როგორ გავაფართოვოთ ვიწრო დერეფანი ვიზუალურად

გრძელი, ვიწრო დერეფანი ხშირად ყველაზე უგულებელყოფილი სივრცეა ბინაში. სწორედ იქ ვათასებთ ფეხსაცმელს, ძველ ქურთუკებსა და სხვა უსარგებლო ნივთს. თუმცა, სტუმრებს პირველად სწორედ დერეფანი ხვდებათ თვალში, როგორც კი კარის ზღურბლს გადმოაბიჯებენ.

ამიტომ, უმჯობესია დახარჯოთ დრო და ენერგია მის გასალამაზებლად. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ მას ვიზუალურად გააფართოვებთ!

დერეფნის დიზაინი ბინაში

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ გააფართოვოთ ვიწრო დერეფანი. აქ მოცემულია 8  არქიტექტურული რჩევა.

1. პირველ რიგში ყურადღება ფერებს უნდა მიაქციოთ. ვიწრო და გრძელი დერეფნის კედლების გაფორმების დროს ეცადეთ ნათელი და ნეიტრალური ფერები შეარჩიოთ.

ასეთ დერეფნებში უმჯობესია კედლები ნაცრისფერ, კრემისფერ, ბეჟ და რძისფერ ფერებში შეღებოთ.

2. ნათელი ფერები და ცივი ჩრდილები ოპტიკურად გააფართოვებს სივრცეს და კარგი კონტრასტული ფონი გახდება ბნელი ელემენტებისთვის.

ნუ შეაჩერებთ არჩევანს თბილ, ინტენსიურ ფერებზე, რადგან ისინი სივრცეს ვიზუალურად ავიწროვებენ. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ბნელი ფერები და შპალერი დიდი ზომის ნახატებით.

3. ვიწრო კორიდორში მისაღებია ნათელი პრიალა იატაკი. იმისათვის, რომ თქვენიდ სახლის ერეფანი ვიზუალურად გააფართოვოთ, სასურველია ერთი და იგივე ფერის იატაკი და ჭაღი შეარჩიოთ.

4. ავეჯის განლაგებისას გაითვალისწინეთ, რომ დერეფნის სავლელი სივრცე სიფართით მინიმუმ 80 სანტიმეტრი უნდა იყოს.

თუ სახლის მფლობელს რომელიმე შინაური ცხოველი ჰყავს, არ არის რეკომენდებული დერეფნის კედელზე შპალერის გაკვრა. უმჯობესია არჩიოთ მასალა, რომელიც უფრო მდგრადია და არ იკაწრება, მაგალითად, დეკორატიული თაბაშირი.

5. სივრცის გაფართოების ეფექტის შექმნა მარტივია იატაკის ზედაპირზე ჯვარედინი ნახატის მეშვეობით. გრძივი ხაზები, პირიქით, ავიწროებს დერეფნებს.

6. იმისათვის, რომ დერეფანი ვიზუალურად გააფართოვოთ, ერთსა და იმავე კედელზე ორი სარკე მოათავსეთ. სარკეების მოპირდაპირე კედელზე კი ხელოვნების ნიმუში ან ფერწერა მოათავსეთ. არეკლვისას, ეს დეკორატიული საგნები ზრდის ცარიელი სივრცის ეფექტს.

7. სწორად შერჩეული და გაფორმებული განათება დერეფნის ინტერიერში დიდ როლს ასრულებს. იმისათვის, რომ ვიწრო დერეფანი უფრო ფართო გამოჩნდეს, უმჯობესია რამდნიმე ჭერის განათება გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს ჭაღი, ნათურები, იატაკის ნათურები ან შანდალი. სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ერთი განათება არ არის საკმარისი.

8. ვიწრო დერეფანში მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და საგნები განათავსეთ. ასეთ ოთახს შეესაბამება ვიწრო კარადა მოძრავი სარკიანი კარებით. კარადაზე არსებული დიდი სარკე ფართო სივრცის ილუზიას შექმნის. ნუ შეარჩევთ დიდი ზომის საგნებს, ისინი ოთახში სივრცეს მოგპარავთ.

9. და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ დერეფნის ფერთა გამა აუცილებლად უნდა ერწყმოს მთელი ბინის ინტერიერს. კედლის ფერების შერჩევისას ჯერ საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელეთ, შემდეგ კი დიზაინერების მოსაზრებებით. აუციებელია, რომ სახლის მფლობელი საკუთარ ბინაში თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობდეს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული იდეებიდან ერთ-ერთი თქვენი შთაგონების წყაროდ იქცევა.