
პატარა ბინაში ძალიან რთულია ავეჯისა და სხვა აუცილებელი საგნების განთავსება. თუმცა, თანამედროვე დიზაინერები გვთავაზობენ სხვადასხვა ხრიკებს იმისათვის, რომ სივრცე ვიზუალურად გავაფართოვოთ.
1. ხალიჩა
თანამედროვე დიზაინერები გვირჩევენ, რომ საერთოდ უარი ვთქვათ ისეთ ელემენტებზე, როგორიც ხალიჩაა, მაგრამ თუ თქვენ მაინც გსურთ იქონიოთ რბილი და ფუმფულა ხალიჩა, მაშინ, უმჯობესია შეარჩიოთ ერთი ტონალობის, პატარა ზომის ხალიჩა, ყოველგვარი პრინტების გარეშე.
2. ნაკლები კედელი
ბინის ხელახლა დაგეგმარება სივრცის გაფართოების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პატარა ბინისთვის. მართალია ეს რთული და ამავდროულად ძვირია, სამაგიეროდ, გათავისუფლდებით ზოგიერთი კედლისგან და ბინაში უფრო მეტი სივრცე დაგრჩებათ. ხშირად, პატარა ბინის მფლობელი ადამიანები აერთიანებენ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს, ან საძინებელ ოთახს ლოჯთან.
3. მაღალი თაროებიანი კარადა
ბევრი ადამიანი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც პატარა ბინისთვის ისეთ კარადას ყიდულობს, რომელიც ბინი ჭერამდე არ წვდება. ასე ისინი არა მარტო ვიზუალურად ამცირებენ ჭერის სიმაღლეს, არამედ ცარიელს ტოვებს ბინის ძვირფას კვადრატულ მეტრებს. ამავდროულად, ავეჯი, რომელიც ჭერზეა მიბჯენილი, უფრო გიმარტივებთ ბინის დასუფთავებას. იგი ვიზუალურად ამაღლებს ჭერს და, ასევე, ბინის მფლობელებს დამატებით 2 ან 3 თაროს აძლევს ნივთების შესანახად.
4. ზედმეტი დეკორაცია
დეკორის შერჩევისას, გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ, ეს განსაკუთრებით პატარა ბინის მფლობელებს ეხება. დაიმახსოვრეთ, რომ პატარა ბინისთვის იდეალური დეკორაცია პატარა და რთულად შესამჩნევი დეტალებია, მაგალითად, პატარა ვაზა მაგიდაზე, რამდენიმე ბალიში კონტრასტულ ჩრდილში, რამდენიმე ნახატი-ეს ყოველივე საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ თქვენს ინდივიდუალობას გაუსვათ ხაზი.
5. კუთხის სივრცე
ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დიზაინერული განათლება და განსაკუთრებული ხედვა, იშვიათად აქცევენ ყურადღებას ბინის ისეთ ზონას, როგორიც კუთხეებია. პატარა ბინაში თითოეული კვადრატული მეტრი ძალიან ძვირფასია, ამიტომ, გირჩევთ ოთახის კუთხეში მოათავსოთ პატარა ზომის ღია კარადა და მასზე დაალაგოთ ნაკლებად თვალშისაცემი და იშვიათად გამოყენებადი საგნები. ასე თქვენ ბინაში გაათავისუფლებთ ადგილს სხვა მნიშვნელოვანი და გამოყენებადი საგნებისთვის.
6. ფუნქციონალური ავეჯი
მრავალფუნქციური ავეჯი საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენი პატარა ბინისთვის. საწოლი, რომელიც დივნად ტრანსფორმირდება და სამუშაო მაგიდა, ასაწევი კონსტრუქცია, მოცურების სისტემები-ეს ყველაფერი გეხმარებათ კომფორტული ცხოვრების შექმნაში, თუნდაც ძალიან მცირე ზომის ბინაშიც კი.
7. დიდი ძველმოდური ჭაღი
ძველმოდურ, დიდი ზომის ჭაღს აღარაფერი ესაქმება თანამედროვე ბინაში. ასეთი ჭაღების ირგვლივ ჩრდილი იქმნება და განათების უდიდეს ნაწილს ფარავს, თანაც, ასეთი ჭაღები ვიზუალურად ამცირებს სიმაღლეს სივრცეში. ამავდროულად, მასზე დიდი ოდენობით მტვერი გროვდება. უმჯობესია ასეთი ჭაღები ჩაანაცვლოთ პატარა ზომის, თანამედროვე ჭაღით ან პატარა ჰალოგენებით.
8. დაბალი მსუბუქი ავეჯი
პატარა ზომის ოთახებში კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მუქი ფერის, დიდი კარადები, მაღალი საწოლები და მასიური ტყავის დივნები. ასევე არ ღირს ძალიან დაბალი ავეჯის შეძენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი თოჯინების სახლს დაემსგავსება. მნიშვნელოვანია იპოვოთ თითოეული ავეჯის ზომისა და პროპორციის ბალანსი. უპირატესობა მიანიჭეთ ნათელ და მსუბუქ საგნებს, გამჭვირვალე მასალებსა და ღია სისტემებს.
9. ნათელი ელფერები
რამდენად ბანალურიც არ უნდა იყოს, პატარა ზომის ბინები და ნათელი ჩრდილები ერთმანეთისთვისაა შექმნილი. საძინებელი, რომელიც ნათელ ფერებშია, ყოველთვის უფრო დიდი ჩანს, ვიდრე საძინებელი, რომელიც ბნელ ფერებშია გაფორმებული. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც თეთრი ტონალობის შერჩევა, შეგიძლიათ აირჩიოთ კომპლექსური პასტელის ფერები, როგორებიცაა, ატამი, მტვრიანი ვარდი, ბეჟი, ღია ცისფერი და ნათელი მწვანე ფერი.