17 არაორდინალური სათავსო სისტემა, რომლებიც შინ წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ

ალბათ, ყველა დიასახლისისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა სახლში უთავბოლოდაა მიყრილი უამრავი წვრილმანი, რომელთათვისაც შეუძლებელია ადგილის მიჩენა. თუმცა, გამოსავალი არსებობს. საჭიროა შენახვის სწორი სისტემის შერჩევა. ეს 17 ვარიანტი ნებისმიერ ნივთს მიუჩენს თავის ადგილს და დაგეხმარებათ წესრიგის დამყარებაში.

1. სამკაულების საკიდი

საქარგავი რგოლებისა და ფერადი ძაფებისგან შეიძლება საყურეების, სამაჯურებისა და კულონებისთვის შესანიშნავი, ორიგინალური საკიდის მომზადება.

2. ასკეტური სტელაჟი

თუ ბევრი ფეხსაცმელი ან დიდი ოჯახი გაქვთ, ნუ შეყრით ფეხსაცმელებს კარადაში. დაალაგეთ ისინი მაღალ, ლაკონიურ სტელაჟზე. ასე წესრიგის დამყარება უფრო მარტივია.

3. დაკიდული სტელაჟი

სანელებლების შენახვა მოსახერხებელია სპეციალური ჭურჭლით, ერთ ადგილას. მათთვის იდეალური შენახვის პირობა იქნება უბრალო დაკიდული სტელაჟი, რომელიც ერთ-ერთი ზედა კარადის კარს შეგიძლიათ მიამაგროთ შიგნიდან.

4. დაყოფა

უჯრები სამზარეულოში ისეთ მდგომარეობაშია, თითქოს სადაცაა ნივთების აფეთქება მოხდება. ეს იმიტომ, რომ მასში ნივთებს ქაოტურად ვალაგებთ, სისტემიზების გარეშე. უჯრაში წესრიგს დაამყარებთ, თუ მცირე ზომის პლასტმასის კალათებს გამოიყენებთ.

5. ორგანაიზერი ჭანჭიკებისა და ხრახნებისთვის

მსგავსი ნივთები რომ არ გეკარგებოდეთ, მოათავსეთ ისინი ქილებში, ხოლო ქილის თავსახურები მიამაგრეთ საწყობში, ერთ-ერთ თაროს.

6. პეგბორდი

დაფა-პეგბორდი – ეს პრაქტიკულად უნივერსალური სისტემაა სხვადასხვა ნივთის შესანახავად. კონკრეტულ შემთხვევაში, მცირე ზომის დაფა გამოყენებულია ხელსაქმისთვის საჭირო ნივთებისთვის.

7. საკანცელარიო ნივთების ორგანიზება

რთულია იმის დაჯერება, რომ ეს მკვეთრი ორგანაიზერი ჩვეულებრივი თუნუქის ქილებისგანაა გაკეთებული და შემოხვეული აქვს ქსოვილები. ჩვენი აზრით, ამის გაკეთება ყველას შეუძლია.

8. ჟურნალების დასადები

მარტივი და, ამავდროულად, პრაქტიული დასადები ჟურნალებისა და რვეულებისთვის მარტივად მზადდება მუყაოს ყუთებისგან.

9. საყოფაცხოვრებო ორგანაიზერი

საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შესვლისას აუცილებლად შეიძინეთ რამდენიმე ორგანაიზერი. მათი გამოყენება სხვადასხვა ნივთის შესანახავად შეგიძლიათ, იქნება ეს სანელებლები, ბავშვის სათამაშოები, შარფები, წინდები და ა.შ.

10. ინსტრუმენტების დასადები

მარტივი და, ამავდროულად, ძალიან ფუნქციური, მრავალსართულიანი დასადები წვრილი მექანიკური ინსტრუმენტებისთვის, რომლის დამზადებაც ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია დვპ-დაფებისა და ხის ჯოხებისგან.

11. კონტეინერები კოსმეტიკისთვის

მცირე ზომის, გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერები დაგეხმარებათ კოსმეტიკური საშუალებების დალაგებასა და მათი შენახვისთვის ლამაზი სისტემის ორგანიზებაში. მსგავს კონტეინერებს ძალიან იაფად შეიძენთ ჩინურ საიტებზე.

12. მავთულის თაროები

ასევე იაფფასიანი ნივთი საყოფაცხოვრებო მაღაზიიდან. ამჯერად, საუბარია მავთულის თაროებზე. მიამაგრეთ იგი ოთახის კარზე, კარადის შიდა მხარეს და გამოიყენეთ ჩანთების, აქსესუარების, ჟურნალებისა და სათამაშოების ორგანიზებისთვის.

13. სათლი

ასეთი სათლი, მიმაგრებული კედელზე – ძალიან ორიგინალური და მიმზიდველი მეთოდია სააბაზანოს ნივთების შესანახავად.

14. დაკიდება

ფარეხის თავისუფალ კედელს მიამაგრეთ ორი ვიწრო დაფა კაუჭებით, რათა მათზე დაკიდოთ ყველაფერი, რისი დაკიდებაც შეიძლება. მსგავსი შენახვის სისტემა ათავისუფლებს იატაკს და აწესრიგებს ოთახს.

15. ფეხსაცმლის თაროები

გამოიყენეთ ფეხსაცმელების ორგანიზებისთვის ერთი ჩვეულებრივი ხის პადონი. უნდა აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად ამ იდეის უბრაოებისა, პადონის თაროდ გამოყენება ძალიან მოდური გადაწყვეტილებაა და ნებისმიერი დერეფნის ინტერიერს მოუხდება.

16. დასაკიდი სისტემები

თქვენ წინაშეა დაკიდული შენახვის სისტემის ორი მაგალითი სააბაზანო ოთახისთვის. პირველ შემთხვევაში გამოყენებულია იაფფასიანი მავთულის კალათი, ხოლო მეორეში – განიერი დაფა, რომელზეც, პატარა მეტალის ხამუთების დახმარებით, მიმაგრებულია შუშის ქილები.

17. მოდური თაროები

თუ ძველ ავეჯს უჯრები აქვს, არ გადაყაროთ ისინი! უჯრები გადაჭერით, შეღებეთ სასურველ ფერში და მიღებული ნაკეთობა მიამაგრეთ სააბაზანოს კედელზე. მოდური თაროები მზადაა.

ვიდეო-ბონუსი: