აირჩიეთ იდეალური ვარიანტი ქალაქგარე სახლის ვერანდის ან სააგარაკე სახლის დიზაინისთვის

ვერანდა გახლავთ ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნათელი, საყვარელი, მყუდრო და კომფორტული. ოჯახური სითბო, ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობა და კომფორტი-აი, როგორ უნდა იყოს გარშემორტყმული ნებისმიერი ვერანდის დიზაინი და არ აქვს მნიშვნელობა, სახლი განკუთვნილია მუდმივ საცხოვრებლად თუ მხოლოდ ზაფხულისთვის. ვერანდა სასიამოვნო იდილიური კუთხეა, სახლისა და ბაღის გარდამავალი ზონა. იგი აერთიანებს საცხოვრებელ სახლსა და გარემოს.

საიდან დავიწყოთ ვერანდის დიზაინის განახლება

ვერანდის ინტერიერის დიზაინის საუკეთესო ვარიანტი იქნება ამ ოთახის კომპეტენტური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მფლობელის ჩვევებს, მოსაზრებებსა და სურვილებს. მნიშვნელოვანია, რომ საერთო საცხოვრებელი სივრცის ასეთი ელემენტი სახლისგან განუყოფელი ნაწილი იყოს.

როგორც წესი, ვერანდის დიზაინი სტილის შერჩევით იწყება. სტილი, რომელშიც დომინირებს ნატურალური მასალები და მარტივი, გაურთულებელი ფორმები და იდეები, არის სასოფლო, ეთნიკური და ეკოლოგიური. თითოეულ მათგანს აქვს ვარიანტების უამრავი რაოდენობა, მაგრამ სივრცის ორგანიზების მეთოდის მიხედვით, ყველა მიმართულება იგივეა.

ძირითადი მასალები და ტექნოლოგიები

ვერანდისა და ტერასის, როგორც სახლის კონსტრუქციის ჰარმონიული გაგრძელება, მშენებლობისთვის საუკეთესო მასალებს მოითხოვს, ისეთივეს, როგორიც ძირითადი კონსტრუქციის ასაგებად გამოიყენეთ. ანუ, თუ სახლი ხისგანაა აგებული, უმჯობესია ვერანდაც მორებისგან ან ხე-ტყის ნებისმიერი სამშენებლო მასალისგან იყოს აშენებული. ხოლო თუ სახლის ძირითადი ნაწილი აგურისგანაა აშენებული, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია აგურის ვერანდა. მისი სახურავი და კედლები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს სახლს. უკეთესად გამოიყურება დაწეული სახურავი.

სოფლის სახლის ვერანდის დიზაინი წარმოუდგენელია გათბობის სისტემის გარეშე. სახლის მფლობელები მიიჩნევენ, რომ სახლის ამ სივრცეში წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა იყოს კომფორტული ტემპერატურა. თუ ვერანდაზე არ არის გამათბობელი სისტემა და ზამთრობით იგი ჩვეულებრივი ცივი ოთახი იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ მშენებლობისთვის და შიდა ზედაპირების დამთავრებისთვის აუცილებლად იქნება საჭირო ტენიანობის რეზისტენტული მასალები.

სასურველია, რომ ვერანდა სახლის მთავარი ფასადის გასწვრივ მდებარეობდეს, თუმცა, სახლის წინა მხარეც შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ობიექტის შესაფერის ადგილად. ვერანდის ზომები დამოკიდებულია მფლობელების გეგმებზე, თუ რისთვის გამოიყენებენ ისინი ამ სივრცეს. ასეთი ოთახის საშუალო ზომა სიგრძით 3-დან 7 მეტრომდე, სიგანით კი 2-დან 3 მეტრომდე მერყეობს. პატარა, მსუბუქი ვერანდა მოთავსებულია მსუბუქ ფუნდამენტზე, მოცულობით და დატვირთულ ვერანდას კი ისეთივე სიღრმის ფუნდამენტი აქვს, როგორიც ძირითად ნაგებობას.

ვერანდის მინით გადაფარვა 

ვერანდის მინით გადაფარვას ან მის ღიად დატოვებას ყველა ადამიანი ინდივიდუალურად წყვეტს. თუ სახლის მფლობელებს მთელი წლის განმავლობაში სურთ ვერანდიდან პეიზაჟით ტკბობა, ისინი აუცილებლად მოუწევთ ამ სივრცის მინით დაფარვა. ჩარჩოს ტიპი, ფანჯრის გაღების კონფიგურაცია და შუშის ტიპი წინასწარ არის გააზრებული, ასევეა სარქველების გახსნიდა და ვენტილირების მეთოდიც. ვერანდის მინით დაფარვისთვის საინტერესო შესაძლებლობები ვიტრაჟის ხელოვნებას უკავშირდება-განსაკუთრბით მათთვის, ვინც ოცნებობს გოთურ სტილში მოწყობილ ვერანდაზე.

სამუშაოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჭერი და იატაკია. ტენიანობის რეზისტენტული გიფსოკარდონი და პოლივინილქლორიდის კედლები რეკომენდებულია მათთვის, ვინც არ აპირებს ვერანდის თბილ სივრცედ გაკეთებას. ასეთ შემთხვევაში ვერანდის კედლებზე შეგიძლიათ სპეციალური პლასტმასის პანელები გამოიყენოთ. მათი ფერი და ტექსტურა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს-ისინი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი ჩრდილები სასურველ სტილში. ტემპერატურის შესაძლო სხვაობა გამორიცხავს შპალერის გამოყენებას კედლებზე, სამაგიეროდ, შეგიძლიათ დეკორატიული თაბაშირი გამოიყენოთ, მით უმეტეს, თუ ვერანდა ღიაა.

აგარაკის ვერანდაზე შეგძლიათ გამოიყენოთ ხის იატაკი ან ლამინატი. მაგრამ გაცილებით უკეთესი და პრაქტიკული იქნება კაფელის დიდი ფილა ან ლინოლეუმი. ფილების შეერთების ადგილას (ლინოლეუმის) კედლებზე გამოგადგებათ პლასტმასის პლინტუსი. ეზოში გასასვლელი ან სახლში შესასვლელი კარი შეიძლება იყოს ხის ან პლასტმასის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოძრავი კარები და კედლები, როგორც დახურული სივრცის ღია ვერანდად გადაქცევის ორიგინალური მეთოდი ბუნებაში დასვენებისთვის.

ინტერიერის დიზაინი და გაფორმება

ინტერიერის საკითხი ადამიანების უმრავლესობისთვის ავეჯისა და გემოვნებიანი, შესაფერისი დეკორაციების არჩევასთან ასოცირდება. კოტეჯებისა და აგარაკების მფლობელები მთელ თავის ფანტაზიას იყენებენ იმისთვის, რომ გემოვნებიანი ინტერიერი შექმნან. თუ ოთახი საიმედოდაა დაცული გარედან (შემოფარგლულია შუშით), მაშინ ვერანდის ინტერიერი ისეთი საშინაო ნივთებით უნდა შექმნათ, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე არ რეაგირებენ.

ვერანდისთვის ძალიან კარგია ნატურალური დივანი და სკამები. ხის ჭურჭელი, დაწნული სკამები, მაგიდა, ტილოს ან დაუმუშავებელი, უხეში ბამბის თეთრეულით დაფარული-ეს არის “თაიგული”, რომელიც თქვენი ვერანდის დეკორაციული ფუძე გახდება. კარგი იქნება ვერანდის გაფორმება ჩალით დაწნული ხალიჩებისა და ბამბუკის ნაკეთობებით. სივრცის ეკონომიის მოყვარულებს შეუძლიათ ვერანდაში დასაკეცი მაგიდა და პერიმეტრის გასწვრივ სკამები განათავსონ. არსებობს დასაკეცი დივნებიც, ზემოთ ასაწევი სისტემით, რომლებიც შეგიძლიათ საწოლად გამოიყენოთ, შემდეგ კი “საწოლ ნაწილს” ტრანსფორმერ კარადაში მოათავსებთ. ბალიშები, ნაქსოვი და შეკერილი მაგიდის გადასაფარებლები, საკიდები, კიდული ქოთნები თქვენს ვერანდას მრავალფეროვანს გახდის.

თუმცა, მთელი ტერიტორიის შევსება ინტერიერის დეტალებით ნამდვილად არ ღირს. დიზაინერული მინიმალიზმის მოყვარული ბევრია და მათ შეუძლიათ განახორციელონ ერგონომიკასთან დაკავშირებული იდეები საცხოვრებელი სივრცის კონკრეტულ ადგილას.

მოკლედ, ყველას შეუძლია სახლში საკუთარი სამოთხის შექმნა თავისივე ხელებით. გისურვებთ წარმატებებს აგარაკის ვერანდის გაფორმებაში!