ბუნებასთან ახლოს: იდეები მცირე მოცულობის სახლების ასაშენებლად

ოცნების სახლი-არ არის აუცილებელი იყოს უზარმაზარი ვილა. კომფორტულად და მყუდროდ ცხოვრება პატარა ზომის აგარაკზეც შეიძლება. მით უმეტეს, თუ იგი თქვენივე ხელითაა აშენებული არასტანდარტული მეთოდებითა და არაბანალური ხერხით.

მცირე ზომის სახლები რეალურად არსებობს და მათ შესაქმნელად სულაც არ არის საჭირო ბევრი დრო, ზედმეტი თანხები და დიდი ძალისხმევა.

ჩვენ გიჩვენებთ რამდენიმე იდეას, რომლებიც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს.

პატარა სააგარაკე სახლი

1. სამკუთხა სახლი

ამ სახლის ასაშენებლად მშენებლებს მხოლოდ ერთი დღე დასჭირდათ, ხოლო მის მფლობელებს კი სულ რაღაც 1200 დოლარის გადახდა მოუწიათ. მცირე ზომის მიუხედავად, სახლში ორი საწოლი და მთელი სამზარეულოს მოწყობილობა დაიტია წყლის ნიჟარასთან და პატარა ზომის მაცივართან ერთად.

მისი ერთი კედელი სურვილისამებრ იწევა. ძირითად სამშენებლო მასალად პოლიკარბონატს იყენებენ. მისი ფართობი კი 6-9 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

2. მაღალი ქოხი

ეს ქათმის ფეხებზე შემდგარი ქოხი მერილენდში მდებარეობს. იგი მხოლოდ 25 კვადრატულ მეტრს მოიცავს, მაგრამ შიგნით მოთავსებულია სამზარეულო, მისაღები ოთახი ბუხრით, საძინებელი, აბაზანა და ლამაზი ვერანდა. ეს თანამედროვე ეკო-სახლი მზის პანელებით, წვიმის წყლის შემგროვებელი და უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი.

3. სახლი ტბასთან

ეს სახლი წინა სახლებთან შედარებით დიდი ზომისაა, მაგრამ ერგონომიკით მათზე ნაკლები ნამდვილად არ არის. მასში მთელს ოჯახს შეუძლია ცხოვრება. ამ სახლში ორი საძინებელი და სხვა დანარჩენი აუცილებელი ოთახებია. სახლის ასაშენებლად, როგორც მისი მფლობელი აცხადებს, მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდათ.

4. სახლი ტყეში

ეს სახლი საკმაოდ დიდი, 40 კვადრატული მეტრი, მაგრამ საკმაოდ მობილურია, რადგან იგი სახლი კი არა, ტრაილერია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მასთან ერთად იმოგზაუროთ.

5. მცურავი სახლი

სახლი მიწაზე ააშენეს, შემდეგ კი პლასტმასის ლეიბსა და პონტონზე მოათავსეს. რა თქმა უნდა, აბაზანაში წყალი პირდაპირ რეზერვუარიდან მოედინება და იგი კრისტალურად სუფთაა.

6. მობილური სათხილამურო სახლი

ამ პატარა სახლში ყველაფერია, რაც მოთხილამურეებს სჭირდებათ იმისათვის, რომ მთებში თავი კომფორტულად იგრძნონ. ამ სახლის მფლობელები ექსტრემალური სპორტის მოყვარულები არიან და დიდ დროს ატარებენ სახლისგან შორს. მათ არ უყვართ სასტუმროები  და მოტელები და სწორედ ამიტომ შეიძინეს ბორბლებზე მდგომი პატარა სახლი. მას ორი სართული აქვს. პირველ სართულზე მისაღები ოთახი და სამზარეულოა, მეორეზე კი-საძინებლები.

7. კომფორტული სახლი ორი ადამიანისთვის

დაქორწინებულმა წყვილმა ეს სახლი ზუსტად 3 თვეში ააშენა. მათ ამ პატარა სივრცეში შექმნეს კომფორტული, მყუდრო და ფუნქციონალური გარემო. ტრაილერი მთლიანად გადაკეთდა, იგი აღჭურვილია წყლის გამათბობელით, ბიოტუალეტით, მზის პანელებითა და დიდი ფანჯრებით. მასში ყველაფერია იმისთვის, რომ ორმა ადამიანმა კომფორტულად იცხოვროს.

8. ნათელი საცხოვრებელი

სასიამოვნო ექსტერიერი და ინტერიერი. ეს სახლი საინტერესო იმითაა, რომ იგი უკვე გამოყენებული მასალითაა აშენებული: შეღებილი ფანერის ნაჭრებისგან, ხისგან და გადამუშავებული პლასტმასისგან. სახლში ორადგილიანი საძინებელი, სააბაზანო, სამზარეულო და სასადილო ოთახია განთავსებული. მის ირგვლივ კი ულამაზესი ბუნებაა. საუკეთესო ვარიანტია აგარაკისთვის.

9. სახლი ხეზე

დიდი ზომის თელა, როგორც ფუნდამენტი, სამ სართულიან სახლს ამაგრებს. ქვემოთ არის ფართო ტერასა: დასვენების ზონა სასადილო ადგილებითა და ჰამაკებით. მეორე სართულზე ბიბლიოთეკა და სამზარეულო, მესამეზე კი საძინებლებია მოთავსებული.

10. სახლი კლდეზე

ეს პატარა საცხოვრებელი სახლი მათთვისაა, ვინც მთებში ცხოვრებაზე ან დასვენებაზე ოცნებობენ. იგი საკმარისად მყარია, ვინაიდან აგურისგანაა აშენებული. სახლში ყველაფერია, რაც ადამიანს საცხოვრებლად სჭირდება: საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და აბაზანა. ასევე, ენერგოდაზოგვის ფანჯრები და საიზოლაციო მასალები ცივი ზამთრის შემთხვევაში. საუკეთესო ადგილია განმარტოებისთვის.