
დიზაინერები უწყვეტად ქმნიან ისეთ ნივთებს, რომლებსაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება ევალებათ. ეს შეიძლება იყოს როგორც მოსახერხებელი თერმომეტრი, ისე სამზარეულოს თაიმერი და ა.შ. ჩვენ შევაგროვეთ 17 საყვარელი, საინტერესო და ნამდვილად გამოსადეგი ნივთი, რომელთა ღირებულებაც ნამდვილად არ დაგაფრთხობთ.
1. თავსახური
ეს მომხიბლავი თავსახური ჩაის დაყენებაში გეხმარებათ. ნაკეთობა შესრულებულია სილიონში, რომელიც უძლებს -40 და +260 გრადუსს, მჭიდროდ ეკვრობა ფინჯანს. დასაყენებელი ჩაის გარდა, თავსახურის გამოყენება შეიძლება ცივი სასმელის დასაცავად მაცივარში არსებული სუნისგან.
2. საკიდები კარადისთვის
მოსახერხებელი საკიდი, რომლის განთავსებაც სამზარეულოს კარადის კარის შიდა მხარეს შეიძლება, იტევს საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებს. ჩვენი აზრით, რამდენიმე ასეთი საკიდი, რომელთა ფასიც 10 ლარს არ აღემატება, დაგეხმარებათ სამზარეულოს წესრიგში მოყვანაში.
3. ჯაგრისების ყუთი
მოიშორეთ ჯაგრისებისთვის განკუთვნილი ძველი ჭიქები. ტენის გამო, მასში სწრაფად ჩნდება საშინელი ნადები. მის ნაცვლად გთავაზობთ ფლასტმასის ფუტლარებს პატარა ხვრელებით, რომლებიც სითხეს აორთქლების საშუალებას აძლევს.
4. სტიკერი-თერმომეტრი
ყველა მშობელმა, რომელსაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ტემპერატურა პატარასთვის, იცის, თუ რამდენად მტანჯველი შეიძლება იყოს ეს რამდენიმე წუთი. ამ პრობლემას სტიკერი-თერმომეტრი გადაჭრის, რომელიც პატარას შუბლზე უნდა მიაწებოთ, რამდენიმე წუთში კი ზუსტ შედეგს მიიღებთ. ერთი ზოლის გამოყენება განმეორებით შეგიძლიათ 48 საათის განმავლობაში.
5. მილების გამწმენდი მოწყობილობა
ჩვენი ინფორმაციით, მილების გაჭედვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია თმა, რომელიც მილში გროვდება. ამ პრობლემას სპეციალური მოწყობილობა გაუმკლავდება ვიწრო, გრძელი პლასტმასის ჩხირითა და უამრავი კბილანით.
6. ზარდახშა სამკაულებისთვის
მომხიბლავი ზარდახშა, შესრულებული ცნობილი ნამცხვრის ფორმაში, უსაფრთხო ადგილია სამკაულებისთვის.
7. გრაფიტის სტიკერი
პატარა ბავშვების მშობლებს ხშირად უხდებათ კედლების წმენდა ბავშვური შემოქმედებისგან. თუმცა, ასეთ უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ, თუ რამდენიმე გრაფიტის სტიკერს შეიძენთ. ბავშვები სიამოვნებით დახატავენ ასეთ დაფებზე.
8. სამზარეულოს თაიმერი
თუ მრავალფეროვანი, საყვარელი ნივთები მოგწონთ სამზარეულოში, ეს თაგვის ფორმის თაიმერი ნამდვილად მოგეწონებათ.
9. სუფრის ატრიბუტები
აგარაკზე ან ლაშქრობის დროს რომ არ იწვალოთ ერთჯერადი დანა-ჩანგლით, შეიარაღდით მსგავსი ნაკრებით. ეს ნაკრები შედგება კოვზის, ჩანგლის, ჩინური ჩხირებისა და პატარა ფუტლარისგან შედგება.
10. სპირალური დანა
პატარა, სპირალური დანა სოსისების ჩაჭრაში დაგეხმარებათ. მისი გამოყენება შეიძლება სახლშიც, სოსისების გამოსაცხობად, თუმცა, ჩაჭრილი სოსისი ყველაზე გემრიელად ცეცხლზე იწვება.
11. ფინჯანი მბრუნავი მექანიზმით
ტექნოლოგიები ერთ ადგილას არაა გაჩერებული და არ წყვეტს ჩვენს გაოცებას, ადამიანის ცხოვრებას მუდმივად ამარტივებს. ამის ნათელი მაგალითია მბრუნავი მექანიზმის მქონე ფინჯანი, რომლის დახმარებითაც არ მოგიწევთ სასმლის მორევა მომზადების შემდეგ.
12. კერამიკული დანა
მკვეთრი ფერის დასაკეხი დანა ერთგული დამხმარეა სამზარეულოსა და მოგზაურობაში. დანა საკმარისად ბასრი და გამძლეა, რაც ნებისმიერი პროდუქტის დაჭრის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო მისი კომპაქტური ზომა მის თან ტარებას ამარტივებს.
13. შტამპები
შინ მომზადებული ორცხობილების მოყვარულები გაიხარებენ, თუ მათ ასეთი საყვაელი შტამპების ნაკრებს აჩუქებთ.
14. დანების ნაკრები
მოდური და სავსებით ორიგინალური დანების ნაკრები დამზადებულია მაღალხარისხიანი მეტალისგან და აქვს მაგნიტური ნაწილები, რაც ერთ დიდ დანად შეწებების საშუალებას იძლევა.
15. ძაბრები
დასაკეცი, ფერადი სილიკონის ძაბრების ნაკრები პირველადი საჭიროების არა, მაგრამ ნამდვილად საჭიროა ყოფაცხოვრებაში.
16. დამაგრძელებელი
ვისაც 3-5 წლის შვილი გყავთ, ეს შესანიშნავი მოწყობილობა ნამდვილად გამოგადგებათ. მისი დახმარებით, ბავშვები არამხოლოდ მარტივად გამოიყენებენ ონკანს, არამედ შეეხალისებათ კიდევაც.
17. მაშა სალათისთვის
ეს ორიგინალური მაშები ჩვეულებრივ სალათს მაგიდის ვარსკვლავად აქცევს. მისი გარეგნობა აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას.
ვიდეო-ბონუსი: