16 იდეა მაღალი კვლებისთვის, რომელიც მაქსიმალური მოსავლის მიღებასა და ბაღში ადგილის გაზრდაში დაგეხმარებათ

აგარაკის სეზონზე ყველა მებაღე ცდილობს ბოსტნეულს, ხილს, კენკრას მოუაროს, რომ შემდეგ კარგი მოსავალი მიიღონ. ამ საქმეში მნიშვნელოვან ფაქტორსს წარმოადგენს არა მხოლოდ თესლი და ნერგი, არამედ ადგილი, სადაც მის დარგვას აპირებთ. ე.წ. აწეული კვლები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შესაძლოა, ამ სიამ რაღაც მსგავსის გაკეთება შთაგაგონოთ.

1. შტაბელი

თუ რამდენიმე ხის შტაბელი გაქვთ, ეს მასალა ბაღში აწეული კვლების გასაკეთებლად გამოიყენეთ. მისგან ორი სახეობის კვალის გაკეთება შეიძლება: მაღალი, რომელსაც პირამიდის მსგავსი ფორმა ექნება და მეორე, აწეული, როცა შტაბელი მიწაზე ჰორიზონტალურად მაგრდება.

2. გაბიონის ელემენტები

გაბიონის ელემენტები აწეული კვლების გასაკეთებლად საუკეთესო მასალაა. ასეთი კონსტრუქციის უპირატესობა მის ხანგრძლივად გამოყენებაში, ძლიერ გარეგნულ მხარესა და აუცილებლობის შემთხვევაში ადვილად დაშლის შესაძლებლობაშია.

3. ბორბლები

აწეული კვლებისთვის ნებისმიერი მასალა გამოდგება. მაგალითად, ძველი ავტომობილის ბორბლებისგან მსგავსი სახის ინსტრუქცია შეგიძლიათ შექმნათ.

4. თივა

როგორც უკვე ითქვა, შემოსაზღვრავად ნებისმიერი მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთ-ერთი ვარიანტია – თივა.

გამოყენება: აწეული კვლები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ უკვე პოპულარობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თივა გადასაფარებლის როლსაც ასრულებს, მიწას ათბობს და ნერგებს გადარჩენას ხელს უწყობს და მომწიფების პროცესს აჩქარებს.

5. გადაჭრილი მორი

აწეული კვლების შემოსაზღვრავად ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა, რადგან ის ნებისმიერ მებაღეს აქვს. ერთადერთი ნაკლი – ხე ტენს და სიცხეს ცუდად იტანს, შესაბამისად მომავალი წლისთის მისი შეცვლა მოგიწევთ.

6. პროფნასტილი

აწეული კვლები პროფნასტილის ღობით – კიდევ ერთი შესანიშნავი იდეაა მცენარეების გასაზრდელად, რომლის რეალიზებას ნებისმიერ აგარაკზე შეძლებთ. მასალა მზეზე სწრაფად ხურდება, შიგნით ნერგები კომფორტულ ტემპერატურას სწრაფად შექმნიან, რაც სწრაფ გაღვივებას ხელს შეუწყობს.

7. მრავალსართულიანი აწეული კვლები

თუ აწეული კვლების არა მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება, არამედ ესთეტიკა გაინტერესებთ – ეს იდეა თქვენთვისაა. ხის მრავალსართულიანი კონსტრუქცია დეკორის ელემენტი გახდება.

8. აგურის კვლები

აგური და წებოვანი ბლოკი ნაკვეთზე აწეული კვლების შესაქმნელად გამოგადგებათ. თუ ხარისხიან მასალაზე ფულს არ დაზოგავთ, კონსტრუქცია ძლიერი იქნება და მის გამოყენებას დიდხანს შეძლებთ.

9. ყუთები

ხის ფირფიტებისგან დამზადებული აწეული კვლევები, რომლებიც თხელი ფირფიტების დახმარებით რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი – მრავალფუნქციური პლანტატორის შესაქმნელად შესანიშნავი მაგალითია.

10. პლასტმასის კონტეინერები

მაღალი კონსტრუქციას ხის საყრდენებით და გაჭრილი პლასტმასის ბოთლებისგან მცენარის სუპერ სწრაფად გასაზრდელად გამოდგება.

11. პლასტმასის ყუთები

კიდევ ერთი უჩვეულო მეთოდი აწეული კვლების შესაქმნელად, როემლიც ჩვეულებრივი პლასტმასის ყუთის გამოყენებას გულისხმობს. ასეთ კვლებში ბოსტნეულის და ხილის გაზრდას საკუთარ აივანზეც შეძლებთ.

12. მინი-სათბური

თუ აპირებთ მცენარე მანამ დარგოთ, სანამ ქუჩაში დათბება, მხოლოდ აწეული კვლებით ვერ გამოძვრებით. ამ ამოცანას მაღალი ხის ყუთი გაუმკლავდება, რომელსაც ზაფხულობით შეგიძლიათ წყალგაუმტარი ქსოვილი დააფაროთ. ერთგვარი სათბური გამოვა, სადაც მცენარეს ქარი და ღამის ყინვა არ შეაწუხებს.

13. პლასტმასის ბოთლები

ღობის სახით ცარიელი პლასტმასის ბოთლები გამოიყენეთ. ასეთი იდეა გამოადგება მათ, ვინც სრულყოფილი აწეული კვლებისთვის ჯერ მზად არაა და გამარტივებული ფორმით რაღაც მსგავსის ცდა სურს.

14. ბეტონის კონსტრუქცია

თუ აწეული კვლების გამოყენებას დიდი ხნით აპირებთ და მის განლაგებაზე ზუსტად ჩამოყალიბებული ხართ, ყურადღება ბეტონის კონსტრუქციას უნდა მიაქციოთ. სხვა მასალასთან შედარებით ბეტონი ყველაზე საიმედო და საკმაოდ ხელმისაწვდომია.

15. პატარა სახლი

შესანიშნავი აწეული კვლები დახურული ფორმით, რომელიც პატარა სახლს ჰგავს – შესანიშნავი იდეა მათთვის, ვინც მცენარის დარგვას ადრეულ გაზაფხულზე აპირებს.

16. სპირალი

ორიგინალური აწეული კვლები სპირალის ფორმით, რომელიც დეკორატიული ქვებისგან კეთდება. წინა ვარიანტებისგან განსხვავებით, ასეთი კვალი არა მხოლოდ მწვანილის და ბოსტნეულის გასაზრდელად, არამედ ყვავილების დასარგავად შეგიძლიათ გამოიყენოთ.