიანებს ისე ძლიერ სურთ საკუთარი ფანჯრების გაფორმება, რომ პროპორციის შეგრძნებას კარგავენ. თუ ფარდას აქვს ნახატები, თქვენ კი მას ფოჩებითა და ფურფუშებით გააფორმებთ, არ ღირს მასზე ხელოვნური პეპლების დამაგრება, რადგან ეს ოთახის ინტერიერისთვის ნამდვილად ზედმეტი იქნება.

არსებობს მარტივი წესი-ბადეზე არსებულმა ნახატმა უნდა გადაფაროს ფარდები. ასევე, ფარდები არ უნდა იმეორებდეს იგივე ნახატებსა და პრინტებს: თუ ოთახის კედლები მსუბუქი ვარდისფერია და ამობურცული ყვავილის ფურცლებითაა მოხატული, ფარდები არ უნდა იყოს ზუსტად იგივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავის სილამაზეს დაკარგავს.