
ქალების უმრავლესობისთვის, სახლი, პირველ რიგში, დასუფთავებასთან, მუდმივ არეულობასა და დაუსრულებელ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ყოველივე ეს აფუჭებს განწყობას და საყოფაცხოვრებო საქმეების კეთების სურვილი სრულიად ქრება.
ქალის პასუხისმგებლობა
უნდა შეასრულოს თუ არა ქალმა ჩვენს დროში სახლის ყველა ვალდებულება? ეს ძალიან სადავო საკითხია. მაგრამ მეტწილად ვთვლით, რომ ქალი არ არის ვალდებული სახლის საქმეები მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოს.
თუმცა, ჩვენი რედაქცია თვლის, რომ სწორედ ქალის არსებობა უზრუნველყოფს ოჯახის კეთილდღეობას. მაგრამ ქალისა და მამაკაცის მოვალეობა გონივრულად უნდა იყოს გაყოფილი ვითარების მიხედვით.
როგორ შეიძლება ქალს ისე შეუყვარდეს საკუთარი სახლი, რომ მასზე ზრუნვა ბედნიერებასა და სიამოვნებას ანიჭებდეს? ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის რამდენიმე სერიოზული არგუმენტი შეაგროვა, რომლებიც, შესაძლოა, გააუმჯობესოს თქვენი დამოკიდებულება საშინაო მოვალეობებზე.
როგორ შევიყვაროთ საშინაო მოვალეობებით
პირველ რიგში, ეცადეთ გაარკვიოთ თქვენი ნამდვილი დამოკიდებულება სახლისა და ოჯახის მიმართ. აუცილებელია იცოდეთ, რეალურად რას გჭირდებათ ცხოვრებისგან.
იფიქრეთ იმ სითბოსა და სიმყუდროვეზე, რომელსაც სახლი მოგცემთ.
2. საშინაო საქმეების მიმართ დამოკიდებულების გამოსწორება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. მეორეს მხრივ, თქვენ შეგიძლიათ დასუფთავებას პრაქტიკული თვალსაზრისით მიუდგეთ.
სუფთა სახლში ყოფნა გაცილებით სასიამოვნოა. ირგვლივ არსებული ჰარმონია ხასიათსაც აუმჯობესებს. და, რა თქმა უნდა, სტუმრების მიღებისაც უფრო თავისუფლად შეძლებთ.
3. თუ საშინაო საქმეებით თავს ზედმეტად გადაღლილად გრძნობთ, აუცილებლად ესაუბრეთ ამაზე თქვენს მეორე ნახევარს. მოსიყვარულე მამაკაცი აუცილებლად შეეცდება თქვენს დახმარებას. თქვენ შეგიძლიათ გადაინაწილოთ ზოგიერთი მოვალეობა.
4. სუფთა და კომფორტული სახლი თქვენს შვილებს უსაფრთხოებისა და სიხარულის გრძნობას ანიჭებს. თქვენი სიყვარული სისუფთავის მიმართ იდეალური მაგალითია მათთვის. სამომავლოდ მათ აუცილებლად ეყვარებათ წესრიგი საკუთარ ბინასა და სახლში.
5. დასუფთავებისგან სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოთ. ამის გაკეთება სხვადასხვა მეთოდებითაა შესაძლებელი. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი ლამაზი ტილო და სამზარეულოს ღრუბელი, ან სხვა დასუფთავებისთვის საჭირო წვრილმანი.
ახალი ინვენტარი განწყობასაც აგიმაღლებთ, და დასუფთავების რამდენიმე ეტაპსაც გაგიადვილებთ.
6. დასუფთავებისას არა მარტო ახალი ინვენტარი, არამედ კარგი საწმენდი საშუალებებიც დაგეხმარებათ. თანამედროვე საწმენდი სითხეები და ჟელეები იდეალურად უმკლავდება თავიანთ საქმეს. თქვენ ხედავთ მყისიერ შედეგს და გიჩნდებათ კმაყოფილების გრძნობა შესრულებული სამუშაოსგან.
7. დასუფთავების ზუსტად ის ტიპი აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ. ზოგისთვის ბევრად სასიამოვნოა სახლის ხშირი დასუფთავება, ზოგიერთი კი გენერალურ დასუფთავებას ამჯობინებს კვირაში რამდენიმეჯერ.
დაიმახსოვრეთ, რომ ქალის საშინაო ვალდებულებებლი ყოველთვის ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს. მის მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესება სულ რამდენიმე პატარა დეტალის შეცვლით შეგიძლიათ.