
რემონტი ზრდასრული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა. სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან საგნებსა და დეტალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უბრალო შპალერის შესარჩევადაც კი დიდი ძალისხმევა, დრო და ნერვები გჭირდებათ. ხოლო თუ ამ საქმეს ჩვენთვის უცხო ადამიანებს მივანდობთ, მაგალითად, დიზაინერებს, შესაძლოა ძალიან იმედგაცრუებული დარჩეთ როგორც რემონტის, ისე ზოგადად ადამიანების მიმართ ცხოვრებაში.
მაგრამ დროა პესიმიზმი გვერდზე გადადოთ, რადგან დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის ყიდვისას და როგორი შპალერის შერჩევა ღირს, რათა სამომავლოდ თქვენი არჩევანი არ ინანოთ.
შპალერის შერჩევა
ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც რემონტს პირველად აკეთებენ, არ ფიქრობენ შპალერის პრაქტიკულობაზე, ისინი მხოლოდ ვიზუალს აქცევენ ყურადღებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. დაბალი ხარისხის შპალერი ერთი წლის შემდეგ კარგავს მიმზიდველობას და ახალი რემონტისკენ გიბიძგებთ, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს-ფულისა და დროის ფუჭ ხარჯვაზე.
არსებობს შპალერის რამდენიმე სახეობა, რომლებიც შეძენის შემდეგ მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს.
არასწორად შერჩეული შპალერი
1. ვინილის შპალერი
ასეთი შპალერი ხშირად ყურადღებას იწვევს ლამაზი ვიზუალითა და დაბალი ფასით. მათ აქვთ ორი ფენა, რომლებიც ერთმანეთში მჭიდროდაა შეწებებული სპეციალური რთული ქიმიური ნაერთებით. ეს წებოვანი ნივთიერება ხშირად მზადდება უხარისხო ქიმიური კომპონენტებისგან, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.
მწარმოებლები ცდილობენ ბევრად ხელმისაწვდომი მასალების შექმნას, ამიტომ ისინი იაფფასიან და უხარისხო კომპონენტებს იყენებენ.
2. ღია და მუქი ფერის შპალერი
ღია და მუქი ფერის შპალერები ძალიან სწრაფად და ადვილად ჭუჭყიანდება. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შპალერის შერჩევისას შეიძლება დაუშვათ, თეთრი და შავი ფერის შპალერის შერჩევაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან მოდურია, საკმაოდ ამავდროულად არაპრაქტიკული გახლავთ.
3. ქაღალდის შპალერი
ქაღალდის შპალერის უდიდესი მინუსი ის არის, რომ ისინი სწრაფად ფუჭდება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ და შეიწოვს ტენიანობას, რაც შემდეგ მასზე ლაქების წარმოებას უწყობს ხელს.
ასეთი მასალის მდიდარმა ასორტიმენტმა და დაბალმა ღირებულებამ არ უნდა შეგაცდინოთ, რადგან იგი მალევე საჭიროებს გამოცვლას და საბოლოო ჯამში უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ. უმჯობესია თავიდანვე კარგი და ხარისხიანი მასალა შეიძინოთ.
როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად
შპალერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ოთახის კედლების მდგომარეობა. თუ კედლები უსწორმასწოროა, არ ღირს თხელი, პრიალა და სხვა სწორი ნახატებით გაფორმებული შპალერის შეძენა, რადგან ასეთი მასალა ნაკლოვანებას უფრო მკვეთრად გამოაჩენს. ასეთ შემთხვევაში საიკეთესოა რელიეფური შპალერი, რომელიც ვიზუალურად დაფარავს ყველა დეფექტს.
ასევე მნიშვნელოვანია ოთახის ფორმაც. არასწორი ფორმის ოთახებში, რომლებსაც ღარები, ჩაღრმავებები, ნიშები აქვს უმჯობესია შეარჩიოთ მასალა პატარა ზომის ნახატებით.
აირჩიეთ შპალერი მათი გამძლეობის გათვალისწინებით. ისეთ ოთახებში, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, უმჯობესია გამოიყენოთ შპალერი, რომელიც მარტივად იწმინდება და ირეცხება.
რაც შეეხება ყვავილებიან შპალერს. თუ ოთახში ფანჯარა სამხრეთით მდებარეობს, აირჩიეთ ცივი ჩრდილები, ან მუქი გაჯერებული ფერის შპალერი (ბორდოსფერი, მწვანე). თუ ფანჯარა ჩრდილოეთითაა, თბილი ფერები იდეალური გადაწყვეტა იქნება (ყავისფერი, ატმისფერი, გარგარისფერი ან თუნდაც ფორთოხლისფერი). წითელ-ყვითელი შპალერი ვიზუალურად აახლოვებს კედლებს, ხოლო ცისფერი და ლურჯი კი პირიქით, აფართოებს მათ.
ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მწარმოებლის ბეჭედს, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული: ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ, სერიული ნომერი, სურათის ნაწილი (რეპორტი), მასალის ხარისხი (შპალერი, რომელიც ირეცხება აღინიშნება შესაბამისი ნიშნით) და სურათის მიმართულება. ინსტრუქციაში ასევე აღნიშნულია, სჭირდება თუ არა შპალერს სპეციალური დამუშავება.