ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ შექმნილი 9 შენობა, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

პირველად, იუნესკოს საერთაშორისო პროგრამის არსებობის ისტორიაში, მისი დაცვის ქვეშ მოხვდა თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა. სულ ახლახან გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ცნობილი “ორგანული” არქიტექტურის მეტრის, ფრენკ ლოიდ რაიტის 8 შეუდარებელი ნაშრომით აშშ ორგანიზაციის რუკაზე გამყარდა, ახლა რაიტის პროექტები არქიტექტურის იმ უდიდეს შედევრთა სიაშია, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს და აფასებს.

8 თანამედროვე შენობა იუნესკოს სიაში

1. “სახლი ჩანჩქერზე” პენსილვანიაში (1936-39 წლები)

Fallingwater – ეს ყველაზე გამოჩენილი პროექტია, რომელიც უკვე არაერთი ათწლეულია “ორგანული” არქიტექტურის ეტალონად ითვლება, რომელიც დაქორწინებული წყვილის, ედგარ და ლილიან კაუფმანებისთვის შეიქმნა.

2. სოლომონ რ. გუგენჰაიმის მუზეუმი ნიუ-იორკში (1956-59 წლები)

Guggenheim Museum – უკვე ნახევარი საუკუნეა, ფრენკ ლოიდ რაიტის ყველაზე გამოჩენილ ქმნილებად ითვლება და დღემდე გვაოცებს უნიკალური დიზაინითა და განუმეორებელი სილამაზით.

პროექტის ავტორის ჩანაფიქრით, სტუმრები, რომლებიც უზარმაზარ სპირალურ შენობაში ავიდოდნენ, დაინახავდნენ გუგენჰაიმის უნიკალურ კომპოზიციებს, რომლებზეც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი, დაწყებული XIX საუკუნიდან, დღემდე.

3. გერბერტ და კეტრინ ჯეიკობსების სახლი მედისონში, შტატი ვისკონსინი (1936-37 წლები)

The Herbert Jacobs House – შესრულებულია ორიგინალურ სტილში, რომელიც ფრენკ რაიტმა შეიმუშავა. ეს აბსოლუტურად არაძვირი სახლი მედისონელი ჯეიკობსის წყვილისათვის, პირველ “ამერიკულ საცხოვრებლად” იქცა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება, ევროპული არქიტექტურის პოსტულატებისგან. მის შესაქმნელად, ძირითადად, აგური და ხე გამოიყენეს.

4. ოუკ-პარკის გაერთიანების ტაძარი, ჩიკაგო (1906-08 წლები)

უჩვეულო ტაძარი Unity Temple თანამედროვე არქიტექტურის მამის მიერ შეიქმნა ჯერ კიდევ საქმიანობის დასაწყისში, ექსპერიმენტატორის სახით.  ხანძრის შემდეგ, რომელმაც სრულად გაანადგურა უნიტარული ტაძარი, რაიტს მისი ხელახლა შექმნა მოუხდა. რამდენადაც სამშენებლო ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო, მას პროექტის გაიაფება მოუხდა. მაშინ გადაწყვიტა რკინა-ბეტონის გამოყენება, რაც, საბოლოოდ, სამშენებლო ინდუსტრიაში უდიდეს წინსვლად იქცა.

5. ფრედერიკ რობის სახლი ჩიკაგოში(1908-10 წლები)

The Frederick C. Robie House – ესაა ფრენკ რაიტის პირველი შეიარაღება, რომელიც “სახლი პრერიებში” სტილში დააპროექტა. 100 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იგი შედევრად აღიარეს, ქალაქგარე ვილების სერიაში, რომელთაც რესპექტაბელური ფასადი და ნოვატირული სივრცითი კომპოზიცია აქვთ.

6. “მალვის სახლი” ლოს-ანჯელესში (1918-21 წლებში)

სახლ-თეატრ Hollyhock House-ის უაღრესად ორიგინალური კონცეფცია ფრენკ რაიტმა შეიმუშავა ნავთობის მაგნატის ქალიშვილისთვის. ჩანაფიქრის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი გააერთიანეს თეატრალურ კომპლექსში, ამიტომ შენობის ერთი მხარე ნამდვილი სცენის ორგანიზებისთვისაა შექმნილი, ხოლო მეორე – ორანჟერეას ეთავსება. მფლობელმა ვერ დააფასა ნაშრომი და სახლი ქალაქს მიჰყიდა, ხელისუფლებამ კი იგი ხელოვნების გალერეად აქცია, რომელიც, დროთა განმავლობაში, მუზეუმად იქცა და აშშ-ს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის სტატუსი მიენიჭა.

7. ფრენკ ლოიდ რაიტის სახლი-სტუდიო არიზონაში (1938 წელი)

თანამედროვე არქიტექტურის მეტრმა საკუთარი სახლი თავის საფირმო სტილში “სახლი პრერიებში” დააპროექტა. უჩვეულო სახლი, რომელიც არიზონას უდაბნოშია განლაგებული და რამდენჯერმე ხელახლა აშენდა ხანძრების გამო, თუმცა, უნიკალურობა მაინც შეინარჩუნა. ამ რეზიდენციაში, ფრენკი 1938 წლიდან არამხოლოდ ცხოვრობდა ზამთარში, არამედ Frank Lloyd Wright-ის საკუთარი სკოლაც შექმნა.  მისი გარდაცვალების შემდეგ, 1959 წელს ეს სახლი არქიტექტურის სკოლის მთავარ კორპუსად იქცა ტალისინში, სწორედ იქ მდებარეობს ახლა ფრენკ რაიტის ფონდი.

8. ტალიესინ I, II, III სპრინგ-გრინში (1911-59 წლები)

ეს ფრენკ რაიტის ყველაზე ხანგრძლივი პროექტია, რომელზეც იგი 1911 წლიდან მუშაობდა. მიწის უდიდესი მონაკვეთი, 323 ჰა, რომელსაც მისი ბებია და ბაბუა ფლობდნენ, მისი შთაგონების წყარო იყო Taliesin North სახლის შესაქმნელად. ტრაგიკული მოვლენების გამო, რომლებიც ამ სახლში მისი აშენების შემდეგ დატრიალდა, არქიტექტორმა იგი ხელახლა ააშენა და უჩვეულო სივრცედ აქცია, თუმცა, იგი მაინც სულ უფრო ორიგინალური და ლამაზი ხდებოდა.

როგორც ისტორიამ დაამტკიცა, თანამედროვე არქიტექტურული ობიექტები, ყველაზე მცირე ზომის სახლები ხეზე თუ ფუტურისტული ცათამბჯენი, ისევე, როგორც უძველესი ტაძრები და გასაოცარი სასახლეები, ძალიან დიდ გავლენას ახდენს კაცობრიობის არსებობაზე.